“ქუაბ ავაზაკთა” ისტორიიდან

ეკლესიის მეთაურმა 1263 წელს საეკლესიო კრება მოიწვია. მასზე გადაწყვიტეს ეცნობებინათ მეფისთვის და მთავრობისთვის, რომ თუ ეკლესიისთვის შეწირული მიწების გაცემა არ შეჩერდებოდა და ჩამორთმეული მამულები ეკლესიას უკან არ დაუბრუნდებოდა, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეკლესიები დაიკეტებოდა და ყველა საეკლესიო წესის ასრულება შეჩერდებოდა.

ზარი

XIII საუკუნე

მონღოლთა უაღრესად მკაცრი სისტემისა და დიდი მოხარკეობის გამო, მოსახლეობაც და უძრავ-მოძრავი ქონებაც იმდენად მრავალნაირი გადასახადითა და ბეგარით იყო დატვირთული, რომ არც მიწაზე მომუშავეებისთვის და, არც მემამულეებისთვის მიწის ფლობა ხელსაყრელი აღარ იყო. გადასახდების გასტუმრებისთვის მესაკუთრეებმა მამა-პაპისეული მიწების დაგირავება დაიწყეს, ვალის გადახდის დრო რომ დგებოდა, ვალს ვეღარ ისტუმრებდნენ და მიწის დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებდნენ. მესაკუთრეთა უდიდესი ნაწილი უმიწა-წყლოდ დარჩა, მისთვის ლუკმა-პური სანატრელი გახდა.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ეკლესია იყო, ვინაიდან, მონღოლთა წესით ეკლესიაზე შეღავათები ვრცელდებოდა. ქვეყანაზე თავსდამტყდარი გაჭირვება და ფულის გაძვირება ეკლესიასა და მის ქონებრივ მდგომარეობაზეც აისახებოდა, მაგრამ, მისი მდგომარეობა მაინც სანატრელი იყო დანარჩენი მოსახლეობისთვის.

„გაჭირვებული ხალხი შურით შეყურებდა ეკლესიას და ბუნებრივად ებადებოდა აზრი მდგომარეობის ასეთი უთანასწორობის უსამართლობის შესახებ, მით უმეტეს, რომ ეკლესიის ასეთი კეთილდღეობის საფუძველს ნაწილობრივ მათივე წინაპრებისგან შეწირული უძრავი ქონება შეადგენდა, რომელიც თავის დროზე შემწირველებისთვის ზედმეტი იყო, ახლა კი მათ შთამომავალთ არსებობის მთავარი სახსარი მოსპობილი ჰქონდათ და ლუკმა-პური სანატრელი გახდომოდათ… გაღატაკებულები სთხოვდნენ მეფეს, მათთვის მიწა ეწყალობებინა,“- წერს ივანე ჯავახიშვილი.

ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელმა პრობლემის გადაჭის გზას მიაგნო. მან გადაწყვიტა, რომ გაჭირვებულებისთვის მიწების დასარიგებლად შეიძლებოდა იმ უძრავი ქონების გამოყენება, რომელიც ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში წინა მეფეებისგან ჰქონდა შეწირული. ქართული სამართლის ძალით, შენაწირი ქონების მფლობელს უნდა ეზრუნა, რათა შეწირულება ადრინდელი მფლობელის შთამომავლობის ყოველი ახალი თაობისგანაც ყოფილიყო დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მემკვიდრეს ქონების უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა.

ეკლესიისთვის შეწირული ქონების უკან წაღება მორწმუნეთა აზრით დიდი ცოდვა იყო, მაგრამ მეფეს – დავით ულუს – ჭყონდიდელის გეგმა მოეწონა და მის განხორციელებას შეუდგა.ამან მღვდელმთავრების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. ეკლესიის მესვეურნი გაშმაგებით დაუპირისპირდნენ მეფის მიერ მოწონებული გეგმის რეალიზაციას, რომელიც ეკლესიის სამწყსოს უკიდურესი გაჭირვებისგან ხსნას ისახავდა მიზნად. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით: „ხალხს ეკლესიის ასეთი წინააღმდეგობა მისი ანგარებისა და გულქვაობის ნიშნად მიაჩნდა. ის ირწმუნებოდა, რომ სამწყსოს გაჭირვებაზე მზრუნველობისა და კაცთმოყვარეობის მაგიერ, ეკლესიის მესვეურთ ერთადერთ მიზნად მხოლოდ პირადი და თავიანთ დაწესებულებათა ქონებრივი კეთილდღეობა ჰქონდათ დასახული.“

საქმე იქამდე მივიდა, რომ ეკლესიის მეთაურმა 1263 წელს საეკლესიო კრება მოიწვია. მასზე გადაწყვიტეს ეცნობებინათ მეფისთვის და მთავრობისთვის, რომ თუ ეკლესიისთვის შეწირული მიწების გაცემა არ შეჩერდებოდა და ჩამორთმეული მამულები ეკლესიას უკან არ დაუბრუნდებოდა, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეკლესიები დაიკეტებოდა და ყველა საეკლესიო წესის ასრულება შეჩერდებოდა! ეკლესიის ეს უკანასკნელი მცდელობაც უნაყოფო გამოდგა. მეფემ ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელის გეგმის შესრულბაზე ხელი არ აიღო, ეკლესიის მესვეურებმა კი თავიანთი მუქარის შესრულება ვერ გაბედეს, რითაც სრული უძლურება გამომჟღავნეს. გამწარებულებმა მეფეზე იერიშის მიტანა ვერ გაბედეს და ყველაზე საძულველ პიროვნებად მწიგნობართუხუცესი ბასილ უჯარმელი გამოაცხადეს. მის წინააღმდეგ ეკლესიიდან საშინელი ფარული ბრძოლა გაჩაღსა. ჭყონდიდელს ერთმანეთის მიყოლებით უვრცელებდნენ სახელის გასატეხ ჭორებს და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს. ჭორმა მეფის საწოლის შეურაცხყოფის შესახებ გაჭრა. დავით ულუმ თავისი პირველი ვაზირი გაუსამართლებლად ჩამოახრჩო, ჟამთააღმწერელის სიტყვებით:” რამეთუ მეფე იყო მალემოწრმუნე და ლიტონიცა.“

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s