დანაშაული “სიმართლის” სახელით – “იგი ხელმძღვანელობდა ანგარებით და პირადი მოტივით”

„სიმართლეს ვერ გაექცევი“ 1992 წლის „საქართველოს რესპუბლიკა“ ამ სათაურით აქვეყნებდა ინტერვიუს მაშინდელ გენერალურ პროკურორთან ვახტანგ რაზმაძესთან. ინტერვიუს უძღოდა განმარტება: საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია პასუხისგებაშია მიცემული, მას სისხლის სამართლის დანაშაულობათა ჩადენაში ედება ბრალი.

Image

გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან

ვახტანგ რაზმაძე: არსებული მასალების მიხედვით ზვიად გამსახურდიას ბრალი ედება იმაში, რომ ჯერ კიდევ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტად ყოფნისას მან ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა, გადაამეტა ძალაუფლებას – განზრახ ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომლებიც აშკარად სცილდებოდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, საზოგადოებას, ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევები, პირიქით, ასეთი იყო მისი მოღვაწეობის პრინციპი. იგი ხელმძღვანელობდა ანგარებითა და პირადი მოტივით.  რასაც თან ახლდა ძალადობა და დაზარალებულთა პირადი ღირსების შელახვა, იარაღის გამოყენება, ყველაფერ ამას განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან დაახლოებულ პირთა ჯგუფთან ერთად გაიტაცა მილიონობით მანეთი. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზაცია გაუკეთა დიდი რაოდენიბით კონტრაბანდის ე.ი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადმოტანას საბაჟო და სხვაგვარი დოკუმენტების მოტყუებით გამოყენებით. პირთა ჯგუფის მიერ….

ჩვენ ყველა ღონისძიებას განვახორციელებთ, რაც  დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული და დამერწმუნეთ, რომ სამართალი თავის სიტყვას იტყვის. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი მასშტაბური დანაშაულისთვის ვინმეს ქვეყნიდან გაქცევით, გახიზვნით  აეცილებინა პასუხისმგებლობა. ასეთი მძიმე ცოდვა დაუსჯელი ვერ დარჩება.“

ვარდების რევოლუციით“ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2004 წელს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურმა შეწყვიტა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული საქმე. ეს მას შემდეგ მოხდა რაც, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა 400 ტომიანი საქმე შეისწავლა და დაასკვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. ეს ბრალდებები კი იყო:  სამშობლოს ღალატი, შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების ორგანიზება, ტერორისტული აქტების დაგეგმვა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება.

გვახსოვდეს საქართველოს  უახლესი  ისტორია

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s