ეს უკვე იყო

ქვეყანა, რომელის პოლიტიკური იდეალები რომანტიკული ყაჩაღებისა და შერეკილი მეოცნებეების სახეებს ვერ გაცდა, სახელმწიფოს ვერ ააშენებს და ადრე თუ გვიან საკუთარ უნიათობას სხვის მფარველობაში გაექცევა.“ – ესაა ციტატა გია ნოდიას სტატიიდან „ვისგან სჭირდება მფარველობა საქართველოს?“ რომელიც შესულია 1995 წელს გამოცემულ კრებულში.

სტატიის ავტორი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას ასე ეხმიანებოდა:„ფაქტი ისაა, რომ შევარდნაძემ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა საბოლოოდ დსთ-ში შესვლა ( ანუ მისივე გამოთქმით დაუჩოქა რუსეთს) როცა ქვეყანას სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომისა და დაქუცმაცების საფრთხე დაემუქრა. რუსეთმაც სწორედ ამ შემთხვევაში უფროსძმურად გაუწოდა დახმარების ხელი. ამავე აზრს ადასტურებს ჩემი ნაცნობის ნათქვამიც, რომელიც კარგად გამოხატავს პოპულარულ განწყობილებას: „ამათ“ (ე.ი ქართული პოლიტიკური ელიტის) ხელში ყოფნას ისევ რუსეთის მფარველობა სჯობია.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ამ სტატიის შთამაგონებელ სხდომაზე ივლიანე ხაინდრავას რიტორიკული განცხადება: ნუთუ „დათა თუთაშხიას“ და“ შერეკილების“ ავტორებმა თავიანთ იდეალებს (თავისუფლებას) უღალატესო? ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის პირდაპირი ანალოგიები საზოგადოდ არ მიყვარს, მაგრამ თუ ხსენებულ ნაწარმოებებს პირობითად მაინც გავაიდეოლოგიურებთ, მაშინ მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. ქვეყანა, რომელის პოლიტიკური იდეალები რომანტიკული ყაჩაღებისა და შერეკილი მეოცნებეების სახეებს ვერ გაცდა, სახელწმიფოს ვერ ააშენებს და ადრე თუ გვიან საკუთარ უნიათობას სხვის მფარველობაში გაექცევა. როგორც ერთი ისე მეორე იდეალი სრულად განხორციელდა ბოლო წლების ჩვენს სინამდვილეში. რომანტიკული ყაჩაღების თავყვანისმცემლებს შეეძლოთ გემოვნების მიხედვით არჩევანი გაეკეთებინათ ლოთი ქობალიასა და ჯაბა იოსელიანს შორის: ერთმა სოხუმის დამცველებს ზურგში დანა ჩასცა, მეორე კი დსთ-ს არმოსურნე ოპოზიციას ციხეში ჩასმას დაპირდა.

რაც შეეხება შერეკილების გმირთა აეროდინამიკურ ექსპერიმენტებს, ჩვენი ეროვნული მოძრაობის პროგრამები რეალისტურობისა და თანამედროვე პირობებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მათ შორს არ გასცილებია.
ერმა, რომელსაც პოლიტიკური თავისუფლება ლამაზ და უპასუხისმგებლო თავნებობად ესმის მოიმკო ის რაც დათესა.“

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s