მარად საბჭოთა – ქართული ინტელიგენციის მიმართვა რიჩარდ მაილსს

Image ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო ეტაპზე, 2003 წლის 8 აგვისტოს ქართული  ინტელიგენციის დაახლოებით 50-მდე წარმომადგენელმა ( ისინი ცხადია პრეზიდენტ შევარდნაძის აქტიური მომხრეები იყვნენ) ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა მოუწოდეს.

კულტურის მინისტრის მოადგილის რეზო ამაშუკელის ინიციატივით, მათ წერილი გაუგზავნეს აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს. წერილზე ხელმომწერები ელჩს მიმართავდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეთვალისწინებინა ქართველ ხალხში”გამძაფრებული თავმოყვარეობის გრძნობა” და არ დაეშვა საქართველო და აშშ -ის ურთიერთობაში ისტორიის ისეთი მწარე გამოცდილების გამეორება, როგორიც მაგალითად საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის გამოცდილებაა. მოკლედ, შევარდნაძის ინტელიგენციამ მაილსს უთხრა საქართველოს ბედი ქართველის გადასაწყვეტია, გარედან კარნახის გარეშეო და ნუ ერევითო 

გთავაზობთ ამ საინტერესო:) მიმართვის ტექსტს და მასზე ხელმომწერების სიასაც, ფოტოზე -2003 წლის 8 აგვისტოს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკიდან.”

ეს ადამიანები დღესაც იგივეს ამბობენ, ოღონდ სხვა ტონით. ღირსების დაკარგვამდე, ანუ “ვარდების რევოლუციამდე” მათი რიტორიკა იხილეთ მიმართვაში

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს
                                                 ღია      წერილი

თქვენო აღმატებულებავ, ამ წერილს დიდი მადლიერებისა და მხარდაჭერის ნიშნად ვწერთ იმ დახმარების გამო, რომელსაც აშშ ხელისუფლება უწევდა და უწევს საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და იმ წარმატებული ნაბიჯების გამო, რომელთა მიზანია საქართველო სამუდამოდ მოექცეს დიდი მსოფლიო პოლიტიკის არეალში, თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ და ერთგულ პარტნიორად.

ყოველიევ ეს საქართველოს ბედის განმსაზღვრელია და მას ჩვენს ისტორიაში თავისი პარალელები აქვს, თუნდაც დავით აღმაშენებლის ბრძნული და შორს გამიზნული პოლიტიკით.

სამწუხაროდ შემდეგ საუკუნეთა მანძილზე საქართველო გამოეთიშა საერთაშორისო პოლიტიკას და დიდ სახელმწიფოთა ურთიერთობაში სათამაშო პაიკად იქცა. ვერ გაამართლა რუსეთზე ქვეყნის ორიენტირებამაც, გეორგიევკის ტრაქტატის ცალმხრივმა დარღვევამ და რუსეთის კოლონიურმა პოლიტიკამ: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ, ქართული ენის აკრძალვამ, საქართველოს ცხოვრებაში საკადრო თუ სხვა საკითხებში თვითნებურმა და უვიცმა ჩარევამ, ფაქტობრივად გააქარწყლა ყველა ის სიკეთე, რომელიც რუსულმა მმართველობამ მოუტანა საქართველოსა და ქართველ ხალხს. თითქმის ორსაუკუნოვანმა რუსულმა და კომუნისტურმა მმართველობამ ქართველი ხალხი ძალზე მგრძნობიარე გახადა ყველა იმ მოვლენისადმი, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მას ზღუდავს ამა თუ იმ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში, მგრძნობიარე გახადა თუნდაც კეთილი სურვილებით ნაკარნახევ იმ რჩევების მიმართაც, რომლებიც მას უზღუდავს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების უფლებას ან თუნდაც შეზღუდვის ილუზიას უქმნიან.

ჩვენი სამომავლო ურთიერთობა ახლა იწყება და ხალხის ეს ფსიქოლოგიური თავისებურება თუ მისი გამძაფრებული თავმოყვარეობა გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს თუნდაც უნებლიე ანალოგია რუსულ-ქართულ ურთიერთობათა იმ არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელ პრაქტიკასთან, როდესაც ქართველები მოსკოვში გარბოდნენ სიმართლის საძიებლად და ტყუილითა და მართლით ცდილობდნენ თავიანითი მიზნების მიღწევას. სხვათაშორის ასევე გარბოდნენ ( თუმცა უფრო შორი გზა იყო) ქართველები კონსტანტინეპოლში, მონღოლთა ურდოში, ირანის შაჰისა თუ თურქეთის სულთნის კარზე, ყოველივე ამას ქართველისა და საქართველოსთვის ტრაგედიების მეტი არაფერი მოუტანია. ისტორიის ამ მწარე გამოცდილების განმეორება ისეთ ქვეყანასთან ურთირეთობაში როგორიც ჩვენი უპირველესი იმედი ამერიკის შეერთებული შტატებია, ნამდვილად არაა საჭირო. ჩვენ ახლა ჩვენს არაორდინალურ ურთიერთობას ვუყრით საფუძველს იმ ქვეყანასთან, რომელიც მარტო ჩვენი კი არაა მსოფლიოს გადარჩენის იმედიცაა და ამ ქვეყნის ელჩმა უნდა იცოდეს ხალხის ფსიქიკასა და მეხსიერებაში შემორჩენილი ისტორიის ტკვილიანი ფურცლები. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ ეროვნული თავმოყვარეობისათვის შეურაცხმყოფელია იმ დამწყები პოლიტიკოსებისა და ვერშემდგარი პატრიოტების მუდმივი სირბილი რუსეთის, ევროპისა თუ შეერთებულ შტატებში ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელთაც ჯერ საკუთარი ხალხისათვის არ გაუკეთებიათ რაიმე მნიშვნელოვანი.
დღეს ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ იქნება სწორედ ამ სიღარიბის გამო ხალხს გამძაფრებული აქვს თავმოყვარეობის გრძნობა და იმ დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელიც დღეს ჩვენთვის უპირველესი იმედი და დამხმარე ეროვნული ფსიქოლოგიის ეს თავისებურება უნდა გაითვალისწინოს. საქართველოს ბედი მაინც საქართველოში უნდა გადაწყდეს და ის ქართველმა ხლხმა უნდა გადაწყვიტოს გარედან კარნახისა და პოლიტიკური თუ ფინანსური ზემოქმედების გარეშე.

2003 წლის 8 აგვისტო

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s