სიყვარული ჩვენი დამსახურება კი არ არის, ჩვენი მოვალეობაა

ოთარ ჭილაძის 1988 წლის ერთი საგაზეთო განმარტებიდან:” მწერალი ( და, ალბათ, დეპუტატიც) ერთნაირი თანაგრძნობთ, ერთნაირი სიყვარულით უნდა ეკიდებოდეს ნებისმიერი ადამიანის ბედს, მისი მაგინებელი იქნება ის, თუ მისი მადიდებელი. “

ჭილა

წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დეპუტატობა ( თუკი, რასაკვირველია, ამირჩევენ) შესამჩნევ, სერიოზულ ცვლილებებს ვერ შეიტანს ჩემს ცხოვრებაში. ანუ დავრჩები ისევ იმის მსახურად, რასაც აქამდე ვემსახურებოდი. ასე რომ, შეიცვლება არა ჩემი მწერლური, თუ გნებავთ, მოქალაქეობრივი პოზიცია ( ღმერთმა დამიფაროს), არამედ, ჩემდამი დამოკიდებულება: ვისთვის „ყოვლისშემძლე“ გავხდები, ვისთვის „ცარიელი ადგილი.“უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვინც ჩემდამი ნდობით იყო გამსჭვალული კიდევ უფრო მომენდობა, ხოლო ვისაც ჩემი არსებობა აღიზიანებდა, კიდევ უფრო გაღიზიანდება. ასეთია საერთოდ ადამიანის ბუნება, მაგრამ მწერალი ( და, ალბათ, დეპუტატიც) ერთნაირი თანაგრძნობთ, ერთნაირი სიყვარულით უნდა ეკიდებოდეს ნებისმიერი ადამიანის ბედს, მისი მაგინებელი იქნება ის, თუ მისი მადიდებელი.
ამის თქმა იმიტომ დამჭირდა, რომ არავითარი სამოქმედო პროგრამა არა მაქვს წინასწარ შემუშავებული, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ნებისმიერ ჩემს ნაბიჯს, ნებისმიერ ჩემს საქმიანობას მოყვასის თანაგრძნობა და სიყვარული მისცემს მხოლოდ ბიძგს. ალბათ არასდროს არ ყოფილა თანაგრძნობა და სიყვარული ისე საჭირო ადამიანისთვის, როგორც დღესაა…

სიყვარული ჩვენი დამსახურება კი არ არის, ჩვენი მოვალეობაა. ამ გრძნობით ჩვენს უპირატესობა კი არ ვამტკიცებთ, სხვებთან შედარებით, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს ადამიანობას წარმოვაჩენთ. ამ გრძნობით თავის მოწონება არ შეიძლება, რადგან ღმერთისგან ბოძებული მადლია და ვისაც არ გააჩნია, ის ჯერ კიდევ არ არის ადამიანი.

რასაკვირველია ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ბევრი ხარვეზი, ბევრი ძნელად გადასაჭრელი პრობლემის არსებობა, ბევრი ძნელად მოსარჩენი სენისა თუ საფრთხის მოზღვავება,. უპირველეს ყოვლისა, საერთოდ სიყვარულის, ყველანაირი სიყვარულის გაიშვიათების კანონზომიერების შედეგია.

ოთარ ჭილაძე
1988

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s