მოვუაროთ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს

მიუხედავად იმ ისტორიული კრახისა, რაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1921 წელს, წითელი არმიის თავდასხმის შედეგად განიცადა, გიორგი მაზნიაშვილს დაუმარცხებელ ქართველ გენერალს უწოდებენ. მისი სახელობის მედლით საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს წარმატებული სამხედრო ოპერაციების, ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის აჯილდოვებენ.

გენერალმა მაზნიაშვილმა სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დაკარგული თავისუფლებისთვის ბრძოლას შეალია. საბჭოთა ხელისუფლებამ მას სასჯელის უმაღლესი ზომა რადენჯერმე მიუსაჯა. მაზნიაშვილი დახვრეტას 1937 წელს ვეღარ გადაურჩა. მისი საფლავი არ არსებობს. არსებობს სახლ-მუზეუმი გიორგი მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში.

გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი მოიცავს სახლს, სადაც ბოლშევიკურმა რეჟიმმა გენერალი ბოლოს, 67 წლის ასაკში დააპატიმრა და ეზოს. სახლ-მუზეუმის სტუმარი იქ იხილავს ძველ ფოტოებს და გარემოს სადაც საქართველოს გმირმა გენერალმა უკანასკნელი წლები გაატარა. არ არსებობს სპეციალური ფართი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების, ელემენტარულად ლექციის ჩატარება ან ვიდეოს ჩვენება. გიორგი მაზნიაშვილის სახლ -მუზეუმის დამთვალიერებლებს ადგილზე არ შეუძლიათ რაიმე გამოცემის, ფოტო-ალბომის ან ბროშურის შეძენა გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი გმირობების შესახებ.

მოკლედ, სახლ-მუზეუმს მოვლა სჭირდება, უპირველესად მისი მნიშვნელობისთვის ახალი დატვირთვის შესაძენად და ამიტომაც არსებობდა გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ გადასვლის იდეა. ეს იდეა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ანდრო ბარნოვმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს, მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას გაიხსენა. მან მიმართა თავდაცვის მინისტრს თხოვნით, სამინისტრომ იკისროს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის პატრონობა.

“ჩვენ გვქონდა ამისი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით განხორციელება. დიდი გენერლის ცხოვრება და მოღვაწეობა არის მაგალითი, რის მიხედვითაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობები. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედრო აკადემიის მსმენელები მუზეუმის ხშირი სტუმრები უნდა იყვნენ“ განცხადა ანდრო ბარნოვმა და იმედი გამოთქვა, რომ მის თხოვნას თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს.

მაზნიაშვილი 1921-ში საქართველოდან არ წასულა, ბოლშევიკებმა ის 1923 წელს დააპატიმრეს, 2 წელი სიკვდილმისჯილთა საკანშიც ჰყავდათ გამოკეტილი. უცხოეთში გადახვეწის პერიოდი მოგვიანებით დადგა და საფრანგეთში მყოფი წერდა : საქართველოს გადაეცით დაუმარცხებელი გენერალი მაწონს ყიდისო. გიორგი მაზნიაშვილმა იმ ავბედით პერიოდში მაინც საქართველოში დაბრუნება არჩია, იქ კი გმირობებისთვის მორიგი და საბედისწერო სასიკვდილო განაჩენი ელოდებოდა.

„მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არა ვარ,მე ქართველი გენერალი ვარ“ ეს გიორგი მაზნიაშვილის სიტყვებია. მოუვუაროთ მის სახლ-მუზეუმს.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s