დიდი შავი ლაქა

Imageასე ჩანს კოსმოსიდან სახელმწიფო გულაგი – ჩრდილოეთ კორეა.რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს 40- ამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა სპეციალური კომისიის შექმნა ჩრდილოეთ კორეაში 21-ს საუკუნის რეალობისთვის გაუგონარი სიტუაციის შესასწავლად. ამავე ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს საერთაშორისო კოალიცია „ ჩრდილოეთ კორეაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის შესაჩერებლად.“მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი გვარად როჯერსი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სისტემა გულაგი ჩრდილოეთ კორეაში არ ტოვებს არანაირ სივრცეს განსხვავებულად მოაზროვნეებისთვის, რომ იქ შეუძლებელია იფიქრო და იაზროვნო იმისგან განსხვავებულად, რასაც რეჟიმი გთავაზობთ, „ჩრდილოეთ კორეაში არ შეიძლება გამოთქვა განსხვავებული აზრი, უფრო მეტიც, არ შეიძლება თავში გიტრიალებდეს განსხვავებული აზრი და იდეა“.

როჯერსის თქმით, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი იმით არის „უნიკლაური“ რომ ის ატარებს რეპრესიულ პოლიტიკას „ნათესაური ნიშნის, ნათესაური კავშირების“ გათვალისწინებითაც, ანუ თუ თქვენ ჩაიდენთ რამეს რეჟიმისთვის მიუღებელს, შესაძლოა თქვენი შვილები და შვილიშვილებიც კი გულაგის პატიმრებად იქცნენ.

მაგალითად, შინ დონგ ჰიუკი გულაგში დაიბადა. წიგნმა მის შესახებ სათაურით „ გაქცევა ბანაკიდან N 14“ უამრავი ადამიანი შეაძრწუნა. ავტორი წერს, რომ გულაგში დაბადებული შინ დონგ ჰიუკი ისე გაიზარდა, ვერაფერი შეიტყო სიყვარულის, სიკეთის, ურთიერთნდობის შესახებ. მას მხოლოდ სცემდნენ, აშიმშილებდნენ და მონურად ამუშავებდნენ. 14 წლის ასაკში შინს თვალწინ მოუკლეს დედა და ძმა, თუმცა ამას მასზე არ უმოქმედია, შეცოდებაც კი არ გამოუწვევია. საქმე ის იყო, რომ ბიჭმა თავად შეატყობინა გულაგის დაცვას, რომ დედას და ძმას გაქცევის სურვილი ჰქონდათ. გადარჩენისთვის ბრძოლაში შინ დონგ ჰიუკი დედას და ძმასაც კი მეტოქეებად განიხილავდა. ოჯახის წევრების მხილებისთვის ის არ წაუხალისებიათ, პირიქით, ბუნკერში უკრეს თავი და აწამეს, როგორც „მოღალატის“ შვილი.

ამ ადამიანმა 23 წლის ასაკაში ჯოჯოხეთს თავი გაქცევით დააღწია. მასზე წიგნში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის გულაგებმა სტალინურ გულაგებზე ორჯერ დიდხანს გაძლო. ისინი ჩანს თანამგზავრებიდან და ერთ-ერთ მათგანს იმ ქალაქზე მეტი ფართობი უკავია, სადაც დღეს შინ დონგ ჰიუკი ცხოვრობს. მისი ახალი დაბადება კი ლოს-ანჯელესში მოხდა

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s