“სისხლით განწმენდილები,” თემურ შაშიაშვილი 1992 -ში

20 წლის წინ თემურ შაშიაშვილი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც საჯაროდ ამართლებდა სამოქალაქო ომს და ხელისუფლების დამხობას. გამსახურდიას ხელისუფლებას “რეჟიმს” უწოდებდა და ანვითარებდა აზრს,  რომ ჰქონდა აზრი სისხლისღვრას “რეჟიმის” დამხობით  “დემოკრატიის” მოსაპოვებლად. ფოტოზეა შაშიაშვილის სტატია 1992 წლის ქართული პრესიდან, მასში გამოთქმილი საშინელი მოსაზრებების ავტორს ძალიან დიდი ხნის  მანძილზე ეკავა მაღალი თანამდებობები და საქართველოს პრეზიდენტობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას.

Image

თემურ შაშიაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება „თეთრები,“ თავმჯდომარე

მოითხოვს სააკაშვილის და „მისი რეჟიმის“ გასამართლებას.

თუკი გუბერნატორის პოსტი არჩევითი გახდება, აპირებს კენჭი იყაროს იმერეთის მხარეში.მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისთვის ყველაზე მისაღები  ნინო ბურჯანაძის კანდიდატურაა.

1993 წლიდან მოყოლებული თემურ შაშიაშვილი  ქუთაისის  მერი იყო, შემდეგ იმერეთის გუბერნატორი – 2003 წლამდე.

ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს,  სკოლიდან მოყოლებული, უმაღლესით დამთავრებული, ვიყავი რაზმეულის საბჭოს თავმჯდომარე და სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი.  1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დავინიშნე კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედო. 

საკუთარ ბიოგრაფიაში წერს: „1990 წელს ამირჩიეს პირველი დემოკრატიული და 1992 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად ქუთაისიდან. ვიყავი სახელმწიფო საბჭოს წევრი. მეამაყება, რომ ჩემი ხელმოწერა არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.“

მედიაline-ს დოკუმენტურ მასალაში წაიკითხავთ როგორ ამართლებდა თემურ შაშიაშვილი  საქართველოს უახლოესი  ისტორიის  ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ეპიზოდს –  ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას და ძმათამკვლელს ომს, რა ამაზრზენ შედარებებს აკეთებდა ის მათ შორის იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც დამხობილი ხელისუფლების მხარდაჭერისთვის  ქუჩაში ხვრეტდნენ -დემოკრატიის სახელით.

შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობასა  და სამოქალაქო  ომს დღევანდელი “თეთრების” ლიდერი განიხილავდა „საკუთარ თავზე გამარჯვებად,   განწმედით შინაგანი თავისუფლების მოპოვებად!“ 

ა)” სისხლისა და მსხვერპლის ფასად მოერია საკუთარ თავსაც ამერიკელი, ინგლისელიც, ფრანგიც, გერმანელიც ,-მთელი ცივილიზირებული სამყარო. ასეთია ისტორიის მწარე სინამდვილე, საზოგადოებრივი განვითარების მკაცრი, მაგრამ ობიექტური კანონი. არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი, სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ!”

ბ)”ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც არ შეეძლოთ, ვერ წარმოედგინათ უბატონოდ ყოფნა, ამის გამო თვითმკვლელობის უმარავი ფაქტი მოხდა. რომის იმპერიაში დაბეჩავებული ხალხი პროგრესული ძალის მიერ გაძევებული ბარბაროსების დაბრუნებას ითხოვდა! “

უფრო მეტი იხილეთ ამონარიდში  სტატიიდან სათაურით

“როგორ ვუშველოთ საქართველოს?”

თეიმურაზ შაშიაშვილი,სამოქალაო მოძრაობის „დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო“ კოორდინატორი,  1992 წელ

“ახლა ბევრს წერენ და ლაპარაკობენ საქართველოში მომხდარის თაობაზე. არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები. ბოლო სიტყვას დრო იტყვის. განაჩენს დრო გამოიტანს. არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ მომავალი შეაფასებს ყველაფერს. მწამს და მჯერა, რომ თვით მომავალი იქნება უკვე მომხდარის შეფასება. თვით განვითარების ლოგიკაში ძევს წარსულის შეფასების ფილოსოფია.

თუ ეს ჯანყი ქართველი კაცისა იყო ბრძოლა არა ერთი რომელიმე პიროვნების ანდა პიროვნებათა ჯგუფის, არა მხოლოდ მიუღებელი რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ საკუთარ თავზე გასამარჯვებლად, განწმენდით შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად -კერპისა და ბელადის, მონური ფსიქოლოგიით ცხოვრების, ქართველი კაცის ფსიქიკისა და შემეცნებისათვის უცხო და შემდეგში დამკვიდრებული იმ რეციდივების წინააღმდეგ, რომელთაც უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა მსოფლიოს განვითარების საერთო რიტმიდან ამოაგდეს,-მაშინ მსხვერპლის გაღებას ჰქონდა აზრი.ეს ნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარ შვილთა სიცოცხლის ფასად უთხრა თავის თავს და ცივილიზირებულ მსოფლიოსაც, რომ ჩვენი სამშობლო დღეს არ არის ბელადის ძებნით დაავადებული და დაბეჩავებული ტომი, არამედ წინაპართა ტრადიციის გამგრძლებელი, თავისუფალი ბუნების, დემოკრატიული განწყობის ქვეყანა.

სისხლისა და მსხვერპლის ფასად მოერია საკუთარ თავსაც ამერიკელი, ინგლისელიც, ფრანგიც, გერმანელიც ,-მთელი ცივილიზირებული სამყარო. ასეთია ისტორიის მწარე სინამდვილე, საზოგადოებრივი განვითარების მკაცრი, მაგრამ ობიექტური კანონი. არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი, სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ!

ადამიანის შეგნებაში კერპებისა დ ბელადების მსხვრევის პროცესი  მძიმე და მტკივნეული პროცესია. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ქვეყანა ყმათა მოძრაობამ მოიცვა,- არ შეეძლოთ, ვერ წარმოედგინათ უბატონოდ ყოფნა, ამის გამო თვითმკვლელობის უმარავი ფაქტი მოხდა. რომის იმპერიაში დაბეჩავებული ხალხი პროგრესული ძალის მიერ გაძევებული ბარბაროსების დაბრუნებას ითხოვდა! დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად ასე იყო.”

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s