ვაკის პარკი “ბუტკაში”

Image“ივანიშვილის ფრანგული კავშირები არავის შეუსწავლია. ის ახლოსაა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში (რომელსაც მალე ვადა ეწურება) და თბილისში თანამედროვე ფრანგული სკოლა ააშენა.“  (The Economist, 2011 )

ამონარიდი 2010 წლის ერთი ცნობიდან: „კავკასიის ფრანგული სკოლა 2006 წელს შეიქმნა. ფრანგული კულტურის  ცენტრში გატარებული 4 წლის შემდეგ, 2010 წელს სკოლამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახალ შენობაში გადაინაცვლა.“ დიახ, ამ ფრანგული სკოლისთვის ახალი შენობის აშენებაც და მშენებელობისთვის მიწის ნაკვეთის შეძენაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ უზრუნველყომისამართზე: ჭავჭავავაძის 76 , იქ, სადაც ვაკის პარკი სტადიონს უერთდება.

ვაკის პარკიმდებარეობს თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე, გაშენებულია ვაკის რაიონის ბოლოში. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად  დაახლოებით, 200 ჰექტარი გამოიყო. ვაკის პარკის შესახებ განმარტებაში წერია:სამხრეთდასავლეთით პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება. დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და ვაკის პარკს შორის კავკასიის ფრანგული სკოლაა, რომლის  მშენებლობის ნებართვაც თბილისის მერიამ გასცა.

დასაზუსტებელია თავის დროზე, უშუალოდ, ვაკის პარკის საზღვრებში იყო მოქცეული  თუ არა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2006 წელს  ბიძინა ივამიშვილის კომპანიამ ფრანგული სკოლის შენობის ასაშენებლად  შეიძინა. “უსაფრთხო გარემოს” მკლევარები ირწმუნებიან, რომ არც ეროვნულ არქივში და არც მერიის სამსახურებში არ მოიძებნა თბილისის პარკების ძველი გენერალური გეგმით დამტკიცებული საზღვრები. 

ახლა კი იმის შესახებ, როგორ იცვლებოდნენ ვაკის პარკის გაყოლებაზე მდებარე, ჩვენს მიერ ნახსენები ნაკვეთის მესაკუთრეები მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფოს მფლობელობიდან  შპს “გულანის“ საკუთრებაში აღმოჩნდა.ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს „გულანი“ჯერ სააქციო საზოგადოების, შემდეგ კი შეზღურდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით მოქმედებდა. „უსაფრთხო გარემოს“კვლევის თანახმად, ფიზიკურ პირ ლაშა ბრეგვაძეს 1999 წელს  დაუდია ხელშეკრულება შპს  „გულანთან,“ რომლის  ძალითაც„გულანმა“ ( დირექტორი გურამ ახრახაძე) ლაშა ბრეგვაძეს  ვალის სანაცვლოდ გადასცა 20000 ლარად შეფასებული 11990 კვადრატული მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ლაპარაკი ეხება სწორედ იმ  ტერიტორიას,  სადაც  წლების შემდეგ ფრანგული სკოლა  აშენდა.

საინტერესოა, რა გზით მოხვდა  ვაკის პარკის გაყოლებაზე 11990 კვადრატული მიწის ნაკვეთი შპს „გულანის“ კერძო საკუთრებაში? როგორ გასცეს ის, რაც პარკის ნაწილად გვახსოვს?  ამ შეკითხვებზე  პასუხი  წარსულში, შევარდნაძის ხელისუფლების ბნელ დერეფნებში დარჩა გადამალული.1999 -ში, გურამ ახრახაძემ ლაშა ბრეგვაძეს მიწის ნაკვეთი თუ ვალში გაუცვალა, ბრეგვაძემ 20000 ლარად შეფასებული  მიწის ნაკვეთის ნაწილი – 5760 კვადარტული მეტრი – 2001 წლის ოქტომბერში მიყიდა შპს„საქართველოს რკინიგზას.“(გენერალური დირექტორი აკაკი ჩხაიძე) საფასურად 120 000 აშშ დოლარი მიიღო.გასაყიდი კიდევ იყო და 2006 წლის აპრილში  ბრეგვაძემ 2000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი  ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ – 400 000 დოლარად მიჰყიდა. 

უძრავი ქონების ისტორია ( წყარო www.safespace-tbilisi.com) მიწის ნაკვეთი იყო ფიზიკური პირის ლაშა ბრეგვაძის საკუთრებაში, რომელიც მან მიიღო ვალის სანაცვლოდ შპსგულანისაგან“. ნაკვეთის მთლიანი ფართი იყო 11990.00 კვ. მეტრი. 14.04.2006 წელს ლაშა ბრეგვაძემ ნაკვეთის ნაწილი – 2000კვ. მეტრი ოთხასიათას აშშ დოლარად მიჰყიდა საქვემოქმედო ფონდქართუს“ (წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი). ამ უკანასკნელმა 04.12.2006 წელს (ნოტარიუსი გვანცელაძე რეესტრი № 1–7742) უძრავი ქონება აჩუქა კავშირასოციაცია ატუს“ (წარმომადგენელი როსტომ ჩაბრაძე). .2007 წელს არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა . თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურთან. 27.12.2007 წელს გაიცა/1256 მშენებლობის ნებართვა.

ნაკვეთი, რომელზეც ფრანგული სკოლა აშენდა 2000 კვადრატული მეტრით  არ შემოიფარგლება და  4357 კვადარტულ  მეტრს მოიცავს.  ლაშა ბრეგვაძე ამბობს, რომ ნაკვეთის ერთი ნაწილი ივანიშვილის კომპანიას ფინანსური პრობლემების გამო ნებაყოფლობით მიყიდა, მეორე ნაწილის გაყიდვას  არ აპირებდა, მაგრამ „ქართუმ“ ის შანტაჟის და მუქარის გზით, საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ იაფად გამოსძალა.

მოვიყვანთ ამონარიდს  ინტერვიუდან, რომელიც ლაშა ბრეგვაძემ სააგენტო “ნიუსპრესს“ ერთი წლის წინ მისცა:„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა გაიგო, რომ მე ფინანსური პრობლემები მქონდა, უკვე შეთანხმებული პირობები მაშინვე, უფრო კაბალური პირობებით შეცვალა; მეუბნებოდნენ ამ საქმით ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული და ეს ტერიტორია ჩვენ უნდა დაგვითმო, არ უნდა გაგვიძალიანდე, თორემ ყველაფერს დაკარგავ და მერე გვიან იქნებაო…

2011 წლის 1 ნოემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, აწ უკვე როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ, ნარიყალის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მას საქართველოს პრეზიდენტთან – მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი საერთოდ აღარ ჰქონია, მე მივხვდი, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან პრეზიდენტი არაფერ შუაში არ ყოფილა და მის სახელს ბოროტად იყენებდნენ, რადგან ჩემზე ზეწოლა და მუქარა ნაკვეთის გასხვისების მოთხოვნით 2007 წლის 15 დეკემბერს ხორციელდებოდა, ხოლო აშენებული ფრანგული სკოლა არც სახელმწიფოსთვის და არც მერიისთვის არ გადაუციათ.“

ლაშა  ბრგევაძემ თავი „ქართუსგან“ დაზარალებულად მიიჩნია და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს „ქართუს“ წარმომადგენლების საქციელზე რეაგირების თხოვნით მიმართა. ეს 2012 წლის ნოემბერში მოხდა. 2013 წლის თებერვალში, „ნიუსპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრეგვაძემ  აღნიშნა, რომ იმ დროისთვის ივანიშვილისგან  პასუხი მიღებული არ ჰქონდა. ამავე ინტერვიუში ბრეგვაძე  აცხადებდა:“ მე შევიტანე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი, სადაც ვითხოვ, რომ სასამართლომ დაავალოს პრემიერს, გამცეს პასუხი თუ როგორ მოვიქცე. ის აღარ არის “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი, ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ვინ დააზარალებს მოქალაქეს. მე დავიტოვე უფლება, რომ თუ ჩემი თხოვნის წერილი ბატონ ბიძინამდე არ მივა, მე უკვე ღია წერილობითი ფორმით მივმართო, თუმცა ალბათ მისი გარემოცვა უფრთხის პრემიერისთვის არასასურველი ინფორმაციების მიწოდებას.“

ასეთია ერთი ბნელი  ისტორია, რომელიც იქ დატრიალებულა, სადაც  ყველასგან  და მათ შორის თბილისის მერიისგან, ბოლო პერიოდამდე  მივიწყებული „ვაკის პარკი“ გვეგულებოდა. პარკში დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.იქვე კი, რესტორან „ბუდაპეშტის“ ნანგრევების ადგილზე, ფეშენებელური სასტუმრო უნდა აშენდეს.ნებართვა გაცემულია.არის განმარტება, რომ ყველაფერი  კანონის ფარგლებშია. მართალია, “ბუდაპეშტის” ნანგრევები ბევრს ვაკის პარკის ეგონა, დოკუმენტების მიხედვით, პარკის “მიმდებარე”ყოფილა და რა ხანია კერძო მესაკუთრეც ჰყოლია. ესაა, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, სახელმწიფო საწარმო -რესტორანი “ბუდაპეშტი” ჯერ დამწვარა ( რაც საინტერესო ფაქტია) და მერე, შრომით კოლექტივს გადასცემია. შრომით კოლექტივსა და სხვა პირებს გაუფორმებიათ პარტნიორობის შეთანხმება შპს “გრაალთან” და  საბოლოოდ, მესაკუთრე შპს “გრაალი” გამხდარა,  ნუგზარ და მამუკა შევარდნაძეების კომპანია.სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ, 1998 წელს  გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში წერია: “რესტორანი “ბუდაპეშტი,”რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.” გავრცელებული ცნობებით, მიწის ნაკვეთი (ყოფილი რესტორნის ნანგრევებით) 2013 წლის შემოდგომით, სოლიდურ ფასად გაყიდულა. 

2007 წლის ზაფხულში  თბილისის მერი  გამოვიდა შევარდნაძის  პრეზიდენტობის დროს გასხვისებული  მიწის ნაკვეთების გასხვისების კანონიერების შესწავლის ინიციატივით. ამას კი მოჰყვა ინიციატივის მძაფრი კრიტიკა ( არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან) და კერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვის კამპანია.  

დღეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, გიგი უგულავასთვის  მომგეგიანი იქნებოდა ეთქვა, რომ სხვა და სხვა დროს,მერიამ არ გასცა გარკვეული პროექტების  განხორციელების ნებართვა – ვაკის პარკის მიმდებარედ, მწვანე ზოლში, უკანონოდ გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე. მერიამ ნებართვები გასცა.”ბუდაპეშტის” ნანგრევებზე სასატუმროს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით იქ განმარტეს, რომ ადგილი, სადაც სასტუმროს აშენება იგეგმება არ წარმოადგენს ვაკის პარკის ტერიტორიას და არის კერძო საკუთრება, რომ “მერიის შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებით, დაცულია კერძო მესაკუთრის ინტერსები ისე, რომ არ ხდება არსებულ ლანდშაფტში უხეში ჩარევა.პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის მოვლა-პატრონობა. მშენებელი მოვალეა იზრუნოს და განავითაროს არსებული ლანდშაფტი.”

როცა,მშენებლობის პირობები მისაღებია, როცა ამა თუ იმ პროექტის განხორციელება გარემოსთან და  კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, უსარგებლო კერძო საკუთრებაზე  სჯობს აშენდეს კარგი  სკოლა ან ლამაზი  სასტუმრო, შეიქმნას სამუშაო ადგილები, – ეს არგუმენტი არ აკმაყოფილებს საზოგადოების ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ყოფილი რესტორნის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკს დააზარალებს.  

რა მოხდებოდა ნებართვები რომ არ გაეცათ? ვაკის პარკის გაყოლებაზე ბიძინა ივანიშვილი ვერ ააშენებდა სკოლას, ვერც რესტორან „ბუდაპეშტის“ ნანგრევების ადგილზე დაიგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა და მერე? მერე ვინ და რანაირად იზრუნებდა ვაკის პარკის განვითარებისთვის? რა იქნებოდა მერე, არ ვიცით. ისევ ციტატა ლაშა ბრეგვაძის ინტერვიუდან: „ჩემთვის გამანადგურებელი იყო ის ფაქტი, რომ მეუბნებოდნენ – რა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს გვაძლევ თუ არა ამ მიწას და ნუ გვიძალიანდები.“  

როგორც ჩანს, სხვა და სხვა დროს დაინტერესებულ პირებს, არავინ აუხსნა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის, ვაკის პარკის თუ სტადიონის ტერიტორიები კერძო კი არა, საზოგადოებრივი დანიშნულების იყო. ამას გარდა, ალბათ შესაძლებელი იყო პრობლემის დისკუსიაზე გატანა და  შევარდნაძის ეპოქის  მემკვიდრე, მწვანე ზონის მესაკუთრეებისთვის, კანონიერების ფარგლებში, ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება. იქნებ, რომელიმე მესაკუთრისთვის მისაღები ყოფილიყო ალტერნატივა – პარკის განვითარებისთვის.

პარკები თბილისს ნამდვილად აკლია და რაც არის, იმას შენარჩუნება – მოვლა სჭირდება.

წყარო: http://www.safespace-tbilisi.com/map-parks/vake.html

 

 

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s