“საკანი5” ანუ გასეირნება რუსთაველზე 2009-ში

რუსთაველის თეატრიდან მოყოლებული, თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტერიტორია საკნების ზონებადაა დაყოფილი. თავისუფლების მოედანზე “ეროვნული ფორუმის” საკნებია და მათში ფორუმის აქტივისტები სხედან. Image

ყოფილი უნივერმაღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის საკნები იწყება და ა.შ. მე ჯერ თავისუფლების მოედანზე დადგმულ ერთ-ერთ საკანს ვესტუმრე. ჩემი მასპინძლები “ეროვნული ფორუმის” ზესტაფონელი აქტივისტები აღმოჩდნენ. მითხრეს, რომ თბილისში ქუჩაში საცხოვრებლად უსამართლობამ ჩამოიყვანა. შეკითხვაზე: “თქვენ თავად თუ შეგქმნიათ პრობლემა? უსამართლობის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?”, ერთ-ერთმა მიპასუხა: “საქმე და სამსახური არ მქონდა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ვიყავიო”. მის ნათქვმს ამავე საკნის მეორე ბინადარმა დასძინა: “უსამართლობა არაა, როცა პრეზიდენტმა ქამრების შემოჭერა მოსთხოვა მთავრობის წევრებს და მას შემდეგ ჩვენი სოფლის გამგებელს ხელფასი გაეზარდაო?” ასე დაიწყო დისკუსია “საკნების ქალაქის” ერთ-ერთ “საკანში”. ჩემი მასპინძლების პასუხები

შეკითხვაზე, რატომ უნდა გადადგეს პრეზიდენტი, ჰგავდა ამავე შეკითხვაზე სატელევიზიო “საკანში” გაშლილ დისკუსიებში
გახმაურებულ აზრებს : “იმიტომ უნდა გადადგეს, რომ რა ფირებიც ვნახე მიშაზე, მსგავსი არ მენახა. ვნახე, სტრასბურგში როგორ ისწორებს შარვალს და საროჩკას (სტილი დაცულია). მეორე, იმიტომ უნდა გადადგეს, რომ რესტორანში დადის. რამდენი სტუმარიც ჩამოდის, რესტორნებში მიჰყავს. არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც რესტორნებში დაჰყავს პრეზიდენტს სტუმრები. არ არსებობს ასეთი ქვეყანა! არ არსებობს-მეთქი! არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი რესტორანში 20 000 ლარად სადილობდეს. ასეა! რომ მეკითხებით, რომელ რესტორანში ჯდება სადილი 20 ათასი, თუ ამას მეკითხები, შემიძლია დაგისაბუთო.”

ეს ადამიანები პრეზიდენტის გადადგომას მარტო შარვლის და პერანგის რაღაცნაირად გასწორების ან რესტორანში სიარულის გამო არ ითხოვენ. უფრო სერიოზულ მიზეზსაც ასახელებენ. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, “დღევანდელ პრეზიდენტთან ჩვენს მტერს არა აქვს სურვილი, ილაპარაკოს. ვინც წააგო ომი, იმას არ დაელაპარაკებიან. ამიტომ უნდა მოვიდეს ვინმე სხვა.”

“ფორუმის” ზესტაფონელ აქტივისტებს ეროვნული ხელისუფლება სურთ, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ანტიეროვნულია. მათი საკნიდან რამდენიმე მეტრში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტების საკნები დგას. მათ ტერიტორიაზე ერთ-ერთი საკნის მობინადრემ თავი ოქრუაშვილის პარტიის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელად გაგვაცნო და პროტესტის მიზეზად მანაც უსამართლობა დაასახელა: დღეს საქართველოში სამი მილიონი ადამიანი ზის ციხეში, ანუ მთელი საქართველო ციხეაო, გვითხრა. ნათქვამის დასასაბუთებლად დაასახელა შემდეგი: არ არსებობს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით რეგიონებში. არ არსებობს სასამართლო, საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა. ჩემს რესპონდენტს ვკითხე, თუ ასე ძალიან ცუდადაა საქმე, როგორ ხდება ის, რაც დღეს თბილისის ცენტრში ხდება-მეთქი? “საკნის”მობინადრეს ისიც ვკითხე, დაახლოებით რამდენი “საკანი” დგას რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე-მეთქი. სავარაუდოდ ორასიო, – მიპასუხა მან და ისიც ამიხსნა, რომ ერთ საკანში ორზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს განთავსებული. “გამოდის, რომ 200 საკნით და 400 ადამიანით არის გადაკეტილი ქუჩა?” – ვიკითხე. პასუხად მივიღე, რომ ასე არაა და, თუ კარგად დავითვლით, 700 “საკნამდეც” ავალთ, რადგან “საკნები” მარტო რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე არ დგას. კანცელარიასთანაც დგას და საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც.

აქ საუბარში ჩაერთო იქვე მდგომი საკნის მეორე მობინადრე. ისიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტია და თბილისში ბათუმიდან ჩამოვიდა. მან გვითხრა: “აი, თქვენ იკითხეთ, რატომაა 200 საკნით და 400 კაცით გადაკეტილი რუსთაველიო. ეგ რა შუაშია? 200 ათასმა ადამიანმა თქვა, რომ ამ საკნებში 2-2 ადამიანი არის მისი ნების გამომხატველი, ეს არის მასის პროტესტი.”

“მერედა, სადაა მასა-მეთქი?” – ვკითხე ჩემს თანამოსაუბრეს. “მე ვარ მასის გამომხატველი! 200 ათასი ადამიანი არ დაგინახავთ? 200 ათასი თუ არა, 20 ათასი ხომ იყო?!”- ასეთი იყო პასუხი.

ეს ადამიანები ამბობენ, რომ მასის პროტესტს და მასის მოთხოვნას გამოხატავენ და თბილისში, მთავარ გამზირზე, საკნებში მანამდე იქნებიან, სანამ საპროტესტო აქცია შედეგს არ გამოიღებს. უკან წასვლას არ აპირებენ. ოპოზიციის მხარდამჭერი კარგად ჩაცმულ-დახურული თბილისელები „გაუსაძლისი პირობების გამო“ მიმდინარე პროტესტს საღამოობით დახედავენ ხოლმე და იშლებიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი”, სატელევიზიო საკანში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის როლშია (ის საკანში იბარებს პოლიტიკოსებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს საქვეყნო საქმეების გასარჩევად), რაიონებიდან ჩამოყვანილებით დასახლებული“საკნები” ქალაქი” კი ”უცნობის” გავლენის ზონაა და ზოგადი ”უცნობი”, თბილისის ”ელიტა”, რომელიც ”საკნების ქალაქთან” საღაამოობით გამოჩნდება ხოლმე, თავისი რადიკალური პროტესტის გამოსახატავად მზადაა ჩაჯდეს სატელევიზიო საკანში, ოღონდ არა ქუჩის საკანში, სადაც სხედან თბილისში სამართლისა და უკეთესი პერსპექტივის საძიებლად რაიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s