კაზიმირ პულასკი და მისი სახელობის “თავისუფლების რაინდის” ჯილდო

“არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენ ამ ხმალს მანამ გამოვიყენებთ, სანამ ის საბოლოო გამარჯვებამდე არ მიგვიყვანს.” – მიხეილ სააკაშვილი, ვარშავა, კაზიმირ პულასკის “თავისუფლების რაინდის” ორდენის გადაცემის ცერემონიალი.

xmali

ვარშავაში მოქმედმა „კაზიმირ პულასკის ფონდმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს – „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო მიანიჭა.

გენერალ პულასკის ფონდი „თავისუფლების რაინდის“ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს: თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.„თავისუფლების რაინდის“ წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის ხმლის ხელნაკეთ ასლს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულასკი.

სხვა და სხვა დროს გენერალ პულასკის სახელობის „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო გადაეცათ: პოლონეთის პრეზიდენტ ლეჰ ვალენსას, პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, აგრეთვე: ჰავიერ სოლანას, ბერნარ კუშნერს, რიჩარდ ლუგარს. ამ საპატიო სიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემატა.

ახლა კი თავად კაზიმირ პულასკის შესახებ

პოლონელებისა და ამერიკლების თავისუფლებისთვის მებრძოლ გამორჩეულ სამხედრო მოღვაწეს კაზიმირ პულასკის პოლონეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. 2009 წლის 6 ნოემბერს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა რეზოლუციას კაზიმირ პულასკისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე. ეს პულასკის გარდაცვალებიდან 230 წლის შემდეგ მოხდა. ამ დიდ პოლონელ სამხედრო მოღვაწეს “ამერიკის კავალერიის მამას” უწოდებენ.

პულასკის ხსოვნა აშშ-ში

pulaski wdc
(კაზიმირ პულასკის ძეგლი ვაშინგტონში)

მარტის თვის პირველი ორშაბათი ილინოისის შტატში დასვენების დღეა, ამ დღეს იქ სასაწავლებლები და ბიბლიოთეკები, ასევე ბანკები და საფოსტო ოფისები იკეტება, რადგან ამერიკლები კაზიმირ პულასკის დაბადების დღეს აღნიშნავენ. მარტის დასაწყისში პულასკის დღეს აღნიშნავენ ვისკონსინის შტატის საჯარო სკოლებში. ორივე შტატში ბევრი პოლონელი ცხოვრობს.ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლონელი მებრძოლის სახელს ატარებს ქუჩები, სკოლები, სკვერები.. ამ ქვეყნის ქალაქებში დგას პულასკის ძეგლები. მისი სახელობის ხიდი ნიუ იორკში აკავშირებს ქვინსის ლონგ აილენდსა და გრინპოინტს ბრუკლინში.

xidi
(კაზიმირ პულასკის ხიდი ნიუ იორკში)

ამერიკის შეერთებულ შტატებში პულასკის პატივს მიაგებენ მის დაბადების დღეც და გარდაცვალების დღეც. მოკლედ, კაზიმირ პულასკი პოლონელების და ამერიკელები გმირია.

dge
(კაზიმირ პულასკის დღე ნიუ იორკში)

კაზიმირ პულასკი 1745 წლის 6 მარტს – ვარშავაში – დაიბადა და 1779 წლის 9 ოქტომბერს ამერიკელებისთვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.მან 19 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური. მამასთან ერთად გახდა „ბარსკის კონფერენციის“ ერთ-ერთი ინიციატორი, რაც გულისხმობდა პარტიზანული ბრძოლების წარმოებას რუსული არმიის წინააღმდეგ.რუსი გენერლის – ალექსანდრე სუვოროვის – რაზმთან ბრძოლისას კაზიმირ პულასკი სიკვდილს საკუთარმა ძმამ გადაარჩინა.ძმა ძმას გადაეფარა და თავად დაიღუპა.

პულასკიმ მთელს ევროპაში გაითქვა სახელი პოლონეთის ქალაქ ჩენსტოხოვას დაცვისას (1770-1771 წლებში) 1772 -ში კი, კონფედერანტების დამარცხების შემდეგ, იძულებული გახდა პოლონეთიდან ჯერ ოსმალეთში გაქცეულიყო,იქიდან კი საფრანგეთში. სწორედ საფრანგეთში შეხვდა ბენჯამინ ფრანკლინს და სხვა ამერიკელ ემისრებს.მათ სახელგანთქმული პოლონელი მებრძოლი დაიყოლიეს დახმარებოდა ამერიკელებს ბრიტანელების წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში.

ბენჯამინ ფრანკლინის სარეკომენდაციო წერილით ( მასში აღნიშნული იყო კაზიმირ პულასკის თავდადება სამშობლოსთვის ბრძოლაში) ჩავიდა კაზიმირ პულასკი ამერიკაში და შეუერთდა ჯორჯ ვაშინგტონის არმიას.იმ დროს კონტინენტურ არმიას პრაქტიკულად არ გააჩნდა კავალერია და პულასკის გამოცდილება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მის შესაქმნელად. ევროპიდან ჩასულმა ცნობილმა მეომარმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჯორჯ ვაშინგტონზე და ის ბრიგადის გენერლად დაინიშნა.ცოტა ხანში კავალერიას, რომელსაც პულასკი მეთაურობდა, პულასკის ლეგიონი ეწოდა.ამ ლეგიონმა ამერიკის დამოუკიდებლობისთის იბრძოლა და კაზიმირ პულასკიც 1779 წლის 9 პქტომბერს, ამ ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s