“მადლობა ვიქტორ ფიოდორევიჩ, საკუთარი ხალხისადმი თქვენი ასეთი სიძულვილის გამო! “

ევრომაიდნელების ჩანაწერებიდან

Image

კიევის ევრომაიდნის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ჟურნალისტმა ოქსანა დუდარმა, ფბ -ზე ვიქტორ იანუკოვიჩისადმი საკუთარი მიმართვა გამოაქვეყნა

“აი ასე, მე მადლობელი ვარ ვიქტორ იანუკოვიჩის იმის გამო, რომ მან ასე შეცვალა ჩემი 13 წლის გოგონა. მას სმარტფონისა და კორეული პოპ-მუსიკის გარდა არაფერი აინტერესებდა, დღეს თვალ-ყურს ადევნებს ახალ ამბებს და სოციალურ ქსელში მაკიაჟზე ან მოდაზე კი არ წერს, იბრძვის! ჩვენს ევრომაიდანს იცავს.

მადლობა ვიქტორ იანუკოვიჩს იმისთვისაც, რომ ჩემმა მეზობელმა პეტრემ ( აქამდე მხოლოდ საყიდლებზე და სახლში ევრორემონტის გაკეთებაზე რომ ფიქრობდა) თავზე ნარინჯისფერი ჩაფხუტი დაიხურა და ბარიკადებზე იმ ივანის, რომანის, ვასილის თუ მიხაილის გვერდით დადგა, რომელთა საზრუნავიც, აქამდე, ფულის დაგროვება იყო – ზაფხულში, ცოლ-შვილის ეგვიპტეში ან თურქეთში წასაყვანად.

მინდა მადლობა ვუთხრა იანუკოვიჩს სტუდენტების გამოც. აქამდე მათ არ აინტერესებდათ არაფერი დიპლომის მიღების გარდა, დღეს კი მომავლისთვის იბრძვიან. მადლობა ექიმების გამოც. ისინი გუშინ პაციენტებს მკურნალობის ფასზე ელაპარაკებოდნენ, დღეს კი დაჭრილების გადასარჩენად ტყვიებსაცარ ერიდებიან.

მადლობა ვიქტორ იანუკოვიჩს მშობლების გამოც. მათი საზრუნავი აქამდე ერთი იყო: როგორმე გამოეკვებათ შვილები, ეყიდათ მათთვის ტანსაცემლი, გადაეხადათ სწავლის საფასური. დღეს, მშობლები შვილების ნათელი მომავალისთვის იბრძვიან.

მადლობა ვიქტორ ფიოდორის ძეს ხალხის გამო, რომელსაც ზარმაცს და გულგრილს ეძახდნენ, რომელსაც პატრიოტობას უწუნებდნენ, დასავლეთელებად და აღმოსავლეთელებლად ჰყოფდნენ. ჩემი ხალხი ახლა ბარიკადებზეა და თავისუფლებას იცავს. დგას იქ ტერნოპოლელი პეტრე პოლტაველ მაქსიმთან და დნეპროპეტროვსკელ ვლადიმირთან ერთად. აქამდე თვალითაც არ უნახავთ ერთმანეთი, დღეს ერთმანეთს იცავენ.

მადლობა ოლიასთვის, გუშინ პოდიუმზე რომ იდგა და შეკითთხვას – რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?- პასუხობდა: „მშვიდობა მსოფლიოში.“ დღეს ეს გოგონა მაიდანზეა, გათოშილ მამაკაცებს ცხელ ჩაის და ბუტერბროდებს აწვდის. მადლობა ჩვენი ბებიების და ბაბუების გამოც, რომლებიც მზად არიან გაჭირვებისთვის გადანახული თანხა გაიღონ, ზამთრის სუსხში, სიცოცხლის რისკის ფასად, სამშობლოს მცველების დასახმარებლად. ისინი იბრძვიან, რათა არ დაუშვან უკრაინის ბნელ წარსულში გამოკეტვა.

მადლობა ვიქტორ ფიოდორევიჩ, საკუთარი ხალხისადმი თქვენი ასეთი სიძულვილის გამო! ამ სიძულვილმა ჩვენ უკრაინისთვის ბრძოლაში გაგვაერთიანა. ”

ოქსანა დუდარ

კიევი

23-01-2014

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s