როცა ჩვენ კრემლში ცეკვის ამბავზე ვკამათობდით

Image შიდაპოლიტიკურმა  მძაფრმა ბატალიებმა საქართველოში  ბევრი მნიშვნელოვანი  თემა გადაფარა.  საინფორმაციო სივრცე  წალეკა  პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებებმა.  1 ოქტომერს გამარჯვებული ძალის მიერ გამოცხადებულმა რევიზიამ წინა ხელისუფლების პერიოდსა  ყველაფერი მოიცვა და  ყურადღების მიღა დარჩა  12 მარტს,  მოსკოვში გაიმართული შეხვედრა.  ამ დღეს  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა,  საქართველოს ოკუპირებული  რეგიონის დე ფაქტო  ხელისუფლების ლიდერს, ალექსანდრ ანქვაბს უმასპინძლა.

აფხაზური მედიის ცნობით,  შეხვედრაზე განიხილეს „სახელმწიფოთაშორისი  ურთიერთობის განვითარებასთან„ დაკავშირებული საკითხები, თანაც  იმ  საბაზისო შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც   “რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება” ჰქვია.  დოკუმენტს   2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის შემდეგ, 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი, მას შემდეგ,  რაც რუსეთმა  ჯერ საქართველოზე ფართომასშტაბიანი  თავდასხმა განახორციელა, შემდეგ კი  ( საერთაშორისო ნორმების სრული დარღვევით) მისი   განუყოფელი ნაწილები დამოუკიდებელ სახელმწიფო სუბიექტებად აღიარა.

“ეს იყო უაღრესად სასარგებლო შეხვედრა. განვიხილეთ ფართო სპექტრის საკითხები, ისინი ეხებოდა როგორც რეგიონში უსაფრთხოების თემას, ისე აფხაზეთის განვითარებას. მივიღეთ ვლადიმირ  პუტინის სრული მხარდაჭერა. მან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აფხაზეთის მიმართ  რუსეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, კონტაქტები კი გამყარდება.“- უთხრა პუტინთან შეხვედრის შემდეგ  „რუსეთის ხმას“ ალექსანდრ ანქვაბმა. ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა მოსკოვში, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის მნიშვნელობასაც.  სოხუმიდან გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პატრიარქმა  აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერთან ორ ხალხს შორის სულიერი კავშირზე ისაუბრა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის   მოსკოვში ვიზიტისას  გაიმართა  შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. საელჩოშიც,  ამას გარდა  შეხვედრა  შედგა აფხაზურ დიასპორსთანაც  და იქ  ანქვაბმა თქვა, რომ   მზადაა ელაპარაკოს ყველას, ულტიმატუმს კი არავისგან მიიღებს.

რადგან ანქვაბის მოსკოვში ვიზიტს დაემთხვა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტიც, რუსეთის მედიაში  გამოითქვა ვარაუდი, რომ პუტინთან  ერთის მხრიც სერჟ სარგსიანის და მეორე მხრივ ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრებზე, მხარეები  აუცილებლად  განიხილავდნენ  მოსკოვი -სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიზგო მაგისტრალის აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

“უკვე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია დავასკვნათ  როგორ დგება ფეხზე აფხაზეთი, როგორ წყდება პრობლემები.“ – ეს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებია წარმოთქმული ალექსანდრ ანქვაბთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურ გვერდზე კი არ ჩანს  ოფიციალური განცხადება  მოსკოვში შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით.  12 მარტს  მომხდარი, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის  საზოგადოების ყურადღების მიღმაც დარჩა.  მისი ყურადღების მიღმა დარჩა   შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ოკუპანტების მიერ  მავთულხლართების გადმოწევის ფაქტებიც, რომლებიც ამ დღეებში,  შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ანდრო ბარნოვმა  გამოააშკარავა.

შიდაპოლიტიკური ვნებების სიმძაფრის  ფონზე,  საქართველოში   უმთავარესი სახელმწიფოებრივი  საკითხები  აქტუალობას  კარგავს   ჩვენ როცა   კრემლში საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის ცეკვის ამბავზე ვკამათობდით, პუტინი მის მიერვე აღიარებულ აფხაზეთის “სახელმწიფოს”  უწინდებურად  სრულ  მხარდაჭერას უდასტურებდა.

This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s