რატომ არ უნდა წავიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე? იმიტომ, რომ მასპინძელი ვლადიმირ პუტინია

ანა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან „პუტინის რუსეთი“ 

Image

„რატომ არ მიყვარს პუტინი? სიცარიელისთვის, რომელიც ქურდობაზე უარესია, ცინიზმისთვის, რასიზმისთვის, დაუსრულებელი ომისთვის.  ნორდ-ოსტში მხუთავი გაზის გაშვებისთვის, გვამებისთვის, უდანაშაულო მსხვერპლისთვის, რაც თან სდევდა მისი პრეზიდენტობის პირველ ეტაპს. არადა, ამ მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა… 

პუტინმა შემთხვევით ჩაიგდო ხელში უზარმაზარი ძალაუფლება და ამ ძალაუფლებით  რუსეთისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი გახდა. მას არ უყვარს ადამიანები.  ის ჩვენ ვერ გვიტანს. მას ჩვენ ვეზიზღებით. მისთვის ჩვენ ვართ ძალაუფლების მოხვეჭისა და განმტკიცების საშუალება და მეტი არაფერი. ამიტომაცაა, რომ შეუძლია ჩვენი ბედით  როგორც უნდა ისე ითამაშოს. მისთვის არაფერი ვართ და შეუძლია წარბშეუხრელად გაგვანადგუროს. 

პუტინი აძვრა ზემოთ. არც მეფეა, არც ღმერთი და ითხოვს შიშით თაყვანი ვცეთ მას. რუსეთში ყოფილან მსგავსი ტიპის ბელადები. მათ მოუტანიათ დიდი  ტრაგედიები, სისხლი, სამოქალაქო ომები. მე ეს არ მსურს და ამიტომ არ შემიძლია მიყვარდეს კრემლის წითელ ხალიჩაზე, რუსეთის მთავარი სავარძლისკენ მიმავალი, ეს ტიპიური, საბჭოთა ჩეკისტი.“

2006 წლის 7 ოქტომბერს, ცნობილი  რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, მოკლული  იპოვეს მოსკოვის ცენტრში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში.  მისი სიკვდილის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ მოისმინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის  შემზარავად ცინიკური  სიტყვები: “ამ ჟურნალისტმა თავისი სიკვდილით გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე მისმა პუბლიკაციებმა.”

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s