“უკრაინის რეფორმები უნდა გახდეს სამაგალითო”

რეფორმები ხალხისთვისაა. როცა იქნება ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ცნობები, ნაკლები რიგები, როცა სახელმწიფო მოხელეებს აღარ ექნებათ წარმოდგენა, რომ ისინი ხალხის უფროსები არიან, ეკონომიკური პრობლემებიც დაიძლევა, ხალხი უკეთესად იცხოვრებს, – ასე უხსნით უკრაინელებს რეფორმების არსს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია 2გია გეწაძე. იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით მიმდინარე რეფორმების კონკრეტულ შედეგებს კი უკრაინელები ერთმანეთის მიყოლებით ეცნობიან. ეს შედეგები უკვე მათი ცხოვრები ნაწილიც გახდა. ტემპი მართლაც შთამბეჭდავია და კიევში, 12 ნოემბერს გამართულ ფორუმზე ( ბალტია – შავი ზღვის ფორუმი) გია გეწაძემ განმარტა ისიც, თუ რატომ ეჩქარებათ უკრაინელ რეფორმატორებს და რატომ არა აქვს უკრაინას დაყოვნების უფლება: „ჩვენი ქვყენის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.ჩვენმა პარტნიორებმა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ. ჩვენ კი უნდა გავატროთ ეფექტური რეფორმები და მინიმუმამდე დავიყვანოთ კორუფციის რისკები. სხვა შემთხვევაში პარტნიორები არ მოისურვებენ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობას.“

გეწაძემ რეალობისთვის თვალის გაწორება ურჩია იმათაც, ვისაც უკრაინაშიც ჰგონია, რომ მათ გასაკეთებელს ამერიკელები და ევროპელები გააკეთებენ: „ასე არ ხდება. ჩვენს პრობლემებს ჩვენვე უნდა მივხედოთ.სწორედ ასე ვაგრძნობინებთ ჩვენს მეზობლებს თავს ვალდებულად იდგნენ ჩვენს გვერდით. უკრაინაშიც და საქართველოში გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რადგან მეზობელი გვყავს აგრესიული, მაგრამ თუ არ გავატარებთ რეფორმებს, თუ არ მივხედავთ კორუფციის პრობლემას, ჩვენვე ვიქნებით საფრთხის მატარებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწუფო აპარატში მოკალათებულ გამყიდველ სახელმწიფო მოხელეს ყველაფრის გაყიდვა შეუძლია”

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკრაინაში საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე. მისი ნათქვამიდან გამომდინარე ეს უნდა იყოს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ – დიახ, უკრაინამ უნდა აჩვენოს მსოფლიოს თავისი წარმატებული რეფორმები, უნდა მიიღოს რეფორმისტული კანონები, უნდა ებრძოლოს კორუფციას, უნდა მოიშოროს რეალობა,რომელშიც უკრაინელებს ისევ სსრკ -ში ჰგონიათ თავი, უამრავი რეგულაციები ქმნის ასეთ რეალობას.

გაიჟღერა საქართველოს თემამაც. ქართველმა რეფორმატორმა გამოთქვა შეხედულება, რომ ახლა საქართველო საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, “საქართველოში ხომ ხელისუფლებაში აირჩიეს მილიარდერი, რომელსაც ჰქონდა პუტინისგან მიღებული ფული და რომელიც მოსახლეობას დაპირდა ძალიან ბევრ უფასოს, დაპირდა ყველაფერს რისი დაპირებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.” საქართველოს მაგალითით უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე შეეცადა პასუხი გაეცა უკრაინელების შეკითხვისთვის: თუკი სააკაშვილის ხელისუფლების რეფორმები იყო წარმატებული, რატომ წააგეს არჩევნები?

„სააკაშვილის ხელისუფლება ორჯერ აირჩია ხალხმა, რომ არ ყოფილიყო წარმატებული მეორედ არ აირჩევდა. სააკაშვილმა ამოწურა პრეზიდენტობის 2 ვადა, მესამედ, რა თქმა უნდა, აღარ შეეძლო კენჭისყრა, მისმა პარტიამ კი 42 პროცენტი მიიღო.ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია დამარცხდა და ამის შემდეგაც გააგრძელა არსებობა მთავარ ოპოზიციურ პარტიად. პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლა… რუსეთის ფედერაცია და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რომ არა, ეს იქნებოდა წინგადადგმული დიდი ნაბიჯი. ვიღაცა მოიგებს, ვიღაც წააგებს, ხელისუფლებები უნდა მოვიდნენ და წავიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს განვითარებას ხელს ასე უშლის საგარეო ფაქტორები.

რაც შეეხება რუსეთს, არ ღირს ლაპარაკი ბანდიტთან დიპლომატიის ენით.ჩვენს კოლეგებს ყავთ ბევრი სოვეტოლოგი, ჩვენ კი – საბჭოთა კავშირში დაბადებულები – ყველაზე მაგარი სოვეტოლოგები ვართ, ვფიქრობთ, რომ პარტნიორები ამას გაიგებენ, მანამდე კი მათ წარმატებული რეფორმები უნდა ვაჩვენოთ.ამას თუ არ მივაღწევთ სსრკ-ს ნაწილად დავრჩებით, როცა რუსეთიდან ეთნიკურ ქართველებს აძევებდა პუტინმა თქვა – ძალიან მეცოდება ქართველებიო, მე კი რუსი ხალხი მეცოდება. ცოტა დარჩა მათ იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეაში იგრძნონ თავი.’

უკრაინის რეფორმები უნდა იყოს სამაგალითო ბევრისთვის და მათ შორის რუსი ხალხისთვის, ისინი როცა დაინახავენ რეფორმების შედეგებს უკრაინაში, თავადაც გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ არასაბჭოთა რეალობაში, – ასე ფიქრობს უკრაინის იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე.

Posted in Uncategorized | Leave a comment

„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“

„Ненужное – упразднить
Нужное – упростить“

გია 2უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია. უკრაინელები მხარს უჭერენ რეფორმებს, მათ სურთ რაც შეიძლება სწრაფად დაინახონ რეფორმების შედეგები, ქართველმა რეფორმატორმაც ოთხი სიტყვით აუხსნათ ურთულესი საქმის არსი, იმის, რაც ხალხს ასე სურს და რის მიღწევასაც უკრაინის ხელისუფლების ნება და რეფორმატორთა უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“, – ეს ერთი ფრაზა დიდი ომის მეორე ფრონტის ხაზს მოიცავს, უკრაინამ კი ომი უნდა მოიგოს.

უკრაინელები ქართველ რეფორმატორს ფეისბუქზე წერენ

ჟანა კოლესნიკოვა: “გია, გისურვებთ ოპტიმიზმს და რწმენას, რომ აუცილებლად შევცვლით ამ გაუმჭირვალე და ამ განუკითხაობის სისტემას”.

ოქსანა პოგრებნიაკი: ” გია, როგორც ყოველთვის თქვენს სიმაღლეზე ხართ. რა თქმა უნდა ქრთამი ანგრევს საზოგადოებას და სახელმწიფოსადმი რწმენას, მაგრამ, უკვე არის დადებითი ძვრები და მე მჯერა პირადად თქვენი.. ამასთან, ყოველმა მოქალაქემ უნდა მოიხადოს თავისი ვალი და დაიწყოს საკუთარი ცნობიერების გარდაქმნით, წარმატებები თქვენ და დიდი მადლობა”.

22 სექტემბერს ოდესაში ჩასულმა გია გეწაძემ უკრაინელებს მათ მშობლიურ ენაზე აუხსნათ ახალი სერვისის – „ ელექტრონული სასამართლოს „ – არსი. თან შეპირდათ – ვეცდები სამომავლოდ უფრო გამართული უკრაინულით გაგაცნოთ რეფორმის შედეგებიო.

ბიუროკრატია, ქაღალდები, რიგები – კორუფციის წყაროა . უკრაინაში თავისი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა გეწაძემ ამის ახსნით დაიწყო. გავიდა 7 თვე და უკვე არსებობს ძალიან შთამბეჭდავი ჩამონათვალი იმისა – რა გააკეთა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმატორთა გუნდმა: ბიუროკრატიის, ქაღალდების და რიგების შესამცირებლად.

gecoერთ -ერთი ბოლო სიახლე ერთ – ერთი ახალი სერვისია, რომელიც ახალშობილის მშობლებს თავიდან ააცილებთ ბავშვის დაბადების მოწმობისთვის რიგში დგომას. უკრაინაში დაბადების მოწმობებს პირდაპირ სამშობიარო სახლებში გასცემენ. სერვისის პრეზენტაცია ლვოვში შედგა, რამდენიმე თვეში კი ის მთელ ქვეყანაში ამუშავდება. თვეების წინ იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე უკრაინელებს ამ სერვისს დაპირდა და ეს სერვისი მუშაობას იწყებს.

„ძალიან ცუდია მოქალაქეები ქრთამს რომ იხდიან, უბედურება კი იმაშია, რომ სახელისუფლო ორგანოები ქმნიან რეგულაციებს, რომლებიც მოქალაქეებს ქრთამის გაღებას აიძულებენ,“- თქვა გია გეწაძემ რადიო „ვესტის“ ეთერში და დაამატა:“ როცა მოქალაქეს უბრალო ცნობისთვის საათობით უწევს რიგში დგომა, როცა ამ დროს მასთან მიდის ვიღაც და სთავაზობს ქრთამის სანაცვლოდ მომსახურებას, მოქალაქეს ნუღარ ვუსაყვედურებთ – რატომ გადაიხადე ქრთამიო.ეს ჩვენ არ უნდა შევუქმნათ მას მდგომარეობა, რომელშიც ქრთამის გადახდა მოუწევს. მოცემულ რეალობაში გვაქვს ძველი, კორუმპირებული სისტემა, მთელი თავისი კორუმპირებული ჩინოვნიკებით, რომლებისთვისაც რიგში მდგომი თითეული მოქალაქე შემოსავლის წყაროა .ჩვენ უნდა მოვხსნათ რიგები.“

მთელი სისტემის შეცვლა ურთულესი საქმეა. იუტიციის სამინისტრო კი ქმნის მაგალითს იმისას, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია „ამ შედეგებზე რომ ვლაპარაკობთ, თან უნდა მოვუბოდიშოთ მოსახლეობას, ჩვენ გვინდა მეტი და მანამდე გვსურს გიჩვენოთ წარმატებების ერთგვარი კუნძული იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს შესაძლებელია.“- ამბობს გეწაძე.

gia 3

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქაღალდებზე უარს ამბობს. უკვე მუშაობს ელექტრონული ბაზა და სერვისი, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საჭირო ცნობები, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. უკრაინის ყველა მოქალაქეს არ შეუძლია ელექტრონული სერვისით სარგებლობა, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს უნდა შეეძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიღება. უკრაინას ახლა არც დრო აქვს და არც ფინანსური რესურსი საიმისოდ, რომ იუტიციის სახლები ააშენოს, ამიტომ მომსახურების ეფექტური სერვისები საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე იქმნება. ქვეყანაში არის 7000 ნოტარიუსი, თავიანთი ოფისებით, ლიცენზიით, შემოსავლებით, გავლილი აქვთ ტრეინინგები და არის ადგილობრივი ორგანოები. რეფორმა მათ შორის კონკურენტული გარემოს ქმნის. “უკრაინაში ახალი წლიდან უნდა ამუშავდეს უნიკალური მოდელი – იუსტიციის სახლების მსგავსი იქნება ადგილიბრივი თვითმმართველიბების სერვის ცენტრები და მათ კონკურენციას ნოტარიუსები გაუწევენ” – განმარტავს გია გეწაძე. პირველი ასეთი სერვისები ახალ წლამდე ოდესაში უნდა ამუშავდეს – ოქტომბერში.

ახლა უკრაინის იუსტიციის სამინიტროში აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტი დროულად დაამტკიცებს შვიდამდე კანონპროექტს, რაც შექმნის რეგიტრაციის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების სფეროში რეფორმების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას.ქართველი რეფორმატორის აზრით, ამის შემდეგ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო რეფორმირებული, სრულიად ახალი სისტემის სამინისტრო იქნება.

სასამართლო რეფორმის მოლოდინში

უკრაინაში სასამართლოს რეფორმირების დასაწყებად დიდი კონსენსუსის მიღწევაა საჭირო, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით უნდა დაგვირგვინდეს. როცა გია გეწაძეს სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე ეკითხებიან ის პასუხობთ: “ძველი ოთხსაფეხურიანი და სამშტოიანი სისტემა მოსაცილებელია, თან უკრაინაში არაა საჭირო 4000 -ზე მეტი მოსამართლე. მთავარია მოსამართლეები დაინიშნონ ღიად. თუ ჩვენ არ შევქმნით ნდობას სასამართლოს მიმართ, ჩვენი რეფორმები მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების მომტანი იქნება. თუ არ შეგვიძლია რეფორმის გატარება, ნუ მოვატყუებთ ხალხს, კოსმეტიკური ცვლილებები არ უნდა გავატაროთ. ბევრი მოსამართლეა დანიშნული ქრთამით, ეს ავადმყოფობა უნდა მივიცილოთ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ამის შეცვლა 2 თვეში შეიძლება.“

Posted in Uncategorized | Leave a comment

დიდი რეფორმები უკრაინაში

gordonua.com გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინაში მოღვაწე ქართელ რეფორმატორთან, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან გია გეწაძესთან. მედიაline ამ ინტერვიუზე დაყრდნობით მიმოიხილავს უკრაინის იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს რეფორმას და მის უკვე ხელშესახებ შედეგებს.

სადაც რიგია, იქ იქმნება მიზეზები კორუფციისთვის, ჩვენ რიგები მოვხსენით.

გია 2ქაღალდები უნდა მოვაშოროთ. ავიღოთ და გადავყაროთ. იუსტიციის სამინისტრო ამას აკეთებს. ჩვენ ვქმნით პროგრამებს და ვაციფრულებთ დოკუმენტებს. სხვებმაც ამ მიმართულებით უნდა იმოქმედონ, თორემ სხვაგვარად მოქალაქეებს მათ მიმართ შეკითხვები გაუჩნდებათ.

უკვე ავამოქმედეთ ელექტრონული სერვისები. ადრე უკრაინის მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროსგან წელიწადში 1.5 მილიონ სხვადასხვა ცნობას იღებდნენ და ჩვენი გათვლით ამ ცნობების მიღებისთვის მათ ქრთამის სახით წელიწადში 500 -700 მილიონი გრივენის გადახდა უწევდათ. დღეს ამ ცნობების მიღება ( მათ აქვთ უნიკალური კოდი) სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად შეუძლიათ.”

ამასობაში, უკრაინის უმღლესმა რადამ ქონებრივი რეესტრი საჯარო გახადა. იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებული დიდი რეფორმების ფარგლებში მანამდე გაიხსნა ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემთა ბაზა. ზუსტად ასევე იქნება ქონების რეესტრის შემთხვევაშიც. უკრაინის იუტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე უკრაინელებს განუმარტავთ, რომ მალე გაიხსნება ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საჭირო იქნება მისი ელექტრონული გამოწერა, სისტემა კი შეინახავს მონაცემებს – ვინ როდის და რა ინფორმაცია გამოითხოვა.

გია

ახლა უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, ოღონდ ხელით. გია გეწაძის თქმით, მომავალი წლიდან ისინი დეკლარაციებს ელექტრონულად შეავსებენ და ამ გზით რეესტრში მოხვდება 700 000 ადამიანის : ყველა პროკურორის, ყველა მოსამართლის, დეპუტატის, სამინისტროების თანამშრომლების და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლების ქონებრივი მონაცემები.

მაგრამ ვიღაცას ხომ მოუნდება დამალოს ინფორმაცია ქონების შესახებ? ამ შეკითხვას ქართველი რეფორმატირი პასუხობს: „ ერთის მხრივ იქნება კანონი, მეორე მხრივ მიმდინაროებს სამართალდამცველი ორგანოების რეფორმირება. როცა რეფორმირებული სისტემა სრულფასოვნად ამუშავდება, არამგონია რომელიმე მოხელეს აზრად მოუვიდეს ინფორმაციის დამალვა. რაც შეეხება ქონების ნათესავებაზე გადაფორმების პრაქტიკას: თუ დეპუტატი ფლობს წილს რაღაც კომპანიაში, ჯობია მოქალაქეებმა იცოდნენ ამის შესახებ და კი არ აიძულონ უარი თქვას თავის ბიზნესზე, აიძულონ დროებით მმართველობაში გადასცეს თავისი წილი დამოუკიდებელ კომპანიას, სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში.

დღეს აფორმებენ ქონებას და ბიზნესს ცოლებზე, მაგრამ ეს არავის არაფერს მისცემს. წარმოიდგინეთ ვითარება – ესა თუ ის დეპუტატი ფლობს წილს წამლების ბიზნესში და პარლამენტი ამ სფეროსთან დაკავშირებით ღებულობს კანონს, წესიერი დეპუტატი უარს იტყვის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე ინტერესთა კონფლიქტის გამო.“

გია გეწაძე: „14 ივლისს რადამ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს რეგისტრაციის შესახებ. ვნერვიულობდთ, რადგან პარლამენტს ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, პრიორიტეტები ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ კი კანონების მიღება ასე გვეჩქარება, ისინი ძირფესვიანად ცვლიან სისტემას.შევქმენით უნიკალური მოდელი და ვფიქრობ მას შეისწავლიან სხვა ქვეყნებიც. რეგისტრაციის სფერო იქნება დემონოპოლიზებული, რეგისტრაციის ფუნქციებს: დაბადების შესახებ ცნობის გაცემა,ქორწინების მოწმობების, გარდაცვალების შესახებ ცნობების გაცემის ფუნქციებს ნოტარიუსებს და ადგილობრივ ორგანოებს გადავცემთ. იუსტიციის სახლები გაიხსენება ქალაქებსა და რაიონებში.უკრაინაში 43 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენი სურვილია მათ გაეწიოთ მომსახურება სახლებთან და სამსახურებთან ახლოს. ქვეყანაში 7000 ნოტარიუსია, აქვთ განათლება, ოფისები, შემოსავლები, ლიცენზიები, ახლა ექნებათ საშუალება ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ჩაერთონ შეჯიბრში რეგისტრაციის სფეროში, ასე შეიქმნება უნიკალური მოდელი.“

გასულ კვიარში მოსამართლეებმა კიევსა და ოდესაში გაანთავისუფლეს კორუფციონელი ჩინოვნიკები. გია გეწაძეს კითხეს რატომ ხდება ასე? მისი აზრით კანონშიც არის პრობლემა და მოსამართლეებშიც. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს მიზეზი მიაჩნდეს, რომ სასამართლო კორუმპირებულია.

„მოსამართლეებს როცა ვხვდები მათ ვეუბნები, რომ ღიად უნდა ილაპარაკონ საკუთრ პრობლემებზე, რომ თუ სხვაგზით წავლენ და დაიწყებენ თავის დაცვას ადვოკატებისგან, პოლიტიკოსებისგან და საზოგადოებისგან, ეს არაფერს მოიტანს. ჩვენი მოსამართლეები თვითონ უნდა წავიდნენ რეფორმაზე, სხვაგვარად პოლიტიკოსებს ექნებათ მეტი შანსი მათ შეცვალონ სისტემა. მაგალითვისთვის – იუსტიციის სამინისტროში შევიკრიბეთ და განვიხილეთ სად გვაქვს პრობლემები, სად არიან კორუმპირებული თანამშრომლები. ბოლო წლის მანძილზე ჩვენი 100 თანამშრომელი დააკავეს კორუფციისთვის. ცუდია როცა ადამიანებს იჭერენ, მაგრამ უარესია, როცა ამ ომის დროს სახელმწიფო მოხელეები მექრთამეობის ხარჯზე მდიდრდებიან, საზოგადოება კი ფიქრობს, რომ მის ქვეყანაში შეუძლებელია რამის შეცვლა.

სასამართლო რეფორმა უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერ შეუძლებელია კონკრეტული რეზულტატის დემონსტრირება, როგორც ეს ხდება რეესტრის გახსნის შემთხვევაში. უკვე მიღებულია კანონები, პრეზიდენტთან მუშაობს საკონსტიტუციო კომისია ვენეციის კომისიასთან ერთად, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად.

უკრაინაში არის 9000 მოსამართლე და ერთმანეთის პარალელურად მოქმედებს სამი სპეციალიზირებული სასამართლო. თოთოელს აქვს პირველი ინსტანცია, სააპელაციო და შემდეგი საფეხურის სასამართლო, ამ ყველაფრის მაღლა კი არის უზენაესი სასამართლო. იქმნება შერეული სისტემა. გვაქვს ორმაგი საკასაციო ინსტანცია, უმაღლესი სასამართლო და უზენაესი სასამართლო. ვფიქრობ, ეს არანორმალურია და მოქალაქეებისთვის რთული გასაგებია. ამ სისტემას სჭირდება გამარტივება. უნდა შეიქმნას უმაღლესი სასამართლო, სააპელაციო და პირველი ინსტანციის. სისტემაში უნდა იყოს არაუმეტეს 4000 მოსამართლე.”

საინტერესო სიახლე, უკრაინაში იქმნება კორუფციონელთა რეესტრი ანუ მონაცემთა ბაზა სასამართლოს მიერ დადასტურებული სამსახურეობრივი დანაშაულებისა. ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის დასაწყებად პირი არ უნდა იყოს ნასამართლები, მით უფრო მას არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი კორუფციული დანაშაული. კადრების დეპარტამენტში იმუშავებს სპეციალისტი, რომელსაც ექნება წვდომა კომპიუტერულ მონაცემებთან და ძალიან მალე ამოიღებს საჭირო ინფორმაციას. „ ძალიან მაბრაზებს ის, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყების მსურველებს 2 თვე უწევთ სირბილი ცნობებზე სხვადასხვა ინსტანციებში და მათ მიერ მოგროვილ ცნობებს არც არავინ კითხულობს.“- ამბობს გეწაძე. უკრაინაში ეს რეალობა სრულდება. მალე იქ პირველი იუსტიციის სახლები ამოქმედდება, ოდესაში, ალბათ, ოქტომბრიდან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიევის მერთან და კიევის ოლქის ადმინისტრაციასთან, რადგან იუსტიციის სახლების პროექტში ადგილობრივი ორგანოებიც უნდა ჩაერთონ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

“მოინდომე, დაიჯერე და გააკეთებ,” – რეფორმა უკრაინაში

როგორ დაიწყო და მიმდინარეობს უკრაინაში რეფორმები? რას ცვლიან იქ ქართველი რეფორმატორები? რამდენად საიმედოა ეს პროცესი?

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადილემ გია გეწაძემ უკრაინული ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა – იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მის განმარტებებზე დაყრდნობით შევაჯამებთ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით. გია გეწაძე თან რეფორმების კომიტეტის, საკადრო კომისიის და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელია.

gia kievi

1) უკრაინაში უკვე შემუშავებულია პენიტენციური სისტემის რეფორმირების გეგმა, რომლის საფუძველზეც ოქტომბრიდან ამუშავდება პრობაციის სისტემა. „ეს შეამცირებს პატიმრების რაოდენობას და შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებსაც, ამასთან, შევეცდებით ჩვენს თანამშრომლებს გაეზარდოთ ხელფასები, დაბალი ხელფასები ციხეში ქმნის შესაბამის რისკებს,“ – აღნიშნავს გია გეწაძემ.

საიდან იწყება რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება? ისევ გია გეწაძის სიტყვებით: „უკრაინის სასჯელაღსრულების სისტემა არის ძველი, საბჭოური, კორუმპირებული, იქ პატიმრები იმყოფებიან ისეთ პირობებში, როგორშიაც არ შეიძლება იყვნენ და ასევე, სისტემაში არიან მექრთამე თანამშრომლები.“

რეფორმა სისტემის გახსნით, იქ არსებული პრობლემების მზის სინათლეზე გამოტანით და შეფასებით დაიწყო. რეფორმატორებმა ერთი თვის წინ გახსნეს ციხის კარები მედიისთვის.უახლოეს მომავალში რადამ უნდა მიიღოს კანონი, რომლის საფუძველზეც უკრაინაში პრობაციის სისტემა დაინერგება.

2) მიმდინარეობს რეფორმა რეგისტრაციის სფეროში. ძველ სისტემას ახლდა დაუსაბუთებელი უარები, რიგებზე და ქრთამზე აწყობილი მომსახურება. რა იცვლება? უკრაინაში არ აშენდება ქართული მოდელის იუსტიციის სახლები, რადგან არც ამისი დროა, არც სახსრები, სამაგიეროდ არის რეფორმის ახალი რეცეფტი და ქვეყანაში არის 7000 სანოტარო ბიურო, თავისი ოფისებით.მათ გადასცემენ რეგისტრაციის უფლებას და როგორც გია გეწაძე ამბობს – შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ, ქვეყანაში 7000 იუსტიციის სახლი ამუშავდება. სისტემა ისეთივეა, როგორიც ქართული, თუმცა, მის ამუშავებაზე არც ბევრი დრო დაიხარჯება და არც ფული. რეგისტრაციის უფლებას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აკრედიტირებული ბანკებიც, ასე რომ, იქნება კონკურენცია და არ იქნება მონოპოლია, ცნობის ასაღებად მოქალაქე მის საცხოვრებელ სახლთან მახლობელ ოფისს მიაკითხავს. ეს სიახლე მალევე ამუშავდება.

3)იუსტიციის სამინისტროში უკვე მოხდა სტაფის ოპტიმიზაცია. ეს პირველი ტალღა იყო. იმუშავა საკონკურსო კომისიამ და ღია, გამჭირვალე და სამართლიანი კონკურსის საფუძველზე დაინიშნენ კადრები სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე უკრაინულ რეალობაში.

4) უკრაინაში ჩატარებული სხვა და სხვა გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 75 პროცენტი სასამართლოს კორუმპირებულად მიიჩნევს, – აღნიშნავს გეწაძე და დასძენს, რომ რეფორმა მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების სფეროშიც, სადაც ასევე მექრთამეობის პრობლემაა. ცვლილებების დაწყებისთვის უკვე შემუშავებულია კანონპროექტი. იგეგმება სახელმწიფო აღმასრულებლების წახალისება ბონუსებით, ამასთან, კერძო და სახელმწიფო აღმასრულებლებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

„ჩვენს ქვეყანაში რეფორმების გატარება რთულია, მაგრამ ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ახლა ვაშენებთ საკუთარ სახელმწიფოს. უკრაინაში რეფორმები რთულია იმიტომ, რომ ბევრს არ სურს რეფორმა. იუსტიციის სამინისტროში კი ზუსტად ვიცით როდის ვიწყებთ რეფორმას, როდის უნდა დავასრულთ, რა ეტაპზე უნდა გადავიდეთ.„ – ნათქვამს უკრაინის იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე ამატებს განმარტებას, რომ იუსტიციის სისტემაში რეფორმა ითვალისწინებს მინიმიზაციას კორუფციის, ქაღალდების, მონოპოლიების, კეთდება რეფორმა, რომელიც ეფუძნება დეცენტრალიზაციის პრინციპს, როგორც ვერტიკალურად ისე ჰორიზონტალურად.

„მოინდომე, დაიჯერე და გააკეთებ,“
ამ სიტყვებით უხნის ქართველი რეფორმატორი უკრაინელ ხალხს რეფორმების ქართულ გამოცდილებას. მას სჯერა, რომ უკრაინის სასამართლოში არიან წესიერი მოსამართლეები, რომლებსაც აღარ სურთ ძველებურად გაგრძელება და ამბობს: „ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, პრეზიდენტმა პოროშენკომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, სადაც განიხილება ეს თემა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები ევროპელებთან.სასამართლო რეფორმის გარეშე გვექნება მხოლოდ მცირე გარღვევა სხვადასხვა მიმართულებით.რეფორმები წინ ვერ წავა თუ უკრაინელ ხალხს არ გაუჩნდება ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. სისტემის შიგნით უნდა გაჩნდეს მზაობა რეფორმისთვის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ გულხელდაკრეფილები დაველოდოთ სასამართლო სისტემის თვითრეფორმირებას.„

ქართული გამოცდილება

გია გეწაძე: „ როცა საქართველოში დაიწყო აგრესიული რეფორმები, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს მინისტრის მოადგილე ვიყავი, როცა იქმნებოდა საპატრულო პოლიცია. ეს რეფორმა ძალიან სწრაფად ჩავატარეთ, ძალიან ეფექტურადაც და დავუშვით ძალინ ბევრი შეცდომაც. არ გვქონდა საიმისო დრო, რომ ექსპერტებთან ერთად დიდხანს გვემსჯელა ამა თუ იმ მოდელის უპირატესობაზე. ჩვენი შეცდომებიც არის გამოცდილება უკრაინისთვის. ახლა უკარინაში კარგადაა განვითარებული კერძო ბიზნესი და აი -ტი ტექნოლოგიები, ბოლო-ბოლო 2015 წელია, ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ვებ – გვერდი, რომლის გამოყენებითაც სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი იურიდიულ პირად დარეგისტრირება. ახლა უკრაინელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ კერძო კომპანია, მიიღონ საჭირო ცნობები“

სახლიდან გაუსვლელად მიღებულ ამ ცნობებს როცა ამობეჭდავენ, მათ ექნება ხელმოწერის და ბეჭდის ტოლფასი უნიკალური კოდი. ასე რომ, ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტაციის ძალის. მსგავსი სერვისი საქართველოში არ არის, მაგრამ, ის უკვე მოქმედებს უკრაინაში.

წარმატებები უკრაინულ დიდ რეფორმებს❤

Posted in Uncategorized | Leave a comment

“ქუაბ ავაზაკთა” ისტორიიდან

ეკლესიის მეთაურმა 1263 წელს საეკლესიო კრება მოიწვია. მასზე გადაწყვიტეს ეცნობებინათ მეფისთვის და მთავრობისთვის, რომ თუ ეკლესიისთვის შეწირული მიწების გაცემა არ შეჩერდებოდა და ჩამორთმეული მამულები ეკლესიას უკან არ დაუბრუნდებოდა, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეკლესიები დაიკეტებოდა და ყველა საეკლესიო წესის ასრულება შეჩერდებოდა.

ზარი

XIII საუკუნე

მონღოლთა უაღრესად მკაცრი სისტემისა და დიდი მოხარკეობის გამო, მოსახლეობაც და უძრავ-მოძრავი ქონებაც იმდენად მრავალნაირი გადასახადითა და ბეგარით იყო დატვირთული, რომ არც მიწაზე მომუშავეებისთვის და, არც მემამულეებისთვის მიწის ფლობა ხელსაყრელი აღარ იყო. გადასახდების გასტუმრებისთვის მესაკუთრეებმა მამა-პაპისეული მიწების დაგირავება დაიწყეს, ვალის გადახდის დრო რომ დგებოდა, ვალს ვეღარ ისტუმრებდნენ და მიწის დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებდნენ. მესაკუთრეთა უდიდესი ნაწილი უმიწა-წყლოდ დარჩა, მისთვის ლუკმა-პური სანატრელი გახდა.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ეკლესია იყო, ვინაიდან, მონღოლთა წესით ეკლესიაზე შეღავათები ვრცელდებოდა. ქვეყანაზე თავსდამტყდარი გაჭირვება და ფულის გაძვირება ეკლესიასა და მის ქონებრივ მდგომარეობაზეც აისახებოდა, მაგრამ, მისი მდგომარეობა მაინც სანატრელი იყო დანარჩენი მოსახლეობისთვის.

„გაჭირვებული ხალხი შურით შეყურებდა ეკლესიას და ბუნებრივად ებადებოდა აზრი მდგომარეობის ასეთი უთანასწორობის უსამართლობის შესახებ, მით უმეტეს, რომ ეკლესიის ასეთი კეთილდღეობის საფუძველს ნაწილობრივ მათივე წინაპრებისგან შეწირული უძრავი ქონება შეადგენდა, რომელიც თავის დროზე შემწირველებისთვის ზედმეტი იყო, ახლა კი მათ შთამომავალთ არსებობის მთავარი სახსარი მოსპობილი ჰქონდათ და ლუკმა-პური სანატრელი გახდომოდათ… გაღატაკებულები სთხოვდნენ მეფეს, მათთვის მიწა ეწყალობებინა,“- წერს ივანე ჯავახიშვილი.

ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელმა პრობლემის გადაჭის გზას მიაგნო. მან გადაწყვიტა, რომ გაჭირვებულებისთვის მიწების დასარიგებლად შეიძლებოდა იმ უძრავი ქონების გამოყენება, რომელიც ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში წინა მეფეებისგან ჰქონდა შეწირული. ქართული სამართლის ძალით, შენაწირი ქონების მფლობელს უნდა ეზრუნა, რათა შეწირულება ადრინდელი მფლობელის შთამომავლობის ყოველი ახალი თაობისგანაც ყოფილიყო დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მემკვიდრეს ქონების უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა.

ეკლესიისთვის შეწირული ქონების უკან წაღება მორწმუნეთა აზრით დიდი ცოდვა იყო, მაგრამ მეფეს – დავით ულუს – ჭყონდიდელის გეგმა მოეწონა და მის განხორციელებას შეუდგა.ამან მღვდელმთავრების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. ეკლესიის მესვეურნი გაშმაგებით დაუპირისპირდნენ მეფის მიერ მოწონებული გეგმის რეალიზაციას, რომელიც ეკლესიის სამწყსოს უკიდურესი გაჭირვებისგან ხსნას ისახავდა მიზნად. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით: „ხალხს ეკლესიის ასეთი წინააღმდეგობა მისი ანგარებისა და გულქვაობის ნიშნად მიაჩნდა. ის ირწმუნებოდა, რომ სამწყსოს გაჭირვებაზე მზრუნველობისა და კაცთმოყვარეობის მაგიერ, ეკლესიის მესვეურთ ერთადერთ მიზნად მხოლოდ პირადი და თავიანთ დაწესებულებათა ქონებრივი კეთილდღეობა ჰქონდათ დასახული.“

საქმე იქამდე მივიდა, რომ ეკლესიის მეთაურმა 1263 წელს საეკლესიო კრება მოიწვია. მასზე გადაწყვიტეს ეცნობებინათ მეფისთვის და მთავრობისთვის, რომ თუ ეკლესიისთვის შეწირული მიწების გაცემა არ შეჩერდებოდა და ჩამორთმეული მამულები ეკლესიას უკან არ დაუბრუნდებოდა, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეკლესიები დაიკეტებოდა და ყველა საეკლესიო წესის ასრულება შეჩერდებოდა! ეკლესიის ეს უკანასკნელი მცდელობაც უნაყოფო გამოდგა. მეფემ ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელის გეგმის შესრულბაზე ხელი არ აიღო, ეკლესიის მესვეურებმა კი თავიანთი მუქარის შესრულება ვერ გაბედეს, რითაც სრული უძლურება გამომჟღავნეს. გამწარებულებმა მეფეზე იერიშის მიტანა ვერ გაბედეს და ყველაზე საძულველ პიროვნებად მწიგნობართუხუცესი ბასილ უჯარმელი გამოაცხადეს. მის წინააღმდეგ ეკლესიიდან საშინელი ფარული ბრძოლა გაჩაღსა. ჭყონდიდელს ერთმანეთის მიყოლებით უვრცელებდნენ სახელის გასატეხ ჭორებს და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს. ჭორმა მეფის საწოლის შეურაცხყოფის შესახებ გაჭრა. დავით ულუმ თავისი პირველი ვაზირი გაუსამართლებლად ჩამოახრჩო, ჟამთააღმწერელის სიტყვებით:” რამეთუ მეფე იყო მალემოწრმუნე და ლიტონიცა.“

Posted in Uncategorized | Leave a comment

გია გეწაძე: “უკრაინაში ყველაფერი გამოგვივა”

gia

7 თებერვალს უკრაინულ ტელეკომპანია „Espreso tv“-ს  უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე სტუმრობდა. გეწაძე წარმოადგენს მინისტრ პეტრენკოს გუნდს, მისივე სიტყვებით „ ახალგაზრდა, განათლებული, მოტივირებული ადამიანებით შემდგარ გუნდს, რომელშიც სურთ საქმის კეთება და ჯერათ კიდეც,  რომ გამოუვათ საქმე.“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის  ქართველი მოადგილე ამავდროულად   რეფორმების კომიტეტის, საკადრო კომისიის და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელია. უკრაინა  2 ფრონტზე იბრძვის: საკუთარი ქვეყნის გათავისუფლებისთვის რუსეთთან ნამდვილ ომში და  იწყებს დიდ რეფორმებს. რა დახმარებას უწევენ ამ მეორე და უმნიშვნელოვან ფრონტზე უკრაინელებს ქართველი სპეციალისტები? რას პირდებიან მათ?

„Espreso tv“-ზე გია გეწაძის გამოსვლის მთავარი აქცენტები

1. უკრაინაში ყველაფერი გამოგვივა და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, საქართველოს დაჭირდეს უკრაინის რეფორმების გაზიარება

შევეცდებით ძალიან სწრაფად გავაუმჯობესოთ  მომსახურება იუსტიციის სამინისტროს მხრივ,  ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება.  გვაქვს გრძელვადიანი გეგმაც, მაგრამ,  ხალხს ახლა სწრაფი შედეგები აინტერესებს და  მე ვფიქრობ,  რომ  მოქალაქეები  ყოველ თვეს იგრძნობენ იუსტიციის სამინისტროს სერვისის გაუმჯობესებას.

საქართველოში როცა  ვიწყებდით, არათუ მოსახლეობას, ჩვენ თავადაც გვეპარებოდა ეჭვი, ეს იმდენად   ძალიან რთული საქმე  იყო.. არსებობს მოსაზრება,  რომ საქართველო გეოგრაფიულად მცირე  ქვეყნაა და ამიტომ იქ უფრო იოლი უნდა ყოფილიყო რეფორმების გატარება,  არ ვეთანხმები,  შესაძლოა პირიქით იყო, საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს,  ყველა ერთმანეთის ნათესავია…  მგონია,  რომ აქ  უკეთ გამოგვივა. არ ვფიქრობ  რომ  მოვახდენთ ქართული მოდელის კოპირებას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, მათ  შორის ჩვენი შეცდომების, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია.  უკრაინაში ყველაფერი გამოგვივა და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, საქართველოს დაჭირდეს უკრაინული მოდელის კოპირება, უკრაინის რეფორმების გაზიარება.

2. კორუფციასთან  ბრძოლისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ნაკლები ბიუროკრატია

კორუფციასთან  ბრძოლისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდები..აქაც გავხსნით თუ არა იუსტიციის სახლებს? არ არის აუცილებელი, შესაძლოა სხვა მიმართულებით წავიდეთ. გვაქვს მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან,  ბანკებთან, სანოტარო სამსახურებთან. მოწინავე ოფისები ექნებათ იურიდიულ, ავტორიზირებულ პირებს და  მოქალაქე,  რომელსაც სურს ცნობის აღება, საკუთარი სახლიდან უახლოეს  ოფისს მიაკითხავს.  ინფორმაციის გადამუშავება კი  ბექოფისებში მოხდება, მის  თანამშრომლებს მოქალაქეებთან კონტაქტი არ ექნებათ. მოწინავე ოფისები შეიქმნება იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე, შესაძლოა ამ საქმეში კერძო კომპანიების მონაწილეობაც, მომსახურების საფასური , ცხადია, საერთო იქნება

რატომ არის კორფცია ცნობების გაცემის სამსახურებში?  იმიტომ რომ იქ გრძელი  რიგებია. მოქალაქეები მიდიან დილით, ეწერებიან,  მერე მთელი დღე დგანან რიგში,  მიდის მათთან ვიღაც და სთავაზობს ფულის გადახდას, მოქალაქებს  ცნობა  სჭირდებათ, ეჩქარებათ  და თანხდებიან.  რიგები როცა არ იქნება, ეს პრობლემაც მოიხსნება. ახლა ერთი და იგივე ადამიანი იღებს განცხადებას, ამუშავებს ინფორმაციას და მერე გასცემს ცნობას.  ახლა სისტემაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მიიღებენ განცხადებას, კომპიუტერებით ამ ინფორმაციას  გადასცემენ ბექოფისებში, იქ გადაამუშავებენ ინფორმაციას, გამოწერენ ცნობას და  გადააგზავნიან მოწინავე ოფისებში, საიდანაც გასცემენ ცნობას.  ამ ორი ოფისის თანამშრომლებს განსხვავებული ტრეინინგების გავლა მოუწევთ.

3. მთავარი  ამ პროცესში გამჭირვალობაა

სამსახურებიდან  ადამიანების  გაშვება არ არის თვითმიზანი.  ხელფასები რა თქმა უნდა გაიზრდება. იანუკოვიჩის დროს ჩემმა ერთმა მეგობარმა პასპორტის სასწრაფოდ აღებაში 100 დოლარი გადაიხადა. თუ ერთ დღეში პასპორტის აღება ეღირება 50 დოლარი, მსურველი გადაიხდის  ფულს, რომელიც ბიუჯეტში წავა. ყველაფერი იქნება ლეგალური, ბიუჯეტში შემოსავლები იმატებს.

თუ არიან სისტემაში ისეთები, რომლებიც რეფორმას ეწინააღმდეგებიან? შესაძლოა.  არიან ადმიანები, რომლებსაც რეფორმები არ სურთ და არც სწამთ რეფორმირების პროცესის, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ,  მაგრამ ჯერ არ სჯერათ. ასეთები დაინახავენ პროცესს და დაიჯერებენ, შემდეგ   გაცილებით მეტი ვიქნებით.

მთავარი  ამ პროცესში გამჭირვალობაა, იუსტიციის  სამინიტროს ბრიტანული კომპანია “Ernt and young” ეხმარება  ტესტირების პირველი ეტაპის ჩატარებაში, ეს კომპანია მსოფლიო აუდიტორიული კომპანიების ხუთეულშია,  80 -მა ჩვენმა თანამშრომელმა დღეს გაიარა ტესტირება,  ჩვენ უნდა დავდოთ შედეგები, თუ ახლადდანიშნულები  იმუშავებენ უკეთ და ამას იგრძნობს მოსახლეობა,  ვიტყვით რომ საქმე გამოვიდა. მე დარწმუნებული ვარ რომ გამოვა.  ვნახოთ..

დღეს იყო დიდი შეხვედრა დონორებთან, უცხოურ ორგანიზაციებთან, ჩვენ გვინდა მუშაობის კოორდინირება მათთან. როცა პროცესი დაიწყება და ამას დონორებიც დაინახავენ, ორმაგად დაგვეხმარებიან.

4. როგორ შეიძლება იყო საშულაო ხელფასი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში?

მე გეტყვით როგორ იყო საქართველოში, ვარდების რევოლუციის შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დავინიშნე, ჩემი ხელფასი მაშინ 140 ლარი იყო, ეს   100 დოლარზე ნაკლებია. ვიცოდით რა გვინდოდა, ძალიან ბევს ვმუშაბდით და გვჯეროდა,  რომ თუ ბიუჯეტში შევიდოდა ბევრი  ფული,  ხელფასებიც გაიზრდებოდა.  3 წლის შემდეგ  მინისტროს მოადგილის ხელფასი გახდა 4000 ,  შემდეგ 5000 , 6000…

5. პერსონალური დამოკიდებულმა და ემოცია  უკრაინასთან  და მის ბრძოლასთან

ვერ წარმოვიდგენდი რომ წავიდოდი  სხვა ქვეყანაში სამუშაოდ  და უარს ვიტყოდი საქართველოს მოქალაქეობაზე.  მაგრამ მე  ჩემი პერსონალური დამოუკიდებულმა და ემოცია მაქვს უკრაინასთან მიმართებით. აქ ჩამოვდიოდი ჯერ კიდევ  კუჩმას პერიოდში,  ჩემს მეგობრებთან ერთად აქ ჩამოვდიოდი ნარინჯისფერი რევოლუციის დროს,აქ  ვიყავი მაიდნის პერიოდში:  დეკემბერში,  იანვარში, თებერვალში, თვეში 2 კვირა მაინც აქ ვიყავი და  როცა არ ვიყავი ჩემს  ტელეფონში სულ ჩართული მქონდა თქვენი ტელევიზია „ესპრესო ტვ“..  როცა აძლევ  რჩევებს მეგობრებს და მერე ისინი გთხოვენ მოდით ერთად ვიმუშაოთო, არ შემეძლო უარი მეთქვა.

Posted in Uncategorized | Leave a comment

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გამოცდილებაზე – “EspresoTV”

“პოსტსაბჭოთა სივრცეში უყვართ ლაპარაკი იმაზე, რატომ არ გამოვა ესა თუ ის საქმე, მაგრამ არ უყვართ ლაპარაკი საქმეზე და არ უყვართ გადაწყვეტილებების მიღება.” მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს გამოცდილება
უკრაინული არხისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს მიხედვით

(7 თებერვალი, 2015)

1 – ორი გამოსავალი ხელისუფლებისთვის: არაფერი აკეთო და დაკარგო რეიტინგი ან აკეთო საქმე და მაინც დაკარგო რეიტინგი

ჩვენ დავიწყეთ სწრაფი რეფორმები და პირველი რაც გავაკეთეთ ბიუჯეტში დავაბრუნეთ 1 მილიარდი მოპარული ფული, თქვენი მასშტაბების გათვალისწინებით ეს ალბათ იქნება 20 მილიარდი, ეს ერთი, მეორე მხრივ დავიწყეთ ყევლა სფეროში კორუფციის შავი ხვრელების ამოვსება. ძველი და უვარგისი სისტემის შეცვლა..

ახლა თქვენ იტყვით, რომ არ შეგიძლიათ გადასახადების შემცირება, იმიტომ რომ ხაზინა ისედაც ცარიელია, ჩვენ ხაზინა აბსოლუტურად ცარიელი დაგვხდა, მაგრამ გადასახდები მკვეთრად შევამცირეთ, გვეუბნებოდნენ გიჟები ხართო, მაგრამ პირველივე წელს შემოსავლები ორჯერ გაიზარდა..

miki

რატომ წავაგეთ არჩევნები? რაღაც პერიოდის შემდეგ ნებისმიერი ხელისუფლება ბეზრდებათ. არის 2 გამოსავალი: არაფერი აკეთო და დაკარგო რეიტინგი, საქმე გააკეთო და მაინც დაკარგო რეიტინგი. აქედან არჩევანი ერთ-ერთის სასარგებლოდ უნდა გააკეთო. მეუბნებიან – რატომ წააგეთ არჩევნები, როცა თქვენმა ხელისუფლებამ ამდენი გააკეთაო, ჯერ ერთი რაც გავაკეთეთ ყველაფერი კარგად არ გაგვიკეთდებია.. კი, ჩვენი რეფორმები და ჩვენი გაკეთებული საქმე დაინახეს, მათ შორის ქვეყნის გარეთ.. არჩევნები წავაგეთ იმიტომ, რომ ბოლოს არჩევნებს ყველა აგებს.

2 – საქართველოში ხალხმა დაინახა როგორ ჩამოყალიბდა უსაფრთხო გარემო ქვეყანაში, სადაც დანაშაული მეფობდა.

პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა ისაა, რომ ხალხი ცვლილებებს ვერ ხედავს. ჩვენთან ხალხმა დაინახა ქვეყანა, რომელშიც დანაშაული მეფობდა როგორ გადაიქცა უსაფრთხო სახელმწიფოდ, როგორ გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი 11 – ჯერ, გადასახდების შემცირების ფონზე ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო, დაინახეს, რომ კორუფცია ჩვენთან პრაქტიკულად ნულზე დავიდა. ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება იცხოვრო სხვანაირად, ამიტომ ნებისმიერი შემდეგი მთავრობა წააგებს, თუკი წინ არ წავა.

მაგალითად, საქართველოში სერვისები გაფუჭდა. ხალხი მომენტალურად რეაგირებს ამაზე საქართველოში ნანახი აქვთ როგორ გამოიყურება
კორუფციისგან დაცლილი სახელმწიფო სამსახური… არავის აპატიებენ ამ ყველაფრის გაფუჭებას.

3 – არის უდიდესი სიამოვნება აშენო ახალი ქვეყანა, ეს არის ისეთი უნიკალური შანსი, რა თქმა უნდა ღამეები არ უნდა გეძინოს. ჩვენი მამოძრავებელი იყო იმის განცდა, რომ დრო ცოტა გვქონდა და ბევრი უნდა მოგვესწრო.

მე ხშირად მსაყვედურობდნენ: შენ არ ხარ მთავარი არქიტექტორი, შენ არ ხარ მთავარი „პრარაბიო“, ჩემზე ამბობდნენ გიჟია, თორემ რატომ
დარბის ამდენს, ნარკომანია და ღამეები იმიტომ არ სძინავსო, ამ დროს არის უდიდესი სიამოვნება აშენო ახალი ქვეყანა, ეს არის ისეთი რამ, ისეთი უნიკალური შანსია, რომ რა თქმა უნდა ღამეები არ უნდა გეძინოს. ასე ვიქცეოდით ყველა ერთმანეთის პარალელურად, უნისონში. ჩვენი მამოძრავებელი იყო იმის განცდა, რომ დრო გვქონდა ცოტა და ბევრი უნდა მოგვესწრო, ჩვენ უნდა გაგვესწრო რუსეთისგან. არა მარტო 2008 წლის ომი, ჩვენ გვქონდა სრული ეკონომიკური ემბარგო.. ჩვენი მოქალაქეები გამოყარეს რუსეთიდან, გვიწყობდნენ ტერაქტებს, რუსეთი ყოველ წელს გვბომბავდა: ხან ერთ ხეობაში, ხან მეორე ხეობაში ყრიდა ბომებს, ხან თბილისთან ახლოს, ადამიანებს გვიკლავდნენ,იყო შიდა პროვოკაციები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ სადღავ მიგვეჩქარებოდა.

4 – ინვესტიციების შემცირებაზე

ინვსტორები მკვეთრად რეაგირებენ კორუფციაზე. როცა შეზღუდვებს აწესებენ ცხადია, რომ კორუფციული პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობაში ახლა ამას ხსნიან ვითომ რაღაც კეთილშობილურ მოტოვებით.. ამ დრო შეზღუდვების უკან დგას ბიუროკრატი, რომელიც ამ ყველაფერზე ფულს შოულობს.

როცა პრეზიდენტი გავხდი 100000 ტურისტი გვყავდა, ყოველწლიურად 50 პროცენტით ან ცოტა მეტით მატულობდა და წელს დაიწყო კლება.
რაც არ გვქონია ომის დროსაც.

5 – ომი და რეფორმები

უკრაინას 2 ფრონტი აქვს: უნდა შეაჩეროთ რუსეთი, მეორე – კორფციასთან ბრძოლა და რეფორმები, ამის გარეშე არაფერი იქნება. მეხუთე კოლონა ყოველთვის დგას კორუფციონერებზე და ორგანიზებულ დამნაშავეობაზე, საქართველოში ასე იყო. კორუფცია არის უმთავრესი გამოწვევა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ რეფორმების გზით მივდიოდით მაშინ, როცა ტერაქტებს გვიწყობდნენ, როცა ემბარგოს გვიწესებდნენ, როცა თავს გვესხმოდნენ, როცა სახელმწიფო გადატრიალებას გვიწყობდნენ.

6. რუსეთი და მისი მიზნები უკრაინაში: შექმნას პირობები უკრაინაში პროცესების ხანგრძლივი ვადით დესტაბილიზებისთვის

აზერბაიჯანში ვიყავი და ვნახე რუსული სერიალი ქურდულ სამყაროზე, ეს კატასტროფაა, ეს სხვა სამყაროა: ძალადობა, სიხარბე, უპერსპექტივობა… ამასწინათ ინტერვიუში ვთქვი, უკრაინელ ჯარიკაცებს ისეთი გაუტეხელი სული აქვთ , მათ რუსეთის დაპყრობაც კი შეუძლიათქო, რა თქმა უნდა უკრაინელებს ეს არ სურთ და მათი სურვილი მხოლოდ საკუთარი ქვეყანის განთავისუფლებაა.. კადიროვი გამოვიდა და ამბობს, რომ მე მოვუწოდებ უკრაინელებს დაიპყრონ რუსეთი. ეს შიზოფრენია.. თითქოს ყველას რუსეთის დაპყრობა განუზრახავს. შინაარსი განცხადების ის იყო, რომ უკრანელები მშვიდობიანი ხალხია, მათ სურთ თავისი ქვეყნის გათავისუფლება და ძლიერი სულისანი არიან. ნებისმიერ მინიშნებას საკუთარი ქვეყნის დაცვაზე. რუსეთში შეურაცხყოფად იღებენ, ეს არის ნიშანი მართლაც სრული შუზოფრენიისა, თან იუმორის გრძნობაც მოშლილი აქვთ….

ოლანდი და მერკელი რომ ჩავიდნენ მოსკოვში უკრაინაზე სალაპარაკოდ და მოლაპარაკების მაგიდასთან უკრანის მხარე არ იყო, ცხადია, უცნაურად გამოიყურებოდა. ამან მომაგონა 2008 წელი, როცა ფრანგებმა რუსეთთან მოაწერეს ხელი შეთანხმებას საქართველოზე, მოლაპარაკებებში ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ამ შეთანხმებამ მაშინ არ იმუშავა, რუსეთმა გააგრძელა მოქმედება..

რუსეთს ახლა მკაფიო გეგმა აქვს, სურს დაიპყროს დომბასი, შესაძლოა ფიქრობს მერე მოლდავეთისკენ წასვლას. ეკონომიკური და სამხედრო კრახის შემდეგ( რისი მიღწევაც უკრაინაში სურს) რუსეთის მიზანი უნდა იყოს შექმნას პირობები ქაოსისთვის, სამხედრო ამბოხებისთვის, რათა მოახდინოს უკრაინაში პროცესების დესტაბილიზება ხანგრძლივი პერიოდით და მოიგოს დროს. ახლა რუსეთი ცუდ ფორმაშია, მაგრამ პუტინი ფიქრობს, იქნებ მერე ნავთობეზე ფასმა აიწიოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ის ახლა ცდოლობს მიიტაცოს უკრაინის ნაწილი , მოახდინოს მისი იზოლაცია დანარჩენი უკრაინისგან და მერე წავიდეს წინ.

პოროშენკომ სწორი პასუხი ჩამოაყალიბა მიუნჰენის კონფერენციაზე. მან იცის საქართველოს წარსულის შესახებ. შევარდნაძე მუდმივად ეგებოდა რუსეთის ანკესზე, აწერდა ხელს სამშვიდობო შეთანხმებებს, შემდეგ კი რუსეთი გვგლეჯდა ახალ ტერიტორიას, პოროშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს რუსეთი, რპმ ესაა ამოცანა და არა რაღაც გამყოფი ხაზის შექმნა და იქ სამშვიდობო ძალების დაყენება, მითუმეტეს რუსულის.

Posted in Uncategorized | Leave a comment