ედუარდ შევარდნაძის გზა რუსეთისკენ – დსთ

როგორ ამართლებდა ედუარდ შევარდნაძე 1994 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველო გაწევრიანებულიყო დსთ-ში? გაგახსენებთ მის მიმართავს “მოქალაქეთა კავშირის” შეკრებისადმი. ეს უნდა იყოს საინტერესო მიმართვა იმათთვის, ვინც დღეს რუსეთთან ურთიერთობების “დალაგებას” ცდილობს და ვისაც ეს “დალაგება” მაინც ეიმედება.

1994 წელს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის დომინანტობით წარმოქნილ ამ  გაერთიანებას საქართველო ყველაზე ბოლო შეუერთდა, თანაც აფხაზეთში განცდილი სამხედრო მარცხისა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე.

დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება მტკივნეული იყო მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. დსთ-ში შესვლას მაშინ  საქართველოში დამოუკიდებლობის დათმობადაც კი მიიჩნევდნენ. რაც მთავარია ეს გადაწყვეტილება აღიქმებოდა ძალიან უღირს დათმობად. შევარდნაძემ ხომ აღიარა, რომ აფხაზეთში მაშინ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა რუსეთის რეგულარულმა ძალებმა გაუწიეს. 

1994 წლის პრესამ  შემოინახა საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის ტექსტი თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, „მოქალაქეთა კავშირის“ საგანგებო შეკრებაზე.  დარბაზში შეკრებილებმა მაშინ მხარდაჭერა გამოუხატეს შევარდნაძეს, რომელმაც პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე ( მხოლოდ “მოქალაქეთა კავშირის” მხარდაჭერით)  მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ჩვენი ქვეყნი გაწევრიანების შესახებ.  შეკრებაზე ედუარდ შევარდნაძემ მადლობა უთხრა  თბილისელებს. შეკრებილებს ასევე სიტყვით მიმართეს: ირინა სარიშვილმა, ალექსანდრე ჯავახიშვილმა, რევაზ ამაშუკელმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, დიმიტრი ჯაიანმა, გოჩა ჩოგოვაძემ, ლაშა თაბუკაშვილმა.

Image

და აი როგორი იყო თავად ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა, როგორ აუხსნა მაშინ მან მხარდამჭერებს საკუთარი გადაწყვეტილება დათანხმებულიყო  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებას.

დასაწყისში შევარდნაძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის გადაწყვეტილების მიღებამდე “გრძელი და ფიქრებით დამძიმებული გზა გაიარა” და“ კმაყოფილია იმით, რომ ამ გადაწყვეტილებას იწონებს უმრავლესობა, უწინარეს ყოვლისა, მშრომელი ხალხი, რომელიც დაღალა პოლიტიკურმა ძვრებმა და ფსევდოპატრიოტული ინსინუაციების შედეგად გაღატაკდა  და დაბეჩავდა”

“ასეთი ნაბიჯის ნდობის მანდატი მაღალია ხალხისგან და არა ცალკეული პოლიტიკურ პარტიებისგან. ხალხი მოითხოვს ერის ენერგია წარიმართოს გონივრული კალაპოტით, იმ ძლევამოსილი მოძრაობით, რომლებსაც ძალუძს თავი მოუყაროს საქართველოს შრომითს და ინტელექტუალურ პოტენციალს და  გამოიყენოს იგი არა თვითნგრევისთვის, არამედ სამშობლოს კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის.

მაგრამ მთავარი საკითხია არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. არ იქნება მშვიდობა ქვეყანაში რომელიც არ ეძებს საერთო ენას მეზობელთან. არ ესწრაფვის კეთილმეზობლობას და ხელსაყრელ ურთიერთობას.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გზა, ეს არის გზა  რუსეთისკენ. ორ მეზობელ სახელმწიფოს სავსებით შეუძლია მოახდინოს ორმხრვი ინტერესების რეალიზაცია ამ თანამეგობრობის ფარგლებში.

ქვეყანას სჭირდება  თავისი საარსებო ეკონომიკური, კულტურული, სულიერი სივრცის გაფართოება. თანამეგობრობის პოლიტიკური და ეკონომიკური ფარგლები იძლევა ამ შესაძლებლობას, თანაც არავის უსპობს ნებისმიერ სხვა პარტნიორთან ურთიერთობის დამყარების საშუალებას, ამასათანავე არ ანელებს ყურადღებას იმ პროცესისადმი, რომლებიც უკვე მოგვარებულია სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და აქტიურად მოქმედებს. ამის მკაფიო მაგალითია ცნობილი სტაბილური, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსები.

ჩვენს გადაწყვეტილებას მიესალმებიან უკრაინა, ყაზახეთი, თანამეგობრობის სხვა ქვეყნები და უწინარეს ყოვლისა რუსეთი. სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა  თანამეგობრობის ქვეყნებში განისაზღვრება რუსეთთან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორთან, ჩვენი ურთიერთობის მკაფიო საფუძველი. ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება, თუ არ ეყოლება დაინტერსებული და ძლიერი მოკავშირეები. ერთადერთი, რის გამოც სინდისის ქეჯნას ვგრძნობ, ის არის, რომ გადაწყვეტილება კონსულტაციების გარეშე მივიღე. ეს შეგნებული ნაბიჯი იყო, პასუხისმგებლობა ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის წინაშე მე ვიკისრე.

დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, ახლა ერთადერთი სწორი არჩევანია. არ შემიძლია ვთქვა,  რომ ამით ყველაფერი მოწესრიგდება, უპირველეს  ყოვლისა, იგი აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა  მოვაგვაროთ. არ იქნება მშვიდობა აფხაზეთში, სანამ არ მოვაწესრიგებთ ამ ურთიერთობას. გამოცდილებით ვიცი, რომ ვერც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ვერც  უშიშროების საბჭო,ვერც ევროგაერთიანება ვერ გვიშველის, თუ ამ ჩვენს მეზობელთან თანამეგობრობის ფარგლებში არ მოვაგვარეთ თანასწორი, მეგობრული ურთიერთპობა.

დავიბრნებთ თუ არა აფხაზეთს? დღეს ეს კითხვა ყველას აწუხებს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანია, რომ იგი დავიბრუნოთ, და დავუბრუნებთ კიდეც. სულ მოკლე ხანში განისაზღვრება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხები  და უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს სწორედ ერთიანი, მთლიანი საქართველო აინტერესებს.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s