“უკრაინის რეფორმები უნდა გახდეს სამაგალითო”

რეფორმები ხალხისთვისაა. როცა იქნება ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ცნობები, ნაკლები რიგები, როცა სახელმწიფო მოხელეებს აღარ ექნებათ წარმოდგენა, რომ ისინი ხალხის უფროსები არიან, ეკონომიკური პრობლემებიც დაიძლევა, ხალხი უკეთესად იცხოვრებს, – ასე უხსნით უკრაინელებს რეფორმების არსს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია 2გია გეწაძე. იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით მიმდინარე რეფორმების კონკრეტულ შედეგებს კი უკრაინელები ერთმანეთის მიყოლებით ეცნობიან. ეს შედეგები უკვე მათი ცხოვრები ნაწილიც გახდა. ტემპი მართლაც შთამბეჭდავია და კიევში, 12 ნოემბერს გამართულ ფორუმზე ( ბალტია – შავი ზღვის ფორუმი) გია გეწაძემ განმარტა ისიც, თუ რატომ ეჩქარებათ უკრაინელ რეფორმატორებს და რატომ არა აქვს უკრაინას დაყოვნების უფლება: „ჩვენი ქვყენის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.ჩვენმა პარტნიორებმა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ. ჩვენ კი უნდა გავატროთ ეფექტური რეფორმები და მინიმუმამდე დავიყვანოთ კორუფციის რისკები. სხვა შემთხვევაში პარტნიორები არ მოისურვებენ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას.“

გეწაძემ რეალობისთვის თვალის გაწორება ურჩია იმათაც, ვისაც უკრაინაშიც ჰგონია, რომ მათ გასაკეთებელს ამერიკელები და ევროპელები გააკეთებენ: „ასე არ ხდება. ჩვენს პრობლემებს ჩვენვე უნდა მივხედოთ.სწორედ ასე ვაგრძნობინებთ ჩვენს მეზობლებს თავს ვალდებულად იდგნენ ჩვენს გვერდით. უკრაინაშიც და საქართველოში გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რადგან მეზობელი გვყავს აგრესიული, მაგრამ თუ არ გავატარებთ რეფორმებს, თუ არ მივხედავთ კორუფციის პრობლემას, ჩვენვე ვიქნებით საფრთხის მატარებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწუფო აპარატში მოკალათებულ გამყიდველ სახელმწიფო მოხელეს ყველაფრის გაყიდვა შეუძლია”

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკრაინაში საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე. მისი ნათქვამიდან გამომდინარე ეს უნდა იყოს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ – დიახ, უკრაინამ უნდა აჩვენოს მსოფლიოს თავისი წარმატებული რეფორმები, უნდა მიიღოს რეფორმისტული კანონები, უნდა ებრძოლოს კორუფციას, უნდა მოიშოროს რეალობა,რომელშიც უკრაინელებს ისევ სსრკ -ში ჰგონიათ თავი, უამრავი რეგულაციები ქმნის ასეთ რეალობას.

გაიჟღერა საქართველოს თემამაც. ქართველმა რეფორმატორმა გამოთქვა შეხედულება, რომ ახლა საქართველო საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, “საქართველოში ხომ ხელისუფლებაში აირჩიეს მილიარდერი, რომელსაც ჰქონდა პუტინისგან მიღებული ფული და რომელიც მოსახლეობას დაპირდა ძალიან ბევრ უფასოს, დაპირდა ყველაფერს რისი დაპირებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.” საქართველოს მაგალითით უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე შეეცადა პასუხი გაეცა უკრაინელების შეკითხვისთვის: თუკი სააკაშვილის ხელისუფლების რეფორმები იყო წარმატებული, რატომ წააგეს არჩევნები?

„სააკაშვილის ხელისუფლება ორჯერ აირჩია ხალხმა, რომ არ ყოფილიყო წარმატებული მეორედ არ აირჩევდა. სააკაშვილმა ამოწურა პრეზიდენტობის 2 ვადა, მესამედ, რა თქმა უნდა, აღარ შეეძლო კენჭისყრა, მისმა პარტიამ კი 42 პროცენტი მიიღო.ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია დამარცხდა და ამის შემდეგაც გააგრძელა არსებობა მთავარ ოპოზიციურ პარტიად. პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლა… რუსეთის ფედერაცია და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რომ არა, ეს იქნებოდა წინგადადგმული დიდი ნაბიჯი. ვიღაცა მოიგებს, ვიღაც წააგებს, ხელისუფლებები უნდა მოვიდნენ და წავიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს განვითარებას ხელს ასე უშლის საგარეო ფაქტორები.

რაც შეეხება რუსეთს, არ ღირს ლაპარაკი ბანდიტთან დიპლომატიის ენით.ჩვენს კოლეგებს ყავთ ბევრი სოვეტოლოგი, ჩვენ კი – საბჭოთა კავშირში დაბადებულები – ყველაზე მაგარი სოვეტოლოგები ვართ, ვფიქრობთ, რომ პარტნიორები ამას გაიგებენ, მანამდე კი მათ წარმატებული რეფორმები უნდა ვაჩვენოთ.ამას თუ არ მივაღწევთ სსრკ-ს ნაწილად დავრჩებით, როცა რუსეთიდან ეთნიკურ ქართველებს აძევებდა პუტინმა თქვა – ძალიან მეცოდება ქართველებიო, მე კი რუსი ხალხი მეცოდება. ცოტა დარჩა მათ იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეაში იგრძნონ თავი.’

უკრაინის რეფორმები უნდა იყოს სამაგალითო ბევრისთვის და მათ შორის რუსი ხალხისთვის, ისინი როცა დაინახავენ რეფორმების შედეგებს უკრაინაში, თავადაც გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ არასაბჭოთა რეალობაში, – ასე ფიქრობს უკრაინის იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s