ტროლეიბუსიდან იუსტიციის სახლამდე

 

მე-6-ე კლასის მოსწავლე  სკოლაში 11 ნომერი ტროლეიბუსით მივდიოდი. მახსოვს, ფანჯრის მხარეს ვიჯექი და მგზავრობისას ქუჩას გავყურებდი. ჩასვლის დრომ რომ მოაწია ავდექი და დავიწყე ჩასასვლელისკენ გზის გაკვლევა( ტროლეიბუსი  მგზავრებით იყო გადავსებული)  წინ რამდენიმე ნაბიჯით რომ წავიწიე, ფეხზე მდგომმა ქალბატონმა მტაცა ხელი და ძალიან მკაცრად მითხრა: “შემომხედე ბავშვო!” შეშინებულმა შევხედე,ძალიან გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა,  ის ხელს არ მიშვებდა, მაჯანჯღარებდა და მიყვიროდა: “უზრდელო! შენ არ იცი, რომ უფროსს ადგილი უნდა დაუთმო?! არ გასწავლეს?! ამხელა ქალი უნდა ვიდგე და შენ იჯდე?!” არადა, ასაკოვანიც არ იყო.  მუქჩარჩოიანი, ფართე სათვალე ეკეთა, ტუჩებზე მუქი წითელი “პომადა” ესვა და ფუმფულა “შუბა” ეცვა. ხელიდან რომ ვუსხლტებოდი მხარზე ისეთი მიჩქმიტა, ტკივილი რამდენიმე წუთს გამყვა. ეს უცნაური ქალი  ისეთი აგრესიული იყო,  რომ მთელი ამ სცენის შემსწრე მგზავრები  არც  კი გამომექომაგნენ, ალბათ, კონფლიქტში შესვლას მოერიდნენ. შეშინებული და აცრემლებული ჩავხტი ტროლეიბუსიდან, იმ ქალის ხმა, გაბრაზებული გამომეტყველება,  სათვალე, “პომადა” და “შუბა”  რაღაცნაირად  ჩამეჭედა მეხსიერებაში. გამახსენდებოდა და  მხარზე ვიკიდებდი ხელს🙂

ამას წინათ რაღაც საქმეზე იუსტიციის სახლში მომიწია მისვლა. ამ დაწესებულებაში ჩემი პირველი ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებით მოხიბლული, მოსაცდელში ვიჯექი  და ველოდი ჩემს ჯერს. სერვისი მშვენიერი, რიგში ყოფნა არ გაწუხებს. ზიხარ მითითებულ განყოფილებაში და ელი როდის ამონათდება  შენი ნომერი. ამასობაში, შეგიძლია კონსულტაციაც გაიარო ან კომპიუტერს მიუჯდე. მომსახურე გოგონები გიღიმიან, ბევრს ემსახურებიან, მაგრამ  დაღლა არ ეტყობათ. ვაკვირდები ამ ყველაფერს და უცებ  მესმის რაღაცნაირად გამყინავად და ხმამაღლა ნათქვამი: “როდემდე უნდა ველოდო?!” გავხედე დ  ზუსტად ისეთი ქალი, ესეც შუახნის, მუქჩარჩოიანი, ფართე სათვალით, მუქი  წითელი “პომადით” და გრძელი “შუბით.” 11 ნომერი ტროლეიბუსი გამახსენდა და გამეცინა. იგივე  მკაცრი და გამყინავი ხმით მალევე  განმეორდა ეს: ” როდემდე უნდა ველოდო?!” გაუღიმეს და უთხრეს, რომ მისი რიგიც მალე მოვიდოდა  ასეც მოხდა. მიიღეს, ესაუბრნენ, რაღაც შეკითხვებზე უპასუხეს, ღიმილით დაემშვიდობნენ, მან  კი სწორედ, დამშვიდობებისას აუწია ხმას  ბოლომდე და სათქმელი ბოლომდე ამოყარა: “ღიმილი არ მჭირდება, გენაცვალე! მომსახურება უნდა ისწავლოთ! ამდენი ხანი რიგში არ უნდა ვიდგე! ესაა ხომ ნაქები იუსტიციის სახლი?! არაფერი აქ არ ვარგა, არაფერი!”  თქვა და  გამობრუნდა, ახლოსვე  შეჩერდა, ჩამოჯდა, ჩანთაში კარგა ხანს ეძება რაღაც, ბოლოს ადგა და ბუზღუნით წავიდა. საქმიანს არ გავდა, სულ რაღაც 10 წუთი მოუწია მოცდა, იქაურობა კი სავსე იყო მოქალაქეებით. გვერდი რომ გამიარა მხრისკენ გამექცა ხელი:)

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s