“მოინდომე, დაიჯერე და გააკეთებ,” – რეფორმა უკრაინაში

როგორ დაიწყო და მიმდინარეობს უკრაინაში რეფორმები? რას ცვლიან იქ ქართველი რეფორმატორები? რამდენად საიმედოა ეს პროცესი?

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადილემ გია გეწაძემ უკრაინული ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა – იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მის განმარტებებზე დაყრდნობით შევაჯამებთ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით. გია გეწაძე თან რეფორმების კომიტეტის, საკადრო კომისიის და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელია.

gia kievi

1) უკრაინაში უკვე შემუშავებულია პენიტენციური სისტემის რეფორმირების გეგმა, რომლის საფუძველზეც ოქტომბრიდან ამუშავდება პრობაციის სისტემა. „ეს შეამცირებს პატიმრების რაოდენობას და შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებსაც, ამასთან, შევეცდებით ჩვენს თანამშრომლებს გაეზარდოთ ხელფასები, დაბალი ხელფასები ციხეში ქმნის შესაბამის რისკებს,“ – აღნიშნავს გია გეწაძემ.

საიდან იწყება რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება? ისევ გია გეწაძის სიტყვებით: „უკრაინის სასჯელაღსრულების სისტემა არის ძველი, საბჭოური, კორუმპირებული, იქ პატიმრები იმყოფებიან ისეთ პირობებში, როგორშიაც არ შეიძლება იყვნენ და ასევე, სისტემაში არიან მექრთამე თანამშრომლები.“

რეფორმა სისტემის გახსნით, იქ არსებული პრობლემების მზის სინათლეზე გამოტანით და შეფასებით დაიწყო. რეფორმატორებმა ერთი თვის წინ გახსნეს ციხის კარები მედიისთვის.უახლოეს მომავალში რადამ უნდა მიიღოს კანონი, რომლის საფუძველზეც უკრაინაში პრობაციის სისტემა დაინერგება.

2) მიმდინარეობს რეფორმა რეგისტრაციის სფეროში. ძველ სისტემას ახლდა დაუსაბუთებელი უარები, რიგებზე და ქრთამზე აწყობილი მომსახურება. რა იცვლება? უკრაინაში არ აშენდება ქართული მოდელის იუსტიციის სახლები, რადგან არც ამისი დროა, არც სახსრები, სამაგიეროდ არის რეფორმის ახალი რეცეფტი და ქვეყანაში არის 7000 სანოტარო ბიურო, თავისი ოფისებით.მათ გადასცემენ რეგისტრაციის უფლებას და როგორც გია გეწაძე ამბობს – შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ, ქვეყანაში 7000 იუსტიციის სახლი ამუშავდება. სისტემა ისეთივეა, როგორიც ქართული, თუმცა, მის ამუშავებაზე არც ბევრი დრო დაიხარჯება და არც ფული. რეგისტრაციის უფლებას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აკრედიტირებული ბანკებიც, ასე რომ, იქნება კონკურენცია და არ იქნება მონოპოლია, ცნობის ასაღებად მოქალაქე მის საცხოვრებელ სახლთან მახლობელ ოფისს მიაკითხავს. ეს სიახლე მალევე ამუშავდება.

3)იუსტიციის სამინისტროში უკვე მოხდა სტაფის ოპტიმიზაცია. ეს პირველი ტალღა იყო. იმუშავა საკონკურსო კომისიამ და ღია, გამჭირვალე და სამართლიანი კონკურსის საფუძველზე დაინიშნენ კადრები სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე უკრაინულ რეალობაში.

4) უკრაინაში ჩატარებული სხვა და სხვა გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 75 პროცენტი სასამართლოს კორუმპირებულად მიიჩნევს, – აღნიშნავს გეწაძე და დასძენს, რომ რეფორმა მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების სფეროშიც, სადაც ასევე მექრთამეობის პრობლემაა. ცვლილებების დაწყებისთვის უკვე შემუშავებულია კანონპროექტი. იგეგმება სახელმწიფო აღმასრულებლების წახალისება ბონუსებით, ამასთან, კერძო და სახელმწიფო აღმასრულებლებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

„ჩვენს ქვეყანაში რეფორმების გატარება რთულია, მაგრამ ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ახლა ვაშენებთ საკუთარ სახელმწიფოს. უკრაინაში რეფორმები რთულია იმიტომ, რომ ბევრს არ სურს რეფორმა. იუსტიციის სამინისტროში კი ზუსტად ვიცით როდის ვიწყებთ რეფორმას, როდის უნდა დავასრულთ, რა ეტაპზე უნდა გადავიდეთ.„ – ნათქვამს უკრაინის იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე ამატებს განმარტებას, რომ იუსტიციის სისტემაში რეფორმა ითვალისწინებს მინიმიზაციას კორუფციის, ქაღალდების, მონოპოლიების, კეთდება რეფორმა, რომელიც ეფუძნება დეცენტრალიზაციის პრინციპს, როგორც ვერტიკალურად ისე ჰორიზონტალურად.

„მოინდომე, დაიჯერე და გააკეთებ,“
ამ სიტყვებით უხნის ქართველი რეფორმატორი უკრაინელ ხალხს რეფორმების ქართულ გამოცდილებას. მას სჯერა, რომ უკრაინის სასამართლოში არიან წესიერი მოსამართლეები, რომლებსაც აღარ სურთ ძველებურად გაგრძელება და ამბობს: „ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, პრეზიდენტმა პოროშენკომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, სადაც განიხილება ეს თემა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები ევროპელებთან.სასამართლო რეფორმის გარეშე გვექნება მხოლოდ მცირე გარღვევა სხვადასხვა მიმართულებით.რეფორმები წინ ვერ წავა თუ უკრაინელ ხალხს არ გაუჩნდება ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. სისტემის შიგნით უნდა გაჩნდეს მზაობა რეფორმისთვის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ გულხელდაკრეფილები დაველოდოთ სასამართლო სისტემის თვითრეფორმირებას.„

ქართული გამოცდილება

გია გეწაძე: „ როცა საქართველოში დაიწყო აგრესიული რეფორმები, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს მინისტრის მოადგილე ვიყავი, როცა იქმნებოდა საპატრულო პოლიცია. ეს რეფორმა ძალიან სწრაფად ჩავატარეთ, ძალიან ეფექტურადაც და დავუშვით ძალინ ბევრი შეცდომაც. არ გვქონდა საიმისო დრო, რომ ექსპერტებთან ერთად დიდხანს გვემსჯელა ამა თუ იმ მოდელის უპირატესობაზე. ჩვენი შეცდომებიც არის გამოცდილება უკრაინისთვის. ახლა უკარინაში კარგადაა განვითარებული კერძო ბიზნესი და აი -ტი ტექნოლოგიები, ბოლო-ბოლო 2015 წელია, ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ვებ – გვერდი, რომლის გამოყენებითაც სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი იურიდიულ პირად დარეგისტრირება. ახლა უკრაინელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ კერძო კომპანია, მიიღონ საჭირო ცნობები“

სახლიდან გაუსვლელად მიღებულ ამ ცნობებს როცა ამობეჭდავენ, მათ ექნება ხელმოწერის და ბეჭდის ტოლფასი უნიკალური კოდი. ასე რომ, ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტაციის ძალის. მსგავსი სერვისი საქართველოში არ არის, მაგრამ, ის უკვე მოქმედებს უკრაინაში.

წარმატებები უკრაინულ დიდ რეფორმებს❤

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s