თუ ჩვენ შევძელით თქვენც შეძლებთ!

Imageლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა   ვალდას ადამკუსმა  2012 წლის ივნისში, საქართველოში სტუმრობისას,  News.ge.tv-ს შეკითხვებს უპასუხა. მედიაline გთავაზობთ  რამდენიმე საინტერესო ამონარიდს ამ ინტერვიუდან. ვალადას ადამკუსი იყო ლიტვის პრეზიდენტი 1998-2003 და  2004-2009 წლებში. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ლიტვა ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდა.

“მე მჯერა, რომ საქართველოს როლი მეტყველებს  თქვენს სიცოცხლისუნარიანობასა  და ხალხის ნებაზე – არ დათმობს. ხალხი მარტივად ახერხებს  ქვეყნის გარშემო პოლიტიკურად არახელსაყრელი ვითარების იგნორირებას და თავის გზას აგრძელებს, აშენებს  და ამტკიცებს, რომ  შესაძლებელია საქმის კეთება. რთული კრიზისული ვითარებაა ევროპაში და მთელს მსოფლიოში, თუმცა არც ამას  წარმოუქმნია  რამენაირი დაბრკოლება.  შეხედეთ ბათუმს,  ეს არის შესანიშნავი მაგალითი ამისა.  ვფიქრობ, რომ მსოფლიომ მეტი უნდა შეიტყოს იმის შესახებ რას აკეთებს  ხალხი აქ.   საქართველოში ორი წლის წინ ვიყავი, დღეს ნანახით გაოცებული  ვარ  და ყოველივე ამის შემდეგ ვინმე მეტყვის რომ საქართველოში კრიზისია?! მე ღიად ვიტყვი – საქართველო, გააკეთე რასაც აკეთებ, განაგრძე გზა! თქვენ შეგიძლიათ იყოთ მაგალითი შენების, ინიციატივის, განვითარების და თუ ევროპის ნაწილი და სხვა ქვეყნები ამ დამოკიდებულებას დაინახავენ, მჯერა სიტუაცია გამოსწორდება.

2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოში ჩამოვედი  ჩემი რეაქცია იყო მყისიერი, მიმაჩნდა, რომ თუ ჩვენ არ მოვახდენდით რეაგირებას  შეგვექმნებოდა სხვა ძალზე დიდი პრობლემა, ისეთი როგორიც იყო მაგალითად ვიეტნამი, კორეა და სხვა. მეორე:  ჩვენ იმედი არ უნდა გაგვეცრუებინა ხალხისთვის, რომელსაც ისევ სჯეროდა დასავლური პრინციპების, ეს  პირველ რიგში ზიანის მომტანი იქნებოდა თავად დასავლეთისთვის. მე გამოვიყენე ყველა კონტაქტი, ვეცადე არ დამეშვა ვყოფილიყავით მომლოდინის პოზიციაში, რადგან  შემდეგ გვიანი იქნებოდა. მაშინ  მე ვგულისხმობდი შემდეგს:  მოდით მოვახდინოთ რეაგირება და გამოვკვეთოთ პოზიცია, რომ დავდგებით ხალხთან, რომელიც ცდილობს თავის დაცვას.  კმაყოფილი შედეგით მაინც არ ვარ.  კი,  ჩვენ შევაჩერეთ აგრესია ( ვერავინ მეტყვის რომ ეს აგრესია არ იყო) თუმცა, რამდენიმე წელი გავიდა და საქართველოში  სიტუაცია უცვლელია, რაც მე ძალიან მაწუხებს. არავინ საუბრობს აღნიშნულ პრობლემაზე,  თითქოსდა ყველაფერი კარგად იყოს, ეს ნიშნავს, რომ სტატუსკვო, გარკვეულწილად, მისაღები გახდა. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი უფრო მწვავედ უნდა წამოწიოთ წინ. მარტივად უნდა ითქვას, რომ ეს უკვე საკმარისია! არ ვგულისხმობ ომის დაწყებას, მე ვგულისხმობ შექმნილი ვითარების გარშემო  ყურადების პროვოცირებას  და პრობლემის გადასაჭრელად დისკუსიის დაწყებას, რათა საკითხი არ იქნას მივიწყებული.  ეს სამომავლოდ არ იქნება სასარგებლო არცერთი ჩვენთაგანისთვის. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. მე მიყვარს თავისუფლი  ხალხი, მინდა მის გვერდზე დავდგე. ჩემი აზრით, საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი პრინციპები.”

“ჩვენც რთული გზა გავიარეთ,  როცა დავბრუნდი ლიტვაში  ბევრ წინააღმდეგობას შევეჯახე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხალხის ფაქტორი. ხალხი  იყო დათრგუნული, ბევრს ცვლილების იმედი არ ქონდა, მაგრამ ახლა  შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ქვეყნის რეიტინგი. ეს ყველაფერი რაღაცნაირად იყო იმის  მსგავსი, რასაც  ახლა აქ, თქვენს ქვეყანაში ვხედავ.  რთულია, მაგრამ უნდა ვირწმუნოთ, რომ  არსებული რეალობის შეცვლა შესაძლებელია. პირადად  ჩემთვის ამ პროცესში  ყველაზე რთული იყო ის მდგომარეობა, როცა ვხედავდი, რომ ხალხს არ  სჯეროდა. მნიშვნელოვანია ღირებულებების დანგრევა, მორალური ღირებულებების. ისეთ  ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა  კორუფცია, სხვისი ქონების ხელყოფა, იყო  დამოკიდებულება თითქოს  ეს ისეთი არაფერია.  ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს ადამიანების შეხედულებების ცვლილებებში და  მომავლის დაგეგმვაში.  ეს  პროცესი უნაკლოდ არ მიმდინარეობს, ჩვენც გვაქვს პრობლემები, მაგრამ მე ვხედავ, რომ ჩვენ  ვცდილობთ ვითარების გაუმჯობესებას და მივდივართ სწორი მიმართულებით.

ყველაზე მთავარია  არ დანებდეთ! დიახ, ჩვენ დღეს ვართ წევრები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების როგორიცაა ევროკავშირი და ნატო, თუმცა ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ვიცი  ეს თქვენი ქვეყნისთვის ხანგრძლივი გზაა, მაგრამ დამიჯერეთ ეს დღეც დადგება,  თქვენ აუცილებლად გაერთიანდებით თავისუფალ მსოფლიოში,  გააგრძელეთ რასაც აკეთებთ.

ახალ თაობას მინდა მოუწოდო სწავლისკენ, განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხოლო, იმ ხალხს, ვისაც გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული ვურჩევ დაბრუნდეს სამშობლოში და  საკუთარი  ქვეყნის სისტემების მშენებლობლობას მოახმაროს  თავისი გამოცდილება. შეცვალეთ სისტემა, თუ ნახავთ, რომ რაღაც არასწორად კეთდება, არ შეგეშინდეთ ცვლილებების. ხალხი დაინახავს რა არის ცუდი და რა კარგი. ხალხში უნდა არსებობდეს პოზიტიური დამოკიდებულება – რაც ჩემთვის კარგია ის, ასევე, კარგი უნდა იყოს ჩემი მეზობლისთვის და სხვისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია არსებობდეს   ურთიერთპატივისცემა, თუ თქვენ პატივს სცემთ თქვენს მეზობლებს და სხვებს, ისინიც ანალოგიურად გიპასუხებენ და პრობლემები აღმოიფხვრება. ეს არის რისიც მჯერა. მე ამ დამოკიდებულებების შედეგი ვნახე და ამასვე ვუსურვებ  ყველას საქართველოში,  თუ ჩვენ შევძელით თქვენც შეძლებთ.”

2012 წლის  8 ივნისი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s