ქეთი დოლიძის 20 წლის წინანდელი ოცნების მატარებელი – ჭადრაკის სასახლიდან ოჩამჩირემდე

1993 წლის 20 სექტემბერს  თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ქალები შეიკრიბნენ. ისინი კინორეჟისორ ქეთი დოლიძის და მისი“თეთრი მანდილის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ – საქართველოს გაერთიანებისთვის.

აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა. 1993 წლის ქართულ პრესაში ჭადრაკის სასახლეში გამართული შეკრებაც გაშუქდა.ამჯერად სწორედ ამ ამბავს ვიხსენებთ, უფრო ზუსტად – „თეთრი მანდილის“ და ქართველი ქალების მოგზაურობას თბილისიდან ოჩამჩირემდე – 1993 -ში. ქეთი დოლიძე დღემდე ამაყობს ამ აქციით, არადა, ქალების  მსვლელობამ  ვერც ომი შეაჩერა და ვერც მსოფლიო დააყენა ფეხზე იმის გამო, რაც აფხაზეთში ხდებოდა. აქციის მონაწილეთაგან   ზოგიერთი ამბობს: მოგვიანებით მივხდით, რომ  ჩვენი მსვლელობა მის ორგანიზატორს საკუთარი თავის წარმოსაჩენად სჭირდებოდაო.  

მოკლედ, ვიხსენებთ დიდი ხნის წინ ჭადრაკის სასახლეში გამართულ აქციას და ქეთი დოლიძის „მატარებლის აქციის“ერთ-ერთი მონაწილის საინტერესო  მოგონებას ჭადრაკის სასახლიდან ოჩამჩირემდე ქალების მსვლელობის შესახებ.

Image

1993 წელი,   გაზეთი  „დრონი:“  ხაზი გაესვა იმას, რომ ეს აქცია პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს და თავისი შინაარსით ტრაგიკულია. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების ქალები. რაც შეეხება აქციის ორგანიზაციულ მხარეს, არის აზრი, რომ პირველი ბირთვი თბილისიდან გაემგზავრება მატარებლით, გორსა და ქუთაისში მათ შეუერთდებიან მსვლელობის მსურველნი, შემდეგ ფეხით გადავლენ ცხენისწყალზე, შეუერთდებიან სამეგრელოს ქალებიც და გაემართებიან აფხაზეთისკენ.

როგორც ქეთი დოლიძემ აღნიშნა ამ აქციით ისინი ვერ  შეძლებენ აფხაზთა  ტყვიების შეჩერებას, მაგრამ ამის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს. დარბაზში იმყოფებოდა სტუმარი ქალი, ყოფილი ჩეხეთ-სლოვაკეთიდან, რომელიც არის კინოფესტივალ „ოქროს არწივის“ ჟიურის წევრი. მან განაცხადა, რომ კავშირი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციებთან და ფაქსით გადასცემს ყოველივე  იმის შესახებ, რაც თბილისში ხდება.

შეკრებაზე მიიღეს მიმართვები გაეროს გენერალური მდივნისა და ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციისდამი. ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით იყო განსხვავბეული  აზრიც. კერძოდ, გარკვეულ ნაწილს სურდა თბილისიდან დაუყოვნებლივ ფეხით გასვლა. პარლამენტის წვერმა იზა ორჯონიკიძემ ისიც კი თქვა, იქნებ სოხუმს წასვლა უკვე გვიანიც იყოს და სჯობდეს მსვლელობის მისამართად მოსკოვი ავირჩიოთო.

საბოლოოდ უპირატესობა ორგანიზებულ მსვლელობას მიენიჭა. არაორგანიზებულ აქციაზე კატეგორიულ უარს აცხადეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

როგორც იცით, 21 სექტემბრის ღამე  „უძილო ღამედ“ გამოცხადდა და აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა თბილისში არსებული საელჩოების შენობებისკენ. გამგზავრება გადაწყდა ოთხშაბათს დილით 8 საათზე.“

შემდეგ რა მოხდა და როგორ? რა ბედი ეწია „თეთრი მანდილის“  და დედების „მატარებლის  აქციას”  -საქართველოს გასაერთიანებლად, ამას 2002 წლის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იხსენებს  ქალბატონი, რომელიც  ქეთი დოლიძეს თან ახლდა ცნობილ მატარებელში. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

“ქეთი დოლიძე აღნიშნავს, რომ მატარებელში კონფლიქტი არ ყოფილა..

ნარგიზა რუსიშვილი : ეს სიცრუეა. მატარებელში არაერთი კონფლიქტი იყო. ამდენი წლის შემდეგ მხოლოდ ახლა დავრწმუნდი, რომ ქეთი დოლიძეს ეს ღონისძიება საკუთარი თავის წარმოსაჩენად სჭირდებოდა. მატარებელი დაიძრა თუ არა და მივიდა თუ არა მცხეთამდე, იგრძნობოდა, რომ აქცია ჩერდებოდა. ქეთი დოლიძეს უნდოდა არა აფხაზეთში წასვლა, არამედ კინოს გადაღება. ჩვენ თუკი უბრალოდ ჩაცმულები ომში წასასვლელად მივედით, მას თეთრი ლაბადა ეცვა და სამკაულები ეკეთა. ნუნუ ხვიჩიამ, იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილმა ჩამოიარა და ჩამოწერა გვარები, ვინც მატარებელში ვიყავით. იმ მატარებელში იყო 318 ქალი და არა 1000 ან 2000, როგორც ამას ქეთი დოლიძე გაიძახის.

პირველი კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც დავინახეთ, მეათე და მეთერთმეტე ვაგონები, სადაც ქეთი დოლიძე მეგობრებთან ერთად იჯდა, რა პრივილეგირებულად იყო მოწყობილი.სამტრედიაში რომ შევედით, ქეთიმ თქვა, წავალ, თბილისში დავრეკავო. რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა და გვითხრა, უკან უნდა დავბრუნდეთ, პატრიარქს ვესაუბრე და ასე შემოგვითვალაო. არადა, პატრიარქმა გვაკურთხა წასვლის წინ. მაშინ ყველანი აღვშფოთდით. ჩვენ იმ მატარებელში იმისათვის ვისხედით, ომში მყოფი ძმები, შვილები, მეუღლეები რომ გვენახა და თეთრი მანდილი ჩაგვეგდო და არა იმისთვის, რომ ფილმში მიგვეღო მონაწილეობა.

თენგიზ კიტოვანი გვიყვიროდა, გვლანძღავდა. დაგვრჩა წარმოდგენა, რომ იგი ქეთი დოლიძის დავალებით მოქმედებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, იმ მატარებელში ყველა ქალი სულელი იყო ქეთი დოლიძის გარდაო.

ჩვენ მაშინ ლიდერობა ვთხოვეთ ნანა ჯორჯაძეს, ნანა ალექსანდრიას, მედეა მეზვრიშვილს, მათ ყველას ჰქონდათ გზის გაგრძელების სურვილი. მემანქანეც ჩვენს მხარეს იყო. სამტრედიაში, თავის კუპეში ქეთი დოლიძე ისტერიკაში ჩავარდა, ეშინოდა. თავისი ბიძაშვილი, ნატაშა დოლიძე ეუბნებოდა, ამდენი რამე გააკეთე და ახლა ტოვებ ყველაფერსო? იძულებული გახდა წამოსულიყო. ოჩამჩირეში რომ ჩავედით, გვქონდა სურვილი, დაჭრილი მეომრებისთვის სისხლი ჩაგვებარებინა. ექიმებს ძალიან გაუხარდათ. მით უმეტეს, რომ ვიცოდით ჩვენი სისხლის ჯგუფი. უკვე მედპუნქტში ვიწექით სისხლის ასაღებად, ქეთი დოლიძე რომ შემოვიდა და წამოგვყარა, მატარებელი მიდის, რა დროს სისხლის ჩაბარებააო. არათუ მანდილი ვერ ჩავაგდეთ, სისხლიც ვერ ჩავაბარეთ. ძალიან გულნატკენები ვართ.“

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s