გია გეწაძე: “უკრაინაში ყველაფერი გამოგვივა”

gia

7 თებერვალს უკრაინულ ტელეკომპანია „Espreso tv“-ს  უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე სტუმრობდა. გეწაძე წარმოადგენს მინისტრ პეტრენკოს გუნდს, მისივე სიტყვებით „ ახალგაზრდა, განათლებული, მოტივირებული ადამიანებით შემდგარ გუნდს, რომელშიც სურთ საქმის კეთება და ჯერათ კიდეც,  რომ გამოუვათ საქმე.“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის  ქართველი მოადგილე ამავდროულად   რეფორმების კომიტეტის, საკადრო კომისიის და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელია. უკრაინა  2 ფრონტზე იბრძვის: საკუთარი ქვეყნის გათავისუფლებისთვის რუსეთთან ნამდვილ ომში და  იწყებს დიდ რეფორმებს. რა დახმარებას უწევენ ამ მეორე და უმნიშვნელოვან ფრონტზე უკრაინელებს ქართველი სპეციალისტები? რას პირდებიან მათ?

„Espreso tv“-ზე გია გეწაძის გამოსვლის მთავარი აქცენტები

1. უკრაინაში ყველაფერი გამოგვივა და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, საქართველოს დაჭირდეს უკრაინის რეფორმების გაზიარება

შევეცდებით ძალიან სწრაფად გავაუმჯობესოთ  მომსახურება იუსტიციის სამინისტროს მხრივ,  ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება.  გვაქვს გრძელვადიანი გეგმაც, მაგრამ,  ხალხს ახლა სწრაფი შედეგები აინტერესებს და  მე ვფიქრობ,  რომ  მოქალაქეები  ყოველ თვეს იგრძნობენ იუსტიციის სამინისტროს სერვისის გაუმჯობესებას.

საქართველოში როცა  ვიწყებდით, არათუ მოსახლეობას, ჩვენ თავადაც გვეპარებოდა ეჭვი, ეს იმდენად   ძალიან რთული საქმე  იყო.. არსებობს მოსაზრება,  რომ საქართველო გეოგრაფიულად მცირე  ქვეყნაა და ამიტომ იქ უფრო იოლი უნდა ყოფილიყო რეფორმების გატარება,  არ ვეთანხმები,  შესაძლოა პირიქით იყო, საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს,  ყველა ერთმანეთის ნათესავია…  მგონია,  რომ აქ  უკეთ გამოგვივა. არ ვფიქრობ  რომ  მოვახდენთ ქართული მოდელის კოპირებას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, მათ  შორის ჩვენი შეცდომების, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია.  უკრაინაში ყველაფერი გამოგვივა და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, საქართველოს დაჭირდეს უკრაინული მოდელის კოპირება, უკრაინის რეფორმების გაზიარება.

2. კორუფციასთან  ბრძოლისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ნაკლები ბიუროკრატია

კორუფციასთან  ბრძოლისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდები..აქაც გავხსნით თუ არა იუსტიციის სახლებს? არ არის აუცილებელი, შესაძლოა სხვა მიმართულებით წავიდეთ. გვაქვს მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან,  ბანკებთან, სანოტარო სამსახურებთან. მოწინავე ოფისები ექნებათ იურიდიულ, ავტორიზირებულ პირებს და  მოქალაქე,  რომელსაც სურს ცნობის აღება, საკუთარი სახლიდან უახლოეს  ოფისს მიაკითხავს.  ინფორმაციის გადამუშავება კი  ბექოფისებში მოხდება, მის  თანამშრომლებს მოქალაქეებთან კონტაქტი არ ექნებათ. მოწინავე ოფისები შეიქმნება იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე, შესაძლოა ამ საქმეში კერძო კომპანიების მონაწილეობაც, მომსახურების საფასური , ცხადია, საერთო იქნება

რატომ არის კორფცია ცნობების გაცემის სამსახურებში?  იმიტომ რომ იქ გრძელი  რიგებია. მოქალაქეები მიდიან დილით, ეწერებიან,  მერე მთელი დღე დგანან რიგში,  მიდის მათთან ვიღაც და სთავაზობს ფულის გადახდას, მოქალაქებს  ცნობა  სჭირდებათ, ეჩქარებათ  და თანხდებიან.  რიგები როცა არ იქნება, ეს პრობლემაც მოიხსნება. ახლა ერთი და იგივე ადამიანი იღებს განცხადებას, ამუშავებს ინფორმაციას და მერე გასცემს ცნობას.  ახლა სისტემაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მიიღებენ განცხადებას, კომპიუტერებით ამ ინფორმაციას  გადასცემენ ბექოფისებში, იქ გადაამუშავებენ ინფორმაციას, გამოწერენ ცნობას და  გადააგზავნიან მოწინავე ოფისებში, საიდანაც გასცემენ ცნობას.  ამ ორი ოფისის თანამშრომლებს განსხვავებული ტრეინინგების გავლა მოუწევთ.

3. მთავარი  ამ პროცესში გამჭირვალობაა

სამსახურებიდან  ადამიანების  გაშვება არ არის თვითმიზანი.  ხელფასები რა თქმა უნდა გაიზრდება. იანუკოვიჩის დროს ჩემმა ერთმა მეგობარმა პასპორტის სასწრაფოდ აღებაში 100 დოლარი გადაიხადა. თუ ერთ დღეში პასპორტის აღება ეღირება 50 დოლარი, მსურველი გადაიხდის  ფულს, რომელიც ბიუჯეტში წავა. ყველაფერი იქნება ლეგალური, ბიუჯეტში შემოსავლები იმატებს.

თუ არიან სისტემაში ისეთები, რომლებიც რეფორმას ეწინააღმდეგებიან? შესაძლოა.  არიან ადმიანები, რომლებსაც რეფორმები არ სურთ და არც სწამთ რეფორმირების პროცესის, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ,  მაგრამ ჯერ არ სჯერათ. ასეთები დაინახავენ პროცესს და დაიჯერებენ, შემდეგ   გაცილებით მეტი ვიქნებით.

მთავარი  ამ პროცესში გამჭირვალობაა, იუსტიციის  სამინიტროს ბრიტანული კომპანია “Ernt and young” ეხმარება  ტესტირების პირველი ეტაპის ჩატარებაში, ეს კომპანია მსოფლიო აუდიტორიული კომპანიების ხუთეულშია,  80 -მა ჩვენმა თანამშრომელმა დღეს გაიარა ტესტირება,  ჩვენ უნდა დავდოთ შედეგები, თუ ახლადდანიშნულები  იმუშავებენ უკეთ და ამას იგრძნობს მოსახლეობა,  ვიტყვით რომ საქმე გამოვიდა. მე დარწმუნებული ვარ რომ გამოვა.  ვნახოთ..

დღეს იყო დიდი შეხვედრა დონორებთან, უცხოურ ორგანიზაციებთან, ჩვენ გვინდა მუშაობის კოორდინირება მათთან. როცა პროცესი დაიწყება და ამას დონორებიც დაინახავენ, ორმაგად დაგვეხმარებიან.

4. როგორ შეიძლება იყო საშულაო ხელფასი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში?

მე გეტყვით როგორ იყო საქართველოში, ვარდების რევოლუციის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დავინიშნე, ჩემი ხელფასი მაშინ 140 ლარი იყო, ეს   100 დოლარზე ნაკლებია. ვიცოდით რა გვინდოდა, ძალიან ბევს ვმუშაბდით და გვჯეროდა,  რომ თუ ბიუჯეტში შევიდოდა ბევრი  ფული,  ხელფასებიც გაიზრდებოდა.  3 წლის შემდეგ  მინისტროს მოადგილის ხელფასი გახდა 4000 ,  შემდეგ 5000 , 6000…

5. პერსონალური დამოკიდებულმა და ემოცია  უკრაინასთან  და მის ბრძოლასთან

ვერ წარმოვიდგენდი რომ წავიდოდი  სხვა ქვეყანაში სამუშაოდ  და უარს ვიტყოდი საქართველოს მოქალაქეობაზე.  მაგრამ მე  ჩემი პერსონალური დამოუკიდებულმა და ემოცია მაქვს უკრაინასთან მიმართებით. აქ ჩამოვდიოდი ჯერ კიდევ  კუჩმას პერიოდში,  ჩემს მეგობრებთან ერთად აქ ჩამოვდიოდი ნარინჯისფერი რევოლუციის დროს,აქ  ვიყავი მაიდნის პერიოდში:  დეკემბერში,  იანვარში, თებერვალში, თვეში 2 კვირა მაინც აქ ვიყავი და  როცა არ ვიყავი ჩემს  ტელეფონში სულ ჩართული მქონდა თქვენი ტელევიზია „ესპრესო ტვ“..  როცა აძლევ  რჩევებს მეგობრებს და მერე ისინი გთხოვენ მოდით ერთად ვიმუშაოთო, არ შემეძლო უარი მეთქვა.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s