“სახლნი ღმრთისანი ქუაბ ავაზაკთა ქმნულ იყუნეს”

ივანე ჯავახიშვილი დავით აღმაშენებელზე და უღირს მღვდელთმთავრებზე, რომლებსაც მემატიანე “ავაზაკებად” მოიხსენიებს

Image

„სანამ ქართული ეკლესია მხოლოდ დიდგვაროვან აზნაურთა ხელში იქნებოდა, მანამდე მეფის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან მოხელეებს ეკლესიის მღვდელმთავრებისგან ზურგი ექნებოდათ გამაგრებული და ასეთ პირობებში მათი თვითნებობის სამუდამო ალაგმვა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ დავით აღმაშენებელი ბრძნული შორსმჭვრეტელებით ჯერ ქართული ეკლესიის დემოკრატიული რეფორმის განხორციელებას შეუდგა, რომ იქ მოპოვებული გამარჯვებით ამავე გეგმის სახელმწიფო წესწყობილების განხორციელება გაადვილებულიყო. 

წინასწარი სათანადო მუშაობის შემდგომ, დავით აღმაშენებელმა 1103 წელს რუის-ურბნისს შუა „შემოკრიბა კრება“ საეკლესიო, რომელსაც ქართული ეკლესია უნდა უღირს მღვდელთმთავართაგან განეწმინდა. ასეთ ეპისკოპოსებად ის პირები იყვნენ მიჩნეულნი,რომელთაც „უღირსებით, მამულებით უფროს, ვიდრე ღირსებით დაეპყრეს უფროსი საეპისკოპოსონი.“

მეფის პოლიტიკის მომხრე ისტორიკოსი, ამ პირთ გამწარებითა და დაუზოგავად ჰგმობს და მათ დასახასიათებლად არც ერთ სააუგო და დამამცირებელ სიტყვა-გამონათქვამს არ ერიდება. ეს მღვდელთმთავარნი ქართულ ეკლესიაში იყვნენ „არა კარით შესრულნი მწყემსებრ, არამედ ავაზაკებრ ერდოთ.“-გან შეპარულიო. მათი წყალობით საქართველოს „წმინდა ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი ქუაბ ავაზაკთა ქმნულ იყუნეს.“ ჩვეულებრივი ზრდილობიანი და მორიდებული ისტორიკოსისგან „ავაზაკ“-ის მსგავსი გამაწბილებელი სიტყვის ხმარება იმ უაღრესი გამწვავებული დამოკიდებულების საუცხოო გამომხატველია, რომელიც მაშინ მოწინააღმდეგე დასთა შორის ყოფილა…

მძიმე და ძნელი საქმე იყო , როდესაც გამარჯვებული პრინციპის თანახმად ქართული ეკლესიის უმაღლეს წრეში პიროვნულ ცვლილებაზე მიდგა ჯერი. უღირსი დიდგვარიანი ეპისკოპოსების გადაყენება, მათი მახლობლების გავლენიანობის წყალობით , მეტად რთული საქმე გამომდგარა, მაგრამ დავით აღმაშენებელს და მისი პოლიტიკოს მომხრეთა დასს ბოლოს-დაბოლოს აქაც გაუმარჯვნია. ისტორიკოსის სიტყვებით, „ უღირსად გამოჩინებულნი გადმოსთხივნეს საყდართაგან, დაღაცათუ არა ადგილ იყო ესე ნათესავთა მათთა ძლიერებითა“-ო.

ეს საქართველოს მეფის პირველი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო იმ ბრძოლაში, რომელიც მეფე-აზნაურთა შორის საუკუნეების მანძილზე წარმოებდა. ამიერითგან პირადი ღირსების უპირატესობის შეგრძნებამ წოდებრივ შთამომავლობითს კუთვნილებასთან შედარებით, საქართველოს ცხოვრების ამ დროისათვის ისეთ უმნიშვნელოვან ასპარეზზე, როგორიც მაშინ ეკლესია იყო, გზა გაიკვლია და ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს მეფეს ეკლესიაში მტრების მაგიერ მოკავშირეები ეყოლებოდნენ.“

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s