ამოვძირკვოთ საბჭოთა სისტემა

მერაბ მამარდაშვილი: “ამოვძირკვოთ სისტემა, რომელიც საქართველოში გამეფებულია საბჭოთა მეურნეობის, მენტალიტეტის, ჩვევების და ა.შ. სახით”. 1989   წელი
Image ჩემი აზრით, სინამდვილეში ჩვენი ამოცანა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე გვგონია. მაგალითად ბალიტიის ქვეყნებმა შეიძლება შედარებით ადვილად მიაღწიონ თავისუფლებას. იმპერიულ ბორკილებს რომ გაწყვეტენ, ისინი საკუთარი თავის წინაშე აღმოჩნდებიან, ხოლო ეს „საკუთარი თავი“ არის ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები – ჩვენთან შედარებით ცივილიზებული ერები. რა გაგებით ცივილიზებული? მე ვგულისხმობ პოლიტიკურ ცივილიზაციას და არა კულტურას. ქართული კულტურა ისევე უნიკალურია, როგორც ნებისმიერი სხვა კულტურა და ჩვენ ჩვენი კულტურით არავის ჩამოუვარდებით. ოღონდ, როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკასა და სამოქალაქო აზროვნებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბალტიისპირელებს აქვთ ოცწლიანი რესპუბლიკური ცხოვრების გამოცდილება ( 1918-1940) რომელმაც მათ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ გენეტიკაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მეორე ფაქტორი, რომელიც მათ სასარგებლოდ მუშაობს ისაა, რომ ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოასწრო ისეთი კორუმპირება და გადაგვარება, როგორიც მოასწრო ქართულმა, პოლიტიკურმა კლასმა. მართალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია, ქრთამი და ა.შ. მე-19-ე საუკუნეში და კიდევ უფრო მეტად მე-20-ში შემოტანილი ფენომენია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს შემოტანილი ეს ფენომენი ძალიან კარგად ავითვისეთ – ძალიან ცოცხლები ვართ, მოძრავნი, ინიციატივიანები, იუმორის გრძნობაც გვაქვს, შესანიშნავად ავითვისეთ საბჭოთა ეკონომიკური სისტემა და ამის შედგად დავკარგეთ ბევრი რამ, რაც ტრადიციულად მოგვდგამდა.

ჩვენ ქართველები აშკარად ვდგავართ საფრთხის წინაშე. ბევრი რამ რაც მოუცილებელი ნიშანი იყო ქართველის ტრადიციული ხატისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს სულში უზის, გაქრა ან გადაგვარდა. როგორ მოხდა ეს? ჩვენ გადავირჩინეთ თავი, მოვირგეთ საბჭოთა სისტემა და ისე არ გავღატაკებულვართ, როგორც რუსული სოფელი, უფრო კარგად ვცხოვრობთ ვიდრე მოსკოველები ან სხვები, მაგრამ ყველაფერს ამას თავისი ფასი ადევს.
ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენი აღირძინების პირობაა, შევაჩეროთ ეს პროცესი და ამოვძირკვოთ სისტემა, რომელიც საქართველოში გამეფებულია საბჭოთა მეურნეობის, მენტალიტეტის, ჩვევების და ა.შ. სახით.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s