გია მეფარიშვილის “ბეზპრედელი”

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის გია მეფარიშვილის განმარტებით: „იმ შემთხვევაში, თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, მას იძულების წესით ჩამოიყვანენ.“

Image

ბიძინა ივანიშვილის კოალიციის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გია მეფარიშვილი პარლამენტში ექსპერტად მიიწვიეს. ის ამბობს, რომ მკრეხელობაა ნატოზე საუბარი, სანამ საქართველო ტერიტორიულ პრობლემას არ მოაგვარებს.

გავიხსენოთ გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი.

2001 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობისას, საქართველოში რევოლუციური სიტუაცია შექმნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში უშიშროების სამინისტოს შეჭრამ, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ და მისგან ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნამ. ტელეკომპანიის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო გამოსვლების მოთხოვნა ძალოვანი მინისტრების და პრეზიდენტის გადადგომა გახდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მომხდარი წყალგამყოფი აღმოჩნდა  მაშინდელი ხელისუფლების 2 ბანაკს შორის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ უშიშროების სამინისტროს ქმედება დაგმო და თქვა: “ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეს  გააკეთეს, პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინეს“-ო. ჟვანია თავისი გუნდით გაემიჯნა ამ „პოლიტიკურ თვითმკვლელებს.“ 

შექმნილ კრიზისულ ვითარებაში პირველი უშიშროების მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე, გადადგა. ქუჩაში გამოსული ხალხი და მასთან ერთად ხელისუფლების “რეფორმატორული გუნდი“- ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით – მეტს მოითხოვდა. მოთხოვნებში იყო: შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის და გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილის გადადგომა. ესენი კი გადადგომას არ აპირებდნენ. მეტიც, თარგამაძემ და მეფარიშვილმა ჟვანიას და სააკაშვილს საპროტესტო მღელვარების ორგანიზებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდეს ბრალი. 

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ზე ძალოვნების შეტევით შექმნილ კრიზისში, ქართული მედიის დღევანდელი და მაშინდელი ნაწილი ძალოვნების მხარეს დადგა. სახელმწიფო ტელევიზიის ღია ეთერში, გადაცემაში, რომელიც ჟურნალისტ ეკა ბერიძეს მიყავდა, მედიის ამ ნაწილმა, გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და  უკანდაუხევლობა – მქუხარე ტაშით – მოუწოდა.

პროცესების შემდგომ განვითარებაში გარდამტეხი როლი ზურაბ ჟვანიას განცხადებამ შეასრულა. მან  საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ გადადგებოდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, ოღონდ, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან კახა თარგამაძის გადადგომისთანავე. 

სხვა გზა აღარ დარჩა. რკინის კაცად წოდებული მინისტრი, რომელიც ოპონენტებს ბეჭებზე დადებით ემუქრებოდა, გადადგა. გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა კი კახა თარგამაძის გადადგომის შემდეგაც იჭირვეულა.იმდენი ქნა, რომ პროკურატურის თანამშრომლებს ათქმევინა: ბატონი გია თუკი თანამდებობიდან წავა გავიფიცებითო.   

მოკლედ, ბოლო მეფარიშვილი  წავიდა. აი, მაშინ, პარლამენტში, თავისი „მწარე სიმართლის“ სათქმელად რომ მივიდა და სიტყვა არ ათქმევინეს. უკვე გადამდგარი დაიმუქრა, რომ  „მწარე სიმართლეს“ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოაქვეყნებდა, დაპირება კი აღარ შეასრულა.

გია მეფარიშვილი გენერალურ პროკურორად პარლამენტმა ერთსულოვნად დაამტკიცა.პარლამენტის რეფორმატორებად წოდებულები მას რეფორმების გატარებაში მხარდაჭერას შეპირდნენ. გავიდა დრო და შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესთან შეამხანაგებულმა გენპროკურორმა აღმოაჩინა, რომ პროკურატურაში რეფორმების გატარების დრო ჯერ იყო.ამასთან, გია მეფარიშვილმა რეფორმების გზაზე დამდგარ იუსტიციის სამინისტროს კრიტიკას მიჰყო ხელი და ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე დაიჩივლა – სააკაშვილის სამინისტროში „ბეზპრედელიაო.“ 

მთელი 9 წლის და მეტის  შემდეგ, ექსპერტი გია მეფარიშვილი ოცნების პროკურატურაში, მოწმის სტატუსით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის- დაბარებაზე აკეთებს კომენტარს.მეფარიშვილი სამშობლოში სააკაშვილის იძულებით ჩამოყვანას ვარაუდობს:)

 

 

 

           

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s