დევნა “შაჰის” სახელით

გორის რაიონის სოფელ შინდისის მკვირდი ირმა პაპუნაშვილი თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილად მიიჩნევს და აპირებს საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.Image

ირმა პაპუნაშვილი 2004 წლიდან  გორის მუნიციპალიტეტის შინდისის ტერიტორიულ ორგანოში უფროს სპეციალისტად მუშაობდა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის  ბრძანებით, რომელიც 2013 წლის 23 თებერვლით თარიღდება, პაპუნაშვილი დისციპლინარული გადაცდენისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასე მკაცრად საჯარო მოსამსახურეს გასული წლის 9 ივლისს მომხდარზე აგებინეს პასუხი. მაშინ კი მის სოფელს “ქართული ოცნების“  წარმომადგენლები ესტუმრენ კახი კალაძის მეთაურობით.

შეხვედრას ირმა პაპუნაშვილიც დაესწრო. ამბობს, რომ  კალაძის მოსასმენად შესვენების დროს მივიდა და დასძენს: მე მადანაშაულებენ, თითქოს იმ დღეს სიტუაციის პროვოცირებას ვდილობდი, ნახეთ შეხვედრის ამსახველი კადრები, ეს კადრები ცხადყოფს, რომ მე ჩემთვის ვიდექი ჩუმად,  ვისმენდი და სხვები ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებასო.

კადრებში  შეხვედრაზე  მისული პაპუნაშვილი თავიდან მართლაც  ჩუმად დგას და ცდილობს არ ჩაერთოს საუბარში, რომელიც  ერთ-ერთი ჟურნალისტის  მხრიდან მისი ვინაობით  დაინტერესებას მოჰყვა.  ვიდეომასალაში  პაპუნაშვილი  დაკავებული ადგილიდან ინაცვლებს,  ჟურნალიტს ეცლება, მის მიმართ შეკითხვები  და რეპლიკები  კი  გრძელდება და იწყება ხმამაღალი  დისკუსია,  თუმცა შეურაცხყოფების გარეშე.  ირმა პაპუნაშვილი ამ საუბრებში  ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“მომხრეა და მაშინდელი მთავრობის მიმართ სიმპათიას გამოხატავს.

ინტერნეტში გავრცელებული კადრების მიხედვით  იმ დღეს  საჯარო მოსამსახურეს რაც ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა იყო ჟურნალისტისთვის ნათქვამი : „ დაგილეწავ მაგას, გაეთრიე აქედან.“

ირმა პაპუნაშვილი  სამსახურიდან 7 თვის შემდეგ დაითხოვეს.  ამ ხნის მანძილზე კი  ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ყოფილა, თვითმმართველობებზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის შტურმი განხორციელდა. ამ გზით „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა გორის საკრებულოშიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობით შეიცვალა.

ირმა პაპუნაშვილი“ ნაციონალური მოძრაობის“  მხარდამჭერებს შორის დარჩა, მაგრამ დღეს უსამსახუროდაა.  მის გათავისუფლებას სარჩულად დაედო 5 თანასოფლელის  მიერ ხელმოწერილი განცხადება,  რომ  საჯარო მოსამსახურე და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი 9  ივლისს კახი კალაძესთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. როგორც ირმა ამბობს, ხუთიდან სამი ერთი ოჯახის წარმომადგენელია, აქედან ერთს კი სამჯერ აქვს ხელი მოწერილი.

შინდისში 1200-ამდე ოჯახია, ირმა პაპუნაშვილი ითხოვს, მის შესახებ აზრი სხვებსაც ჰკითხონ, სხვებიც დაიმოწმონ, სხვებმაც გაიხსენონ, რა და როგორ იყო. „მე ვარ  მსხვერპლი  პოლიტიკური  ნიშნით დევნის, მე ასე იმიტომ მომექცნენ, რომ ვიყავი და ვარ „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერი,“- ამბობს შინდისელი ქალბატონი. საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, და გამგებელს, პაპუნა კობერიძეს, ის  სთხოვს,გადახედონ მის საქმეს,  ნახონ,რომ 10 წლის მანძილზე შენიშვნაც არ მიუღია, რათა დარწმუნდნენ, რომ დისციპლინარული გადაცდომისთვის კანონით დადგენილ ღონისძიებებს  შორის ყველაზე მკაცრის არჩევა  ირმა პაპუნაშვილის  მიმართ უსამართლო იყო.

ბრძანებაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აწერს ხელს, მითითებულია, რომ გადაწყვეტილება ეყრდნობა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე და 79-ე მუხლებს. აღნიშნულიკანონით, საჯარო მოსამსახურის მიერ დისციპლინარულ გადაცდომად მიიჩნევა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ  მიმართული უღირსი საქციელი, თუმცა კანონი მსგავს საქციელთან დაკავშირებით ითვალისწინებს: შენიშვნას, გაფრთხილებას, 10 სამუშაო დღის ხელფასის დაქვითვას, სამსახურეობრივ დაქვეითებას და,ბოლოს, სამსახურიდან გათავისუფლებას.„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი საჯარო მოსამსახურე მაქსიმალურად მკაცრად დასაჯეს.

ბოლო თვეებში გორის რაიონში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ანდრო ბარნოვმა საჯაროდ სთხოვა რაიონის გამგებელს, შეესწავლა ეს ფაქტები, მათ შორის იგულისხმებოდა ირმა პაპუნაშვილის საქმეც. ეს იყო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის შემაშფოთებელი პროცესის აღკვეთიკენ მოწოდება. რწმუნებულმა   აღნიშნა ისიც, რომ პაპუნაშვილზე იყო ზეწოლა, რომ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასულიყო და როცა ამან არ გაჭრა, მის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის პროცედურა წამოიწყეს.

„ტერიტორიული ორგანოს შინდისის თემის რწმუნებულმა მირიან მაზმიშვილმა მითხრა, რა ვქნა, შენს თავს შაჰი მთხოვსო. დავდივარ და ვეძებ შაჰს, თურმე გორში ზის შაჰი. იქნებ ვიპოვო, იქნებ დავარწმუნო, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ, იქნებ მოწყალება გაიღოს და აღმადგონოს სამსახურში“ – ამბობს ირმა პაპუნაშვილი.შინიდისელმა ქალბატონმა გორში შაჰს ჯერჯერობით ვერ მიაგნო. ის აპირებს, სასამართლოს მიმართოს.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s