რანი ვართ, რანი ვიყავით..ისტორიის გაკვეთილები

1993  წლის 28 სექტემბერს, სოხუმიდან გამოღწევის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: საქართველო დამარცხდა უთანასწორო ძალებთან ომში, რომელიც ერთი დიდი სახელმწიფოს მინისტრის ენით რომ ითქვას, გაჩაღდა ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად საქართველოშიო.“სოხუმის გადარჩენა შეიძლებოდა ჯერ კიდევ გუშინ, ეს შეეძლო მხოლოდ რუსეთს – ასეთი თხოვნით მივმართეთ მოსკოვს, გავუგზავნე თანხმობის დეპეშა რუსეთის ხელმძღვანელობას, საქართველოს „სნგ“-ში შესვლის თაობაზე, რომლის წინააღმდეგი ვიყავი ბოლო დრომდე. თანხმობა განვაცხადე რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებაზე, შემოეყვანა საქართველოში დამატებით შეიარაღებული ძალები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად საქართველომ დაიჩოქა. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა..“-  ესეც ედუარდ შევარდნაძის  1993 წლის 28 სექტემბრის განცხადებაა. სულ რაღაც  4 თვეში, 1994 წლის თებერვლის დასაწყისში, თბილისმა დიდი პატივით უმასპინძლა  რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს. მაშინდელი ვიზიტის  შესახებ სტატიას გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ სათაურად  წააწერა: „თბილისი გულთბილად და გულითადად შეხვდა.“ სტატიაში ნათქვამი იყო: 

“რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას არ ახსოვს ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა, ორას წელზე მეტის ხნის განმავლობაში პირველად, დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ეწვია რუსეთის პრეზიდენტი….ამ ვიზიტს, რომელიც  თავისთავად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა ორივე ქვეყნისთვის, უკავშირებენ ურთიერთობის აღდგენას, საქართველოს ბედ-იღბალში პოზიტიური შემობრუნების დაწყებას, მისი ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის  შენარჩუნებას, ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველოყოფას.”

Image 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s