„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“

„Ненужное – упразднить
Нужное – упростить“

გია 2უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია. უკრაინელები მხარს უჭერენ რეფორმებს, მათ სურთ რაც შეიძლება სწრაფად დაინახონ რეფორმების შედეგები, ქართველმა რეფორმატორმაც ოთხი სიტყვით აუხსნათ ურთულესი საქმის არსი, იმის, რაც ხალხს ასე სურს და რის მიღწევასაც უკრაინის ხელისუფლების ნება და რეფორმატორთა უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“, – ეს ერთი ფრაზა დიდი ომის მეორე ფრონტის ხაზს მოიცავს, უკრაინამ კი ომი უნდა მოიგოს.

უკრაინელები ქართველ რეფორმატორს ფეისბუქზე წერენ

ჟანა კოლესნიკოვა: “გია, გისურვებთ ოპტიმიზმს და რწმენას, რომ აუცილებლად შევცვლით ამ გაუმჭირვალე და ამ განუკითხაობის სისტემას”.

ოქსანა პოგრებნიაკი: ” გია, როგორც ყოველთვის თქვენს სიმაღლეზე ხართ. რა თქმა უნდა ქრთამი ანგრევს საზოგადოებას და სახელმწიფოსადმი რწმენას, მაგრამ, უკვე არის დადებითი ძვრები და მე მჯერა პირადად თქვენი.. ამასთან, ყოველმა მოქალაქემ უნდა მოიხადოს თავისი ვალი და დაიწყოს საკუთარი ცნობიერების გარდაქმნით, წარმატებები თქვენ და დიდი მადლობა”.

22 სექტემბერს ოდესაში ჩასულმა გია გეწაძემ უკრაინელებს მათ მშობლიურ ენაზე აუხსნათ ახალი სერვისის – „ ელექტრონული სასამართლოს „ – არსი. თან შეპირდათ – ვეცდები სამომავლოდ უფრო გამართული უკრაინულით გაგაცნოთ რეფორმის შედეგებიო.

ბიუროკრატია, ქაღალდები, რიგები – კორუფციის წყაროა . უკრაინაში თავისი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა გეწაძემ ამის ახსნით დაიწყო. გავიდა 7 თვე და უკვე არსებობს ძალიან შთამბეჭდავი ჩამონათვალი იმისა – რა გააკეთა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმატორთა გუნდმა: ბიუროკრატიის, ქაღალდების და რიგების შესამცირებლად.

gecoერთ -ერთი ბოლო სიახლე ერთ – ერთი ახალი სერვისია, რომელიც ახალშობილის მშობლებს თავიდან ააცილებთ ბავშვის დაბადების მოწმობისთვის რიგში დგომას. უკრაინაში დაბადების მოწმობებს პირდაპირ სამშობიარო სახლებში გასცემენ. სერვისის პრეზენტაცია ლვოვში შედგა, რამდენიმე თვეში კი ის მთელ ქვეყანაში ამუშავდება. თვეების წინ იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე უკრაინელებს ამ სერვისს დაპირდა და ეს სერვისი მუშაობას იწყებს.

„ძალიან ცუდია მოქალაქეები ქრთამს რომ იხდიან, უბედურება კი იმაშია, რომ სახელისუფლო ორგანოები ქმნიან რეგულაციებს, რომლებიც მოქალაქეებს ქრთამის გაღებას აიძულებენ,“- თქვა გია გეწაძემ რადიო „ვესტის“ ეთერში და დაამატა:“ როცა მოქალაქეს უბრალო ცნობისთვის საათობით უწევს რიგში დგომა, როცა ამ დროს მასთან მიდის ვიღაც და სთავაზობს ქრთამის სანაცვლოდ მომსახურებას, მოქალაქეს ნუღარ ვუსაყვედურებთ – რატომ გადაიხადე ქრთამიო.ეს ჩვენ არ უნდა შევუქმნათ მას მდგომარეობა, რომელშიც ქრთამის გადახდა მოუწევს. მოცემულ რეალობაში გვაქვს ძველი, კორუმპირებული სისტემა, მთელი თავისი კორუმპირებული ჩინოვნიკებით, რომლებისთვისაც რიგში მდგომი თითეული მოქალაქე შემოსავლის წყაროა .ჩვენ უნდა მოვხსნათ რიგები.“

მთელი სისტემის შეცვლა ურთულესი საქმეა. იუტიციის სამინისტრო კი ქმნის მაგალითს იმისას, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია „ამ შედეგებზე რომ ვლაპარაკობთ, თან უნდა მოვუბოდიშოთ მოსახლეობას, ჩვენ გვინდა მეტი და მანამდე გვსურს გიჩვენოთ წარმატებების ერთგვარი კუნძული იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს შესაძლებელია.“- ამბობს გეწაძე.

gia 3

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქაღალდებზე უარს ამბობს. უკვე მუშაობს ელექტრონული ბაზა და სერვისი, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საჭირო ცნობები, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. უკრაინის ყველა მოქალაქეს არ შეუძლია ელექტრონული სერვისით სარგებლობა, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს უნდა შეეძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიღება. უკრაინას ახლა არც დრო აქვს და არც ფინანსური რესურსი საიმისოდ, რომ იუტიციის სახლები ააშენოს, ამიტომ მომსახურების ეფექტური სერვისები საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე იქმნება. ქვეყანაში არის 7000 ნოტარიუსი, თავიანთი ოფისებით, ლიცენზიით, შემოსავლებით, გავლილი აქვთ ტრეინინგები და არის ადგილობრივი ორგანოები. რეფორმა მათ შორის კონკურენტული გარემოს ქმნის. “უკრაინაში ახალი წლიდან უნდა ამუშავდეს უნიკალური მოდელი – იუსტიციის სახლების მსგავსი იქნება ადგილიბრივი თვითმმართველიბების სერვის ცენტრები და მათ კონკურენციას ნოტარიუსები გაუწევენ” – განმარტავს გია გეწაძე. პირველი ასეთი სერვისები ახალ წლამდე ოდესაში უნდა ამუშავდეს – ოქტომბერში.

ახლა უკრაინის იუსტიციის სამინიტროში აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტი დროულად დაამტკიცებს შვიდამდე კანონპროექტს, რაც შექმნის რეგიტრაციის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების სფეროში რეფორმების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას.ქართველი რეფორმატორის აზრით, ამის შემდეგ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო რეფორმირებული, სრულიად ახალი სისტემის სამინისტრო იქნება.

სასამართლო რეფორმის მოლოდინში

უკრაინაში სასამართლოს რეფორმირების დასაწყებად დიდი კონსენსუსის მიღწევაა საჭირო, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით უნდა დაგვირგვინდეს. როცა გია გეწაძეს სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე ეკითხებიან ის პასუხობთ: “ძველი ოთხსაფეხურიანი და სამშტოიანი სისტემა მოსაცილებელია, თან უკრაინაში არაა საჭირო 4000 -ზე მეტი მოსამართლე. მთავარია მოსამართლეები დაინიშნონ ღიად. თუ ჩვენ არ შევქმნით ნდობას სასამართლოს მიმართ, ჩვენი რეფორმები მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების მომტანი იქნება. თუ არ შეგვიძლია რეფორმის გატარება, ნუ მოვატყუებთ ხალხს, კოსმეტიკური ცვლილებები არ უნდა გავატაროთ. ბევრი მოსამართლეა დანიშნული ქრთამით, ეს ავადმყოფობა უნდა მივიცილოთ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ამის შეცვლა 2 თვეში შეიძლება.“

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s