დიდი რეფორმები უკრაინაში

gordonua.com გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინაში მოღვაწე ქართელ რეფორმატორთან, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან გია გეწაძესთან. მედიაline ამ ინტერვიუზე დაყრდნობით მიმოიხილავს უკრაინის იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს რეფორმას და მის უკვე ხელშესახებ შედეგებს.

სადაც რიგია, იქ იქმნება მიზეზები კორუფციისთვის, ჩვენ რიგები მოვხსენით.

გია 2ქაღალდები უნდა მოვაშოროთ. ავიღოთ და გადავყაროთ. იუსტიციის სამინისტრო ამას აკეთებს. ჩვენ ვქმნით პროგრამებს და ვაციფრულებთ დოკუმენტებს. სხვებმაც ამ მიმართულებით უნდა იმოქმედონ, თორემ სხვაგვარად მოქალაქეებს მათ მიმართ შეკითხვები გაუჩნდებათ.

უკვე ავამოქმედეთ ელექტრონული სერვისები. ადრე უკრაინის მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროსგან წელიწადში 1.5 მილიონ სხვადასხვა ცნობას იღებდნენ და ჩვენი გათვლით ამ ცნობების მიღებისთვის მათ ქრთამის სახით წელიწადში 500 -700 მილიონი გრივენის გადახდა უწევდათ. დღეს ამ ცნობების მიღება ( მათ აქვთ უნიკალური კოდი) სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად შეუძლიათ.”

ამასობაში, უკრაინის უმღლესმა რადამ ქონებრივი რეესტრი საჯარო გახადა. იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებული დიდი რეფორმების ფარგლებში მანამდე გაიხსნა ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემთა ბაზა. ზუსტად ასევე იქნება ქონების რეესტრის შემთხვევაშიც. უკრაინის იუტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე უკრაინელებს განუმარტავთ, რომ მალე გაიხსნება ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საჭირო იქნება მისი ელექტრონული გამოწერა, სისტემა კი შეინახავს მონაცემებს – ვინ როდის და რა ინფორმაცია გამოითხოვა.

გია

ახლა უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, ოღონდ ხელით. გია გეწაძის თქმით, მომავალი წლიდან ისინი დეკლარაციებს ელექტრონულად შეავსებენ და ამ გზით რეესტრში მოხვდება 700 000 ადამიანის : ყველა პროკურორის, ყველა მოსამართლის, დეპუტატის, სამინისტროების თანამშრომლების და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლების ქონებრივი მონაცემები.

მაგრამ ვიღაცას ხომ მოუნდება დამალოს ინფორმაცია ქონების შესახებ? ამ შეკითხვას ქართველი რეფორმატირი პასუხობს: „ ერთის მხრივ იქნება კანონი, მეორე მხრივ მიმდინაროებს სამართალდამცველი ორგანოების რეფორმირება. როცა რეფორმირებული სისტემა სრულფასოვნად ამუშავდება, არამგონია რომელიმე მოხელეს აზრად მოუვიდეს ინფორმაციის დამალვა. რაც შეეხება ქონების ნათესავებაზე გადაფორმების პრაქტიკას: თუ დეპუტატი ფლობს წილს რაღაც კომპანიაში, ჯობია მოქალაქეებმა იცოდნენ ამის შესახებ და კი არ აიძულონ უარი თქვას თავის ბიზნესზე, აიძულონ დროებით მმართველობაში გადასცეს თავისი წილი დამოუკიდებელ კომპანიას, სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში.

დღეს აფორმებენ ქონებას და ბიზნესს ცოლებზე, მაგრამ ეს არავის არაფერს მისცემს. წარმოიდგინეთ ვითარება – ესა თუ ის დეპუტატი ფლობს წილს წამლების ბიზნესში და პარლამენტი ამ სფეროსთან დაკავშირებით ღებულობს კანონს, წესიერი დეპუტატი უარს იტყვის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე ინტერესთა კონფლიქტის გამო.“

გია გეწაძე: „14 ივლისს რადამ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს რეგისტრაციის შესახებ. ვნერვიულობდთ, რადგან პარლამენტს ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, პრიორიტეტები ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ კი კანონების მიღება ასე გვეჩქარება, ისინი ძირფესვიანად ცვლიან სისტემას.შევქმენით უნიკალური მოდელი და ვფიქრობ მას შეისწავლიან სხვა ქვეყნებიც. რეგისტრაციის სფერო იქნება დემონოპოლიზებული, რეგისტრაციის ფუნქციებს: დაბადების შესახებ ცნობის გაცემა,ქორწინების მოწმობების, გარდაცვალების შესახებ ცნობების გაცემის ფუნქციებს ნოტარიუსებს და ადგილობრივ ორგანოებს გადავცემთ. იუსტიციის სახლები გაიხსენება ქალაქებსა და რაიონებში.უკრაინაში 43 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენი სურვილია მათ გაეწიოთ მომსახურება სახლებთან და სამსახურებთან ახლოს. ქვეყანაში 7000 ნოტარიუსია, აქვთ განათლება, ოფისები, შემოსავლები, ლიცენზიები, ახლა ექნებათ საშუალება ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ჩაერთონ შეჯიბრში რეგისტრაციის სფეროში, ასე შეიქმნება უნიკალური მოდელი.“

გასულ კვიარში მოსამართლეებმა კიევსა და ოდესაში გაანთავისუფლეს კორუფციონელი ჩინოვნიკები. გია გეწაძეს კითხეს რატომ ხდება ასე? მისი აზრით კანონშიც არის პრობლემა და მოსამართლეებშიც. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს მიზეზი მიაჩნდეს, რომ სასამართლო კორუმპირებულია.

„მოსამართლეებს როცა ვხვდები მათ ვეუბნები, რომ ღიად უნდა ილაპარაკონ საკუთრ პრობლემებზე, რომ თუ სხვაგზით წავლენ და დაიწყებენ თავის დაცვას ადვოკატებისგან, პოლიტიკოსებისგან და საზოგადოებისგან, ეს არაფერს მოიტანს. ჩვენი მოსამართლეები თვითონ უნდა წავიდნენ რეფორმაზე, სხვაგვარად პოლიტიკოსებს ექნებათ მეტი შანსი მათ შეცვალონ სისტემა. მაგალითვისთვის – იუსტიციის სამინისტროში შევიკრიბეთ და განვიხილეთ სად გვაქვს პრობლემები, სად არიან კორუმპირებული თანამშრომლები. ბოლო წლის მანძილზე ჩვენი 100 თანამშრომელი დააკავეს კორუფციისთვის. ცუდია როცა ადამიანებს იჭერენ, მაგრამ უარესია, როცა ამ ომის დროს სახელმწიფო მოხელეები მექრთამეობის ხარჯზე მდიდრდებიან, საზოგადოება კი ფიქრობს, რომ მის ქვეყანაში შეუძლებელია რამის შეცვლა.

სასამართლო რეფორმა უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერ შეუძლებელია კონკრეტული რეზულტატის დემონსტრირება, როგორც ეს ხდება რეესტრის გახსნის შემთხვევაში. უკვე მიღებულია კანონები, პრეზიდენტთან მუშაობს საკონსტიტუციო კომისია ვენეციის კომისიასთან ერთად, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად.

უკრაინაში არის 9000 მოსამართლე და ერთმანეთის პარალელურად მოქმედებს სამი სპეციალიზირებული სასამართლო. თოთოელს აქვს პირველი ინსტანცია, სააპელაციო და შემდეგი საფეხურის სასამართლო, ამ ყველაფრის მაღლა კი არის უზენაესი სასამართლო. იქმნება შერეული სისტემა. გვაქვს ორმაგი საკასაციო ინსტანცია, უმაღლესი სასამართლო და უზენაესი სასამართლო. ვფიქრობ, ეს არანორმალურია და მოქალაქეებისთვის რთული გასაგებია. ამ სისტემას სჭირდება გამარტივება. უნდა შეიქმნას უმაღლესი სასამართლო, სააპელაციო და პირველი ინსტანციის. სისტემაში უნდა იყოს არაუმეტეს 4000 მოსამართლე.”

საინტერესო სიახლე, უკრაინაში იქმნება კორუფციონელთა რეესტრი ანუ მონაცემთა ბაზა სასამართლოს მიერ დადასტურებული სამსახურეობრივი დანაშაულებისა. ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის დასაწყებად პირი არ უნდა იყოს ნასამართლები, მით უფრო მას არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი კორუფციული დანაშაული. კადრების დეპარტამენტში იმუშავებს სპეციალისტი, რომელსაც ექნება წვდომა კომპიუტერულ მონაცემებთან და ძალიან მალე ამოიღებს საჭირო ინფორმაციას. „ ძალიან მაბრაზებს ის, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყების მსურველებს 2 თვე უწევთ სირბილი ცნობებზე სხვადასხვა ინსტანციებში და მათ მიერ მოგროვილ ცნობებს არც არავინ კითხულობს.“- ამბობს გეწაძე. უკრაინაში ეს რეალობა სრულდება. მალე იქ პირველი იუსტიციის სახლები ამოქმედდება, ოდესაში, ალბათ, ოქტომბრიდან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიევის მერთან და კიევის ოლქის ადმინისტრაციასთან, რადგან იუსტიციის სახლების პროექტში ადგილობრივი ორგანოებიც უნდა ჩაერთონ.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s