ერთსულოვანი გულისწყრომა ბორის პასტერნაკის მიმართ – საბჭოთა საქართველო

Image

Цвет небесный, синий цвет,

Полюбил я с малых лет.

В детстве он мне означал

Синеву иных начал.

И теперь, когда достиг

Я вершины дней своих,

В жертву остальным цветам

Голубого не отдам.

ცნობილია, რომ სიკვდილამდე ბორის პასტერნაკს ბალიშის ქვეშ ჰქონდა ორი წერილი: ერთი რილკეს წერილი, მეორე – ტიციან ტაბიძის. ცნობილია, რომ „ექიმი ჟივაგოს“ წერა მან  სწორედ  ტიციან ტაბიძისგან დატოვებულ სუფთა ფურცელზე დაიწყო. შემდეგ, ‘ ექიმ ჟივაგოს“  ავტორს, საბჭოთა კავშირის მაშტაბით საგანგებოდ ჩატარებულ სხდომებზე, გამყიდველი, ცინიკოსი, ცილისმწამებელი, ღორიც კი უწოდეს. ბორის პასტერნაკი შერაცხეს  სამშობლოს მოღალატედ, რომელიც“ ნობელის პრემიის საფასურად შეეკრა  საერთაშორისო რეაქციულ ძალებს, საბჭოთა ხალხის, პროგრესისა და მშვიდობის წინააღმდეგ.”

ჩვენ ვცდილობდით მას დავხმარებოდით გაეცნობიერებინა შეცდომები, შეგვეჩერებინა მისი ადამიანური და  მორალური დაცემა, მაგრამ ბ. პასტერნაკი სულ უფრო ცილდებოდა საკუთრ ხალხს, – აღნიშნავდნენ სსრ კავშირის მწერალთა კავშირის წევრები. საბჭოთა პრესაში წერდნენ:”ახლადგამომცხვარმა ნობელის ლაურეატმა” ალბერ კამიუმ  საბჭოთა მწერლებს შორის მხოლოდ ერთს –  ბ. პასტერნაკს – უწოდა “დიდი” და  დამსახურებულად კი არა,  მხოლოდ იმიტომ,  რომ  მისი “ექიმი ჟივაგო” საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აღვირახსნილ პროპაგანდაში  გამოეყენებინათო.

გენიალური რუსი  პოეტის და საქართველოს დიდი მეგობრის წინააღმდეგ საკუთარი სიტყვა რა თქმა უნდა ქართველმა მწერლებმაც თქვეს. მათ საკუთარი ხმები ერთხმად  შეუერთეს საკავშირო გადაწყვეტილებას საბჭოთა მწერალთა კავშირის რიგებიდან ბორის პასტერნაკის გარიცხვის შესახებ.

იხილიეთ 1958 წლის 29 ოქტომბრის  „ლიტერატურული საქართველო.“ სტატია სათაურით „ერთსულოვანი გულისწყრომა

გაიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა., რომელშიც მონაწილეობა  მიიღეს რესპუბლიკის შემოქმედებითი ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლებმა. სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი ბორის პასტერნაკის მოქმედებისა, რომელიც შეუფერებელია საბჭოთა მწერლის სახელთან. ამ საკითხის შესახებ საინფორმაციო ცნობით გამოვიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პირველი მდივანი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც დამსწრეთ გააცნო ამ საკითხის განხილვის მსვლელობა სსრ კავშირის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის, რსფსრ მწერალთა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის ბიუროსა და  რსფსრ მწერალთა კავშირის მოსკოვის განყოფილების გამგეობის პრეზიდიუმის სხდომაზე.

სხდომაზე სიტყვები წარმოთქვეს:  ალიო მირცხულავამ, ბესარიონ ჟღენტმა, შალვა დადიანმა, კარლო კალაძემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, გრიგოლ აბაშიძემ, რევაზ მარგიანმა, იოსებ ნონეშვილმა, გიორგი ლეონიძემ, გიორგი ნატროშვილმა, კომპოზიტორმა ანდრია ბალანჩივაძემ, ალექსი მაჭავარიანმა, კინოდრამატურგმა კარლო გოგოძემ და მხატვარმა ზურაბ ლეჟავამ. მათ ერთსულოვანდ გამოთქვეს თავიანთი ღრმა აღშფოთება ბ. პასტერნაკის  ანტიპატრიოტული მოქმედების გამო, რომელიც გადაიქცა  საერთაშორისო რეაქციის რუპორად,  მის გააფთრებულ ბრძოლაში ჩვენი სამშობლის წინააღმდეგ, მშვიდობისა და პროგრესის წინააღმდეგ.

ყველა ორატორმა მხურვალედ დაუჭირა მხარი სსრ კავშირის მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის, რსფსრ მწერალთა კავშირის საორგანიზაციო ბიუროს და რსფსრ მწერალთა კავშირის მოსკოვის განყოფილების გამგეობის  პრეზიდიუმის დადგენილებას სსრ კავშირის მწერალთა კავშირის რიგებიდან ბორის პასტერნაკის გარიცხვის თაობაზე.

სხდომაზე ერთხმად მიიღეს შემდეგი დადგენილება: საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმი, კომპოზიტორების, მხატვრების, კინომუშაკების კავშირებისა და  და პრესის წარმომადგენლებთან ერთად მკაცრად გმობს  ანტიპატრიოტულ მოქმედებას ბორის პასტერნაკისას, რომელიც აღმოჩნდა საერთაშორისო იმპერალისტურ ბანაკში, რომელიც აჩაღებს ცივ ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მსოფლიო მშვიდობისმოყავრე ხალხების წინააღმდეგ.

დაადგა რა ანტირეალიზმის მანკიერ გზას ბ. პასტრენაკი დიდი ხანია მოწყდა საბჭოთა ხალხების ცხოვრებას და აღმოჩნდა შინაგანი ემიგრანტის მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ საერთაშორისო იმპერიალიზმის რეაქციული ძალები შეეცადნენ განედიდებინათ მისი სახელი და გამოეყენებინათ იგი კომუნიზმის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლაში.  ბ. პასტრენაკის ცილისმწამებლური პასკვილის „ექიმ ჟივაგოსთვის“ ნობელის პრემიის მინიჭება წარმოადგენს საერთაშორისო რეაქციის პროვოკაციულ გამოხდომას.

ქართველი მწერლები და კულტურის მოღვაწეები  ჰგმობენ რა მოქმედებას  ბ. პასტერნაკისა, რომელმაც დაკარგა საბჭოთა მწერლის სახე, ერთსულოვნად მხარს უჭერენ მწერალთა  საკავშირო  ორგანიზაციის  გადაწყვეტილებას  სსრ კავშირის მწერალთა კავშირის რიგებიდან ბ. პასტერნაკის გარიცხვის შესახებ.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s